მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7099
0.004
flag
AZN 1.5856
-0.0002
flag
CNY 38.678
-0.0016
flag
EUR 3.1316
-0.0061
flag
GBP 3.6152
-0.004
flag
KZT 52.6
-0.0013
flag
TRY 0.0623
-0.0001
flag
USD 2.6957
-0.0004

Eagle Hills-მა ქალაქის მთავარ ქუჩაზე გახსნა გაყიდვების ოფისი, რომლითაც ის პირდაპირ არის ორიენტირებული, რომ ქართველ მყიდველებზე ჰქონდეს წვდომა - თორნიკე ზირაქიშვილი

news image

ის ნაბიჯი, რომ მათ აქვთ მიზნობრივად აღებული ქართული ბაზარი, ეს ნიშნავს რომ ფასიც იქნება შესაბამისი, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“-ს დირექტორის მოადგილემ და იმავდროულად Eagle Hills Georgia-ს სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თორნიკე ზირაქიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსთავზე გახსნილი Eagle Hills Georgia-ს ოფისი პირდაპირ არის ორიენტირებული ქართველ მყიდველებზე.

„შეგვიძლია ვნახოთ კომპანიის პირველი ნაბიჯი, რომელიც მან გადადგა ქვეყანაში შემოსვლის დროს. მან გახსნა ქალაქის მთავარ ქუჩაზე გაყიდვების ოფისი, რომლითაც ის პირდაპირ, მიზნობრივად არის ორიენტირებული, რომ ქართველ მყიდველებზე ჰქონდეს წვდომა. რა თქმა უნდა მათ ძალიან კარგად იციან საქართველოში არსებული ბაზარი, კარგად იციან რა არის ხელმისაწვდომობა და ის ნაბიჯი, რომ მათ აქვთ მიზნობრივად აღებული ქართული ბაზარი, ეს ნიშნავს რომ ფასიც იქნება შესაბამისი. სოციალური მედიის საშუალებით უკვე ვხედავთ, რომ გადის პირველი სარეკლამო მასალები და ყველა ჩვენ, რომლებიც ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ ხედავთ ამ ყველაფერს, რომ ჩვენზეა ორიენტირებული“, - აღნიშნა ზირაქიშვილმა. 

არაბთა გაერთიანებული საამიროების ერთ-ერთ უმსხვილეს დეველოპერულ კომპანია Eagle Hills-სა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში, საქართველოში უპრეცედენტო მოცულობის - $6,5 მილიარდზე მეტი ღირებულების, ორი პროექტი განხორციელდება.
 
კომპანია Eagle Hills-ი, რომელიც EMAAR-ის ხელმძღვანელისა და დამფუძნებლის - მოჰამედ ალაბარის მიერ შეიქმნა, მსოფლიოს მასშტაბით მსხვილ დეველოპერულ პროექტებს ახორციელებს. კომპანიის პორტფელში შედის მრავალმილიარდიანი პროექტები 10-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის ბელგრადში, ბუდაპეშტში, რიგასა და სხვა ქალაქებში.
აღნიშნული შეთანხმება ითვალისწინებს ყველაზე მასშტაბურ უცხოურ ინვესტიციას საქართველოს ისტორიაში, რომელიც გარდაქმნის თბილისისა და ბათუმის იერსახეს და გლობალური ცნობადობის კომპლექსებს შექმნის ქალაქებში.
ამასთანავე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და კომპანია Eagle Hills-ის დამფუძნებელმა მოჰამედ ალი ალაბარმა ხელი მოაწერეს საინვესტიციო შეთანხმებასა და საერთო კომპანიის ჩამოყალიბების შესახებ ხელშეკრულებას.
 
შეთანხმების თანახმად, საქართველო პროექტების პარტნიორად და კომპანიის 33%-იანი წილის თანამესაკუთრედ განისაზღვრა. Eagle Hills-თან აღნიშნული შეთანხმებით სახელმწიფომ შეძლო უპრეცედენტო ინვესტიციის მოზიდვა და მაქსიმალურად საუკეთესო პირობებზე შეთანხმება, რასაც უდიდესი, განგრძობითი ეფექტი ექნება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე.
 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საბანკო სექტორი ჯანსაღი რჩება, რაც ასახულია ბანკების ძლიერ კაპიტალში, მოგებაში, ლიკვიდურობასა და აქტივების ხარისხში - ენდრიუ ჯუველი

16.01.2026.17:20

„საბანკო სექტორი ჯანსაღი რჩება, რაც ასახულია ბანკების ძლიერ კაპიტალში, მოგებაში, ლიკვიდურობაში და აქტივების ხარისხში“, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში სსფ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ენდრიუ ჯუველმა განაცხადა. 

„მიუხედავად ამისა, მუდმივი სიფრთხილე აუცილებელია, თუ გავითვალისწინებთ უცხოური ვალუტით არაჰეჯირებული საბანკო სესხების წილს, სამომხმარებლო სესხების სწრაფ ზრდას და უძრავი ქონების დეველოპერების მიერ უცხოური ვალუტით გაცემული უფრო სარისკო ობლიგაციების გამოშვებას და სესხებს“, -  აცხადებს Business Insider Georgia-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში სსფ-ის მუდმივი წარმომადგენელი ენდრიუ ჯუველი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა