როცა კომპანიები იზრდებიან, მათ ავტომატურად უჩნდებათ მოთხოვნა საფონდო ბირჟაზე გავიდნენ - ლევან ვეფხვაძე
ეკონომიკის ზრდასთან ერთად ბუნებრივია მსხვილ კორპორაციებს მოუწევთ საფონდო ბირჟებზე გასვლა, რადგანაც ეს ზრდის მათ საერთაშორისო რეპუტაციას და სანდოობას, - აღნიშნულის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, რომელიც არ გამორიცხავს, რომ ქართული კომპანიების მალე სხვადასხვა საფონდო ბირჟებზე გავიდნენ.
„მე მგონია, რომ ჩვენი ეკონომიკა, მოდი ვთქვათ, რომ საბანკო ეკონომიკაა. თუმცა მეორეს მხრივ მოზიდვა სხვა ალტერნატიული წყაროებიდან, კომპანიები ეძებენ ამ რესურსებს. ეს ეხება, როგორც ფიქსირებული შემოსავლის მქონე ფასიანს ქაღალდებს, ასევე სააქციო კაპიტალის გაზრდას, იმიტომ, რომ ეკონომიკა, რომ იზრდება, კომპანიები, რომ იზრდებიან, მათ ავტომატურად უჩნდებათ მოთხოვნა ამ ტიპის აქტივობა დაიწყონ და მათ შორის საფონდო ბირჟაზე გავიდნენ. ეს მაგალითები, რომელიც უკვე გაქვს არის ძალიან კარგი გზამკვლევი ამ კომპანიებისთვის, რომლებიც ხვალ და ზეგ, როგორც ფასიან ქაღალდებს გამოუშვებენ ასევე კაპიტალის მოზიდვის კუთხით ფასიანი ქაღალდების გამოშვების ნაწილში ექნებათ შესაძლებლობა, რომ გამოიყენონ ეს რესურსი.
ეკონომიკის ზრდასთან ერთად ბუნებრივია ეს გადაწყვეტილებები მსხვილ კორპორაციებს გარდაუვალად მოუწევთ. რადგანაც ეს ზრდის მათ საერთაშორისო რეპუტაციას, სანდოობას, და ისევე როგორც თავის დროზე ბევრი ადგილობრივი, ეროვნული კომპანია გარდაიქმნა მულტინაციონალურ კორპორაციად, მეც ვხედავ შესაძლებლობას, რომ გარკვეული ქართული კომპანიები ხვალ და ზეგ მულტინაციონალურ კომპანიებად გარდაიქმნან, სწორედ ამ ტიპის საფონდო ბირჟებზე გასვლის შემდეგ. როგორც კი ქართული კომპანიების აქციები ჩნდება საფონდო ბირჟებზე ინვესტორების ინტერესი და კითხვა „რა არის ეს ქვეყანა საქართველო“ ჩნდება. თუ წარმატებულია ეს შემთხვევა და კარგად მოხდა საფონდო ბირჟაზე გასვლა, მერე უკვე ხედავენ კონკრეტული მაგალითია, კაპიტალიზაცია იზრდება, ე.ი. საქართველოში ღირს დაბანდება და კომუნიკაცია ქართულ კომპანიებთან და შესაბამისად პროექტები იქნება ეს თუ სხვადასხვა ტიპის ბზინეს აქტივობა. არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ასევე ძალიან კარგად მოვახდინეთ ჩვენი სატრანზიტო დერეფნებისა და ჩვენი ლოგისტიკური შესაძლებლობების წარმოჩენა. აქაც ჩვენ გვჭირდება ინვესტიციები, გვჭირდება ახალი ტექნოლოგიები. შეიძლება ჩამოვრჩებით კიდევ ტექნოლოგიურ ნაწილში და სწორედ ინვესტიცია იმისთვის არის საჭირო, რომ შენ კონკრეტული კაპიტალი მოიზიდო, ასევე ამ კაპიტალს მოჰყვება უკვე კომპეტენცია, ცოდნა. ლოგისტიკური შესაძლებლობების განვითარება უფრო მდგრადი განვითარების ტოლფასი იქნება გრძელვადიან პერსპექტივაში“, - აცხადებს ლევან ვეფხვაძე.
მისივე თქმით, თუ კი გლობალურად ვითარება დასტაბილურება და მაგალითად ირანი და რუსეთი ტრანზიტისთვის გაიხსნება, ის მაინც დარწმუნებულია, რომ საქართველოს დერეფანს ტვირთნაკადი არ მოაკლდება.
„შესაძლოა, ხვალ და ზეგ ირანსა და აშშ-ს შორის გაფორმდეს შეთანხმება და ირანი გაიხსნას როგორც სატრანზიტო ქვეყანა, ან რუსეთში მოხდეს იგივე, მაგრამ ქვეყნებმა ისწავლეს, რომ მათ დივერსიფიცირება უნდა მოახდინონ და არ უნდა იყვნენ ერთ კონკრეტულ გზაზე დამოკიდებულები. ამიტომ ტვირთნაკადის ბრუნვის შემცირებას მე ამ დერეფანში არ ველოდები“, - აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.
სხვა სიახლეები
საქართველოს საშუალო ეკონომიკური ზრდა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს თითქმის ორჯერ აღემატება - ვახტანგ ცინცაძე
09.04.2026.12:55
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული მიმოხილვის თანახმად, 2026 წელს მსოფლიო ბანკი 5%-იან ეკონომიკურ ზრდას ელის საქართველოში, ხოლო 2027 წელს ეკონომიკური ზრდა 5.5%-ს მიაღწევს.
„უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს საშუალო ეკონომიკური ზრდა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს თითქმის ორჯერ აღემატება“ - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.
მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა მსოფლიო ბანკის შეფასებებს, რომლის მიხედვითაც, საქართველო რჩება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის მქონე ქვეყნად
„შესაბამისად, ველოდებით, რომ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი როგორც 2026, ასევე 2027 წელს იმაზე უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ამას საერთაშორისო-საფინანსო ინსტიტუტები პროგნოზირებენ. ამის საფუძველს გვაძლევს ის მონაცემები, რომლებიც საქართველოში იანვარ-თებერვლის თვეებში დაფიქსირდა, კერძოდ: ორი თვის განმავლობაში, ჩვენი ქვეყნის საშუალო ეკონომიკური ზრდა 8.4 პროცენტს შეადგენს“, - განაცხადა ცინცაძემ.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის შეფასებით, ეკონომიკური ზრდის ტემპს დამატებით სტიმულს მისცემს 2026 წელს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების გააქტიურება, ასევე ეკონომიკური განვითარების კორპორაციის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს არამხოლოდ მცირე და საშუალო მეწარმეების, არამედ ზოგადად, ეკონომიკის მხარდაჭერას სხვადასხვა ინსტრუმენტებით, რაც ასევე დააჩქარებს ეკონომიკურ ზრდას.
„ჩვენი მოლოდინია, რომ 2026-27 წლებში საქართველოს ექნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა არამხოლოდ რეგიონისა და ევროპის მასშტაბით, არამედ გლობალურად“ - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.