რუსთავის მაგისტრალის მშენებლობა 2027 წელს, ხოლო ლარსის მონაკვეთის მშენებლობა 2026 წელს დასრულდება
რუსთავის მაგისტრალის მშენებლობა 2027 წელს, ხოლო ლარსის მონაკვეთის მშენებლობა 2026 წელს დასრულდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„რუსთავის მაგისტრალი ძალიან მნიშვნელოვანია არამხოლოდ რუსთავის მოსახლეობისთვის, არამედ დედაქალაქის მოსახლეობისთვისაც. დაიწყო უკვე მიწების გამოსყიდვის პროცესი. წელს გამოცხადდება ტენდერი და 2027 წელს დასრულდება რუსთავის მაგისტრალური გზის მშენებლობაც.
რაც შეეხება ლარსის მონაკვეთს, გზას, როგორც უკვე მოგეხსენებათ გაიჭრა უნიკალური 9 კმ-იანი გვირაბი ქვეშეთი კობის გზაზე. წლის ბოლომდე დასრულდება ქვეშეთი-გუდაურის 12 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა და მომავალი წლის ბოლომდე დასრულდება მთლიანად ამ გზის მშენებლობა, რაც მოიცავს 25 კმ-ს“, - განმარტა პრემიერმა.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
27.06.2025.13:11
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობა 5 მლნ მგზავრამდე გაიზრდება. აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, აეროპორტში 350 მლნ ლარის ინვესტიცია ხორციელდება.
„რაც შეეხება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს დღეს 2 მლნ მგზავრის გატარება შეუძლია. ჩვენი მიზანია, რომ 5 მლნ-მდე ავწიოთ ეს მაჩვენებელი. ეს არის უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც ხორციელდება.ინვესტიციაც არის უმსხვილესი - 350 მლნ ლარს მოიცავს. დავიწყეთ სრულიად ახალი 3.5 კმ-იანი ასაფრენ/დასაფრენი ბილიკის მშენებლობა. 11-დან 17-მდე გაიზრდება ხომალდების სადგომების რაოდენობა. შევძლებთ უფრო დიდი ზომის საჰაერო ხომალდების მიღებას ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე. წელს დაიწყება სრულიად ახალი სამგზავრო ტერმინალზე მუშაობს“, - განაცხადა პრემიერმა.