მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7273.7
0.0046
flag
AZN 1.6139
-0.0018
flag
CNY 39.909
0.0189
flag
EUR 3.1924
0.0169
flag
GBP 3.6893
0.0251
flag
KZT 56.2
0.0101
flag
TRY 0.0623
0
flag
USD 2.7438
-0.0032

რომელი პროექტების განხორციელება იგეგმება რუსთავში - ქალაქის მერი დეტალებზე

news image

რუსთავის მერის, ნინო ლაცაბიძის განცხადებით, ქალაქის განვითარების პოლიტიკა ბოლო წლებში სხვადასხვა სფეროს: ინფრასტრუქტურის, სპორტის, კულტურისა და ახალგაზრდული სერვისების თანაბარ გაძლიერებას ეფუძნებოდა. როგორც ნინო ლაცაბიძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა  Business Insider Georgia-ში სტუმრობისას აღნიშნა, მუნიციპალიტეტი ცდილობს შექმნას ისეთი გარემო და მუნიციპალური სერვისები, რომლებიც რუსთავს უფრო თვითმყოფად ქალაქად აქცევს და ახალგაზრდებს განათლების, სპორტისა და განვითარების თანამედროვე შესაძლებლობებს სთავაზობს.

„საკმაოდ რთულ პერიოდს გავდივართ იქიდან გამომდინარე, რომ ყველა სფეროს სათანადო ყურადღება უნდა. შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ რა დროს სპორტია, როდესაც გზა ასეთ მდგომარეობაში მაქვს, რა დროს კულტურაა, როდესაც სახურავიდან წყალი ჩამომდის და ჩვენი პოლიტიკა დღეს ქალაქში და განვლილ ოთხ წელს თუ გადავხედავთ, იყო თანაბრად გაგვენაწილებინა ფინანსები, მონდომება, ჩვენი ენერგია ყველა სფეროზე, იმიტომ რომ მართლაც ყველა სფეროს სჭირდება სათანადო ყურადღება.

განსაკუთრებით აქცენტს ვაკეთებდით ახალგაზრდებზე და იმ ინფრასტრუქტურაზე, რომელიც ახალგაზრდების განვითარებას, სამომავლო პერსპექტივებს უფრო გააძლიერებდა. რა არის მუნიციპალიტეტი? მუნიციპალიტეტი არის არა მარტო სამშენებლო კუთხით, არამედ ძლიერი მუნიციპალური სერვისები, რომელიც ქმნის ქალაქში ცხოვრების სტილს. თბილისის სიახლოვეს ყოფნა რუსთავისთვის სიკეთეც არის და გარკვეულწილად აფერხებს კიდევაც და რა ჭრილში შეგვიძლია რომ ეს განვიხილოთ - იმიტომ რომ თბილისის აგლომერაციაში ყველაზე დიდი ქალაქია რუსთავი და ძალიან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს დასაქმების კუთხით, განათლების კუთხით, ეკონომიკა დიდწილად დამოკიდებულია. ჩვენ გვინდა, რომ ქალაქი იყოს თვითმყოფადი, თვითმყოფარი ყველა იმ სერვისით, რომელიც შეიძლება ცხოვრების უკეთესი სტილისთვის, უკეთესობისთვის გჭირდებოდეს ქალაქში  ეს იქნება კინო, თეატრი... 20-მილიონიანი ინვესტიცია რომ ვახსენეთ, ძალიან მალე სწორედ ამ პროექტის ფარგლებში კინო გვექნება რუსთავში, რაც დიდი მოთხოვნა იყო ახალგაზრდების. ყველა ის პროექტი, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით მიმართული იყო, რომ მუნიციპალიტეტს შეძლებოდა ძლიერი მუნიციპალური სერვისების განვითარება და რისთვის? იმისთვის, რომ ახალგაზრდას ჰქონოდა თანამედროვე მედიათეკა, რომ მას არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობა ჰქონოდა, იმისთვის, რომ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე თანამედროვე სერვისებით უკვე დახმარებოდა ახალგაზრდას არაფორმალურ განათლებაში, სპორტის სასახლე ავაშენეთ იმისთვის, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი და სპორტის შესაძლებლობა ყოფილიყო, იმიტომ რომ შეიძლება ახალგაზრდამ გითხრას, რომ მე მინდა სპორტით ვიყო დაკავებული და მაქვს ამის შესაძლებლობა. ციფრული სივრცე გავხსენით, რომ მომავლის პროფესიებზე წვდომა ჰქონოდათ ახალგაზრდებს - საქართველოში პირველი მუნიციპალური ციფრული სივრცეა, სადაც თანამედროვე ციფრულ პროფესიებზე შეუძლიათ ახალგაზრდებს, რომ ტრენინგები გაიარონ.

