მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7152
0.0064
flag
AZN 1.5871
-0.0005
flag
CNY 39.209
0.0078
flag
EUR 3.115
0.0067
flag
GBP 3.5707
0.0098
flag
KZT 57.48
0.0035
flag
TRY 0.0605
-0.0002
flag
USD 2.6981
-0.0008

S&P Global Ratings-მა საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გააუმჯობესა

news image

S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი 'BB' დონეზე, ხოლო პერსპექტივა - "სტაბილურზე" შეინარჩუნა. სააგენტოს განმარტებით, სტაბილური პერსპექტივა ასახავს საქართველოს მყარ ეკონომიკურ და ფისკალურ მაჩვენებლებს. 

S&P Global Ratings-ის შეფასებაში, აღნიშნულია, რომ საქართველოს ეკონომიკამ კვლავ მდგრადობა შეინარჩუნა და 2025 წელს საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 7.5% შეადგინა. ამასთან, S&P Global Ratings-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გააუმჯობესა და ელის, რომ საქართველოს ეკონომიკა 2026 წელს 5.4%-ით გაიზრდება (აგვისტოს მიმოხილვის თანახმად სააგენტოს მიერ პროგნოზირებული იყო 5.2%-იანი ეკონომიკური ზრდა 2026 წლის ჭრილში). ხოლო, ხოლო 2027 მოსალოდნელია 4.8%-იანი ზრდას, კერძო მოხმარების ნორმალიზების ფონზე.

სააგენტოს საბაზისო სცენარი არ ითვალისწინებს Eagle Hills-ის  ინვესტიციას, რომლის მოცულობა დაახლოებით 6 მილიარდ აშშ დოლარამდეა (მშპ-ის დაახლოებით 15%) შეფასებული. თუმცა, მისი განხორციელების შემთხვევაში, აღნიშნული ინვესტიცია მნიშვნელოვან დადებით ფაქტორს წარმოადგენს ეკონომიკური ზრდის, ინვესტიციებისა და საშუალოვადიანი ნდობისთვის, განსაკუთრებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) და სამშენებლო აქტივობის ზრდისათვის.

S&P Global Ratings-ის შეფასებით საქართველოში მონეტარული და ფისკალური პოლიტიკა რეგიონის ქვეყნებთან შედარებით პრუდენციულია. ამასთან, ფისკალური მაჩვენებლები კვლავ მყარია. ამასთან, ინფლაციური წნეხი მცირდება, ხოლო მონეტარული პოლიტიკა ზომიერად მკაცრი რჩება. სააგენტოს შეფასებით, მოსალოდნელია, რომ ინფლაცია ცენტრალური ბანკის მიზნობრივ მაჩვენებელთან ეტაპობრივად დაახლოვდება. 

,,ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ფინანსური საჭიროებები სრულად დაიფარება საშინაო სესხებისა და გარე დაფინანსების კომბინაციით, ძირითადად საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების, მაგალითად, მსოფლიო ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, რაც ხელს უწყობს ხელსაყრელ ვალის სტრუქტურას", - აღნიშნულია S&P Global Ratings-ის მიერ.

მიმოხილვაში ასევე აღნიშნულია, რომ ბოლო თვეებში საერთაშორისო რეზერვები მკვეთრად გაიზარდა და წლიურად დაახლოებით 38%-ით მოიმატა, დეკემბერში კი რეკორდულ ნიშნულს 6.2 მილიარდ აშშ დოლარს  მიაღწია. ამასთან ხაზგასმულია, რომ საქართველოს საბანკო სისტემა რჩება მომგებიანი და კარგად კაპიტალიზებული, ფლობს ძლიერ ლიკვიდობის ბუფერებს, ახასიათებს მყარი საკრედიტო ზრდა და ეფექტიანი საზედამხედველო კონტროლი.

S&P Global Ratings-ის მიხედვით, ინფლაცია გასული წლის განმავლობაში თანმიმდევრულად იზრდებოდა და 2025 წელს საშუალოდ 3.9% შეადგინა, რაც ძირითადად საბაზო ეფექტებითა და სურსათის ფასების ზრდით იყო განპირობებული. სააგენტო 2026 წელს 3.5%-იან ინფლავიას პროგნოზირებს. 

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ენერგეტიკული სექტორის განვითარების 10-წლიანი გეგმა უკვე დასრულდა, შემუშავებულია და გულისხმობს ელექტროენერგეტიკული თვალსაზრისით ქვეყნის თვითკმარობას - მარიამ ქვრივიშვილი

04.04.2026.22:00

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ქვეყნის ენერგეტიკული სექტორის განვითარების 10-წლიან გეგმაზე ისაუბრა. როგორც ტელეკომპანია „იმედის" ეთერში გამართულ დებატებში მონაწილეობისას მინისტრმა აღნიშნა,  10-წლიანი გეგმა უკვე დასრულდა, შემუშავებულია და გულისხმობს ელექტროენერგეტიკული თვალსაზრისით ქვეყნის თვითკმარობას. 

„2036 წელს დადგმული სიმძლავრე უნდა შეადგენდეს 11,500 მგვტ-ს, როდესაც დღეს გვაქვს 4,700 მგვტ. ყველა ის პროექტი, რომლებიც უნდა განვითარდეს ჩვენს ქვეყანაში, უნდა ექვემდებარებოდეს გონივრულ ვადებს, ისევე როგორც უნდა ეფუძნებოდეს იმ მნიშვნელოვან კვლევებს, რომლებიც საჭიროა უსაფრთხოდ და მდგრადად, ასეთი მნიშვნელოვანი და სტრატეგიული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, გეგმაზე მუშაობის პროცესში არაერთი შეხვედრა და დისკუსია გაიმართა კერძო სექტორთან. 10-წლიანი გეგმა ორ ფაზად დაიყო -  მომდევნო 5 წლის განმავლობაში შეიქმნება დამატებით 4,000 მგვტ, რომელიც  განაწილებულია მზის, ქარის, ისე როგორც ჰიდრორესურსის სწორ ბალანსზე. შემდგომი 5 წლის განმავლობაში კი ქვეყნის ენერგეტიკულ სისტემას კიდევ 2,700 მგვტ დაემატება, რომლის უმეტესი წილიც  მსხვილ ჰიდროენერგეტიკულ პროექტებზე მოდის. 

„ენერგეტიკული რესურსების კვლევა მუდმივი პროცესია და ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ერთი მხრივ სექტორის განვითარებასთან ერთად ვიზრუნოთ და უზრუნველვყოთ ამომწურავი კვლევების ფორმირება იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად და სწორად შევაფასოთ ის საკმაოდ დიდი რესურსი, რომელიც ჩვენს ქვეყანას ჰიდროენერგეტიკაში აქვს. ამასთანავე, ჩვენ გვაქვს ძალიან თანმიმდევრული პოლიტიკა, რადგან ერთია - ინვესტორების სურვილი და მოტივაცია, მეორე მხრივ კი ასევე გონივრულად ვაფასებთ იმ გამოწვევებს, რომლებიც ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის კუთხითაა დღეს საქართველოში", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. 

მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, 10-წლიანი გეგმის ფარგლებში შემუშავებულია სახელმწიფოს გეგმა, თუ რა პროექტები უნდა განხორციელდეს, მათ შორის - გადამცემი ქსელების, ისევე როგორც ქვესადგურების განვითარების კუთხით იმისთვის, რომ თანაბრად გადანაწილდეს ელექტროენერგია და ქვეყნის ენერგეტიკულმა სისტემამ ახალი დადგმული სიმძლავრეები მიიღოს. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საუბარია მზის, ქარისა და ჰიდრორესურსების ძალიან მნიშვნელოვან, სწორ ბალანსზე.

„ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოს, კერძო სექტორის, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოების, ჩვენი მოსახლეობის გაერთიანება მთავარი იდეის გარშემო, რაც გულისხმობს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების - ენერგეტიკული უსაფრთხოების, ეკონომიკური აღორძინების და რაღა თქმა უნდა, იმპორტზე დამოკიდებულების ერთობლივი ძალისხმევით შემცირებას", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა