მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7140.7
0.0447
flag
AZN 1.5836
0.0095
flag
CNY 39.121
0.0111
flag
EUR 3.1606
0.0025
flag
GBP 3.6065
-0.0001
flag
KZT 53.81
0.0007
flag
TRY 0.0612
0.0003
flag
USD 2.6922
0.0163

რუსთავსა და ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქების მშენებლობისთვის მიწების გამოსყიდვა მიმდინარე წელს მოხდება - როგორია გეგმები

news image

მთავრობა რუსთავსა და ქუთაისში თანამედროვე სტანდარტების საუნივერსიტეტო ქალაქების აშენების მიმართულებით აქტიურად მუშაობს და აღნიშნული პროექტების განხორციელებისთვის მიმდინარე წელს მოხდება მიწების გამოსყიდვა. მიმდინარე წელსვე განხორციელდება ამ ქალაქების პროექტირება. აღნიშნულის შესახებ რადიო „სივრცის“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ განაცხადა. 

„რეფორმა და კონცეფცია გულისხმობს 7 გამოწვევას და შესაბამისად 7 პასუხს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ პირველი პასუხები უკვე წელს უნდა დაიწყოს. საქმე ის გახლავთ, რომ რეფორმის პირველი მარეგულირებელი კანონთა პაკეტი ჩვენს მიერ დაჩქარებული წესით უკვე იქნა საშემოდგომო სესიაზე წარდგენილი. ახლა მომზადებული გვაქვს მეორე პაკეტი, რომელიც უმაღლეს განათლებასთან ერთად ზოგადი განათლების რეფორმირების ნაწილსაც გულისხმობს. ასევე არის რამდენიმე თანამდევი კანონი, რომელიც შეავსებს უმაღლესი განათლების რეფორმის მიმართულებას. წელს ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებები გვაქვს დაგეგმილი. მოგეხსენებათ, რომ არსებობს მოკლევადიანი მიმართულებები, არსებობს საშუალო ვადიანი და გრძელვადიანი. გრძელვადიანი გახლავთ ინფრასტრუქტურული ნაწილი. ჩვენს მიერ დაანონსებული ორი მიმართულებით - ჩვენს მიერ დაანონსებული „განათლების ქალაქებით“ სიმბოლურად რომ ვთქვათ: რუსთავის და ქუთაისის მიმართულებით. მოგეხსენებათ ამას რამდენიმე წელი სჭირდება, რაც პრემიერმა პირდაპირ ვადებში განსაზღვრა. წელს ვაპირებთ, რომ ორივე მიმართულებით მოხდეს შესაბამისი ტერიტორიების ბოლომდე გამოსყიდვა, იმისთვის, რომ დავიწყოთ სამშენებლო სამუშაოები. ინფრასტრუქტურის სამინისტროს დავალებული აქვს, რომ წელსვე მოამზადოს პროექტირება ორივე მიმართულებით. ვფიქრობთ, რომ სწრაფი ტემპით წავალთ. საუბარია 5 მლნ კვ/მ-ს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე .

რაც შეეხება მეორე, ყველაზე მნიშვნელოვან კომპონენტს თვითონ სწავლების საკითხთან დაკავშირებით, აქ ჩვენთვის ყველაზე მთავარი გამოწვევა არის მაინც ხარისხი. შესაბამისად თქვენ იცით, რომ პრემიერმა პირდაპირ ხაზგასმით თქვა, რომ მთავარი, რეფორმის ფუნდამენტური ნაწილი არის ხარისხობრივი პარამეტრების აწევა ევროკავშირის სტანდარტების დონეზე. შესაბამისად, ბევრს მანიკულირებენ, რომ თითქოს ბოლონიის პროცესს ვცილდებით და ასე შემდეგ. ამ დროს სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია გითხრათ, რომ ჩვენ სწორედ ვმუშაობთ იმაზე, რომ იყოს ევროპული დონის განათლება. ამას ძალიან ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა წლების განმავლობაში. ჩვენი მთავარი პრობლემა მიგვაჩნია, რომ არის ის რომ უნივერსიტეტები დღეს ფორმირებულია პროფესურის სასარგებლოდ და პროფესურის ინტერესების დაცვით და არა სტუდენტების. რადგან იგივე ფუნდამენტური იდეა, რასაც ჩვენ კონცეფცია გულისხმობს - „ერთი ქალაქი ერთი ფაკულტეტი“ გულისხმობს სწორედ იმას, რომ თავიდან იყოს აცილებული გადუალება ერთი და იგივე სპეციალობების, რომელზეც შრომით ბაზარზე მოთხოვნა არ არის“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ . 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვა გაზრდილია

04.03.2026.11:00

საქართველო-ჩინეთის სავაჭრო ურთიერთობები მზარდია. საქსტატის მაჩვენებლების მიხედვით, 2026 წლის იანვარში საქართველომ ჩინეთში 66 056.0 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია შეიტანა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 18 062.6 ათასი დოლარის. ზრდა 265.7%-ია. იანვარში საქართველოდან ჩინეთში ნო,მერ პირველი საექსპორტო პროდუქტი ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები იყო.

TOP 5 პროდუქტი, რის ექსპორტსაც საქართველო ჩინეთში ახდენს:

  • მადნები და კონცენტრატები ძვირფასი ლითონებისა - 50 974.7 ათასი დოლარი;
  • მადნები და კონცენტრატები სპილენძის - 8 938.0 ათასი დოლარი;
  • კოჭა, ზაფრანა, ურცი, დაფნის ფოთოლი, კარი და სხვა სანელებლები - 3 701.4 ათასი დოლარი;
  • ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი - 910.7 ათასი დოლარი;
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - 433.8 ათასი დოლარი;

რაც შეეხება ჩინეთიდან იმპორტს, ის 2026 წლის იანვრის მონაცემებით 157 257.8 ათას დოლარს შეადგენს, 2025 წლის იანვარში კი 115 870.1 ათასი დოლარის დონეზე იყო. შესაბამისად იმპორტი 35.7%-ით არის გაზრდილი. 

TOP 5 პროდუქტი, რის იმპორტსაც საქართველო ჩინეთიდან ახდენს:

  • ელექტროგენერატორული დანადგარები და მბრუნავი ელექტრო გარდამქმნელები - 17 776.9 ათასი დოლარი;
  • დიოდები, ტრანზისტორები და ანალოგიური ნახევარგამტარი ხელსაწყოები - 13 952.4 ათასი დოლარი;
  • ნივთიერებები შემკვრელი მზა, სამსხმელო ფორმების წარმოებაში გამოსაყენებელი - 5 729.9 ათასი დოლარი;
  • მსუბუქი ავტომობილები - 5 645.4 ათასი დოლარი;
  • ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან სიგანით 600 მმ ან მეტი - 5 631.8 ათასი დოლარი;

 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა