S&P Global Ratings - საქართველოს საბანკო სექტორის რეგულირება და ზედამხედველობა მოწინავეა რეგიონში
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-მა საბანკო სექტორის რისკის შეფასების მორიგი განახლება გამოაქვეყნა.
დოკუმენტში მიმოხილულია ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონის საბანკო სექტორის საერთო ტენდენციები, ძლიერი და სუსტი მხარეები, მთავარი გამოწვევები და მაკროეკონომიკური რისკები.
ეკონომიკისა და საბანკო სექტორის რისკების საერთო შეფასების მიხედვით, საქართველო ქვეყნების მე-7 ჯგუფში მოხვდა, რაც ყაზახეთთან ერთად საუკეთესოა რეგიონში.
ანგარიშში გავლენიანი სარეიტინგო კომპანია განსაკუთრებით მაღალ შეფასებას აძლევს ინსტიტუციურ ჩარჩოს საქართველოში და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საბანკო სექტორის რეგულირება და ზედამხედველობა მოწინავეა რეგიონში.
პუბლიკაციის მიხედვით, პორტფელში IFRS Stage 3 სესხების წილის მხრივ ქართული ბანკების აქტივების ხარისხი საუკეთესოა რეგიონში, ამასთან საკრედიტო რისკის ხარჯიც მინიმალურია, რასაც პოზიტიურ მაკროეკონომიკურ გარემოსთან ერთად სებ-ის, როგორც მარეგულირებლის, ეფექტიანი მუშაობაც განაპირობებს.
ასევე, ანალიტიკოსები მიმოხილვაში აღნიშნავენ, რომ ეროვნული ბანკის მმართველობა გაძლიერებას განაგრძობს.
სარეიტინგო სააგენტო S&P მოელის, რომ საქართველო როგორც ნოვატორი რეგიონში, ევროდირექტივასთან კიდევ უფრო დააახლოებს ბანკების რეზოლუციის ჩარჩოს, რომელიც არსებითად ევროკავშირში მოქმედ დირექტივას (BRRD) ეფუძნება.
სხვა სიახლეები
როგორია საქართველო-ავსტრიის სავაჭრო ურთიერთობები - სტატისტიკა
17.04.2026.13:00
საქართველოსა და ავსტრიას შორის საგარეო სავაჭრო ბრუნვა შემცირდა. საქსტატის ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ ავსტრიაში 238.5 ათასი დოლარის პროდუქცია გაყიდა, ხოლო 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში 509.8 ათასი დოლარის ექსპორტი განახორციელა. მიმდინარე მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ საქართველოდან ავსტრიაში ექსპორტი 53,2%-ით არის შემცირებული. ორი თვის სტატისტიკით ავსტრიაში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი მცენარის სხვადასხვა ტიპის ნაყოფია.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო ავსტრიაში ყიდის:
2026 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ ავსტრიიდან 11 498.0 ათასი დოლარის პროდუქციის იმპორტი განახორციელა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 11 859.2 ათასი დოლარის. კლება 3,04%-ის დონეზეა.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო ავსტრიიდან ყიდულობს: