S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი 'BB' დონეზე, ხოლო პერსპექტივა „სტაბილურზე" შეინარჩუნა | მიმოხილვის დეტალები
S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი 'BB' დონეზე, ხოლო პერსპექტივა - ,,სტაბილურზე" შეინარჩუნა. სააგენტოს განმარტებით, სტაბილური პერსპექტივა ასახავს საქართველოს მყარ ეკონომიკურ და ფისკალურ მაჩვენებლებს.
სააგენტოს საბაზისო სცენარი არ ითვალისწინებს Eagle Hills-ის ინვესტიციას, რომლის მოცულობა დაახლოებით 6 მილიარდ აშშ დოლარამდეა (მშპ-ის დაახლოებით 15%) შეფასებული. თუმცა, მისი განხორციელების შემთხვევაში, აღნიშნული ინვესტიცია მნიშვნელოვან დადებით ფაქტორს წარმოადგენს ეკონომიკური ზრდის, ინვესტიციებისა და საშუალოვადიანი ნდობისთვის, განსაკუთრებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) და სამშენებლო აქტივობის ზრდისათვის.
S&P Global Ratings-ის შეფასებით საქართველოში მონეტარული და ფისკალური პოლიტიკა რეგიონის ქვეყნებთან შედარებით პრუდენციულია. ამასთან, ფისკალური მაჩვენებლები კვლავ მყარია. ამასთან, ინფლაციური წნეხი მცირდება, ხოლო მონეტარული პოლიტიკა ზომიერად მკაცრი რჩება. სააგენტოს შეფასებით, მოსალოდნელია, რომ ინფლაცია ცენტრალური ბანკის მიზნობრივ მაჩვენებელთან ეტაპობრივად დაახლოვდება.
,,ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ფინანსური საჭიროებები სრულად დაიფარება საშინაო სესხებისა და გარე დაფინანსების კომბინაციით, ძირითადად საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების, მაგალითად, მსოფლიო ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, რაც ხელს უწყობს ხელსაყრელ ვალის სტრუქტურას", - აღნიშნულია S&P Global Ratings-ის მიერ.
მიმოხილვაში ასევე აღნიშნულია, რომ ბოლო თვეებში საერთაშორისო რეზერვები მკვეთრად გაიზარდა და წლიურად დაახლოებით 38%-ით მოიმატა, დეკემბერში კი რეკორდულ ნიშნულს 6.2 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. ამასთან ხაზგასმულია, რომ საქართველოს საბანკო სისტემა რჩება მომგებიანი და კარგად კაპიტალიზებული, ფლობს ძლიერ ლიკვიდობის ბუფერებს, ახასიათებს მყარი საკრედიტო ზრდა და ეფექტიანი საზედამხედველო კონტროლი.
S&P Global Ratings-ის მიხედვით, ინფლაცია გასული წლის განმავლობაში თანმიმდევრულად იზრდებოდა და 2025 წელს საშუალოდ 3.9% შეადგინა, რაც ძირითადად საბაზო ეფექტებითა და სურსათის ფასების ზრდით იყო განპირობებული. სააგენტო 2026 წელს 3.5%-იან ინფლავიას პროგნოზირებს.
სხვა სიახლეები
S&P Global Ratings-მა საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გააუმჯობესა
07.02.2026.06:00
S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი 'BB' დონეზე, ხოლო პერსპექტივა - "სტაბილურზე" შეინარჩუნა. სააგენტოს განმარტებით, სტაბილური პერსპექტივა ასახავს საქართველოს მყარ ეკონომიკურ და ფისკალურ მაჩვენებლებს.