ყველა ის სერვისი, რომელსაც ჩვენ ვქმნიდით, ამას სჭირდებოდა თანამედროვე ინფრასტრუქტურა და სწორედ ამ პოლიტიკით ვიყავით დაკავებული. ახლაც გვაქვს ძალიან მასშტაბური პროექტები. ძალიან მალე დაიწყება რუსთავში უეფას მეოთხე კატეგორიის სტადიონის მშენებლობა, რაც ახალი შესაძლებლობა იქნება ქალაქისთვის, იგივე სტუმრების ნაწილში - ჩვენ ტურისტული პოტენციალი არცთუ ისე დიდი გვაქვს და ამ ეტაპზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ გვაქვს, თუმცა ასეთი მასშტაბური პროექტები სწორედ დაგვეხმარება იმაში, რომ მეტი სტუმარი მივიღოთ, ვუმასპინძლოთ მაღალი დონის შეხვედრებს.

ვიწყებთ ძველი რუსთავის რესტავრაცია-რეაბილიტაციას და ეს არეალი გახდება ახალი ეკონომიკური სიძლიერე ჩვენი ქალაქისთვის, იმიტომ რომ დღეს საკმაოდ ამორტიზებულია ძველი ლამაზი შენობები, რომელსაც ავთენტურ იერსახეს შევუნარჩუნებთ და თუნდაც მარტივად რომ ავხსნათ, პირველ სართულზე კომერციული ფართები გაცოცხლდება, სხვადასხვა ბიზნეს იდეები გაჩნდება...

ცენტრალური მოედნის რეაბილიტაციას ვიწყებთ, რომელიც ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არეალია ჩვენი ქალაქის. რუსთავის პარკის რეაბილიტაცია საკმაოდ მასშტაბური პროექტი იქნება და სპორტქალაქის მშენებლობით ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სპორტის რეფორმას დავასრულებთ იმით, რომ ძალიან თანამედროვე გარემოში აბსოლუტურად ყველა სპორტის სახეობა იქნება ერთად თავმოყრილი და აქაც ძალიან საინტერესო პოლიტიკას ვამუშავებთ.

ჩვენი მიზანია, რომ რუსთავის მოსახლეობის უმრავლესობა გარკვეულწილად იყოს სპორტთან დაკავშირებული, რაც ჯანმრთელობის კუთხით და ბევრ სხვა პოზიტიურ გავლენას მოიტანს. ახლა ვამუშავებთ მათ შორის მედიკამენტების მოთხოვნის ნაწილს - რა დაავადებებზეა ძირითადად აქცენტი გაკეთებული, რომელსაც ჩვენ ვასუბსიდირებთ და ვაფინანსებთ. მოკლედ, ერთმანეთთან ჯაჭვურად არის დაკავშირებული აბსოლუტურად ყველა საკითხი, რომელიც მუნიციპალური სერვისების განვითარების კუთხით არის აუცილებელი დღეს“,- აცხადებს ნინო ლაცაბიძე.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრისა და მისი მრჩეველი ორგანოების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მცხეთის სივრცით-ტერიტორიული განვითარების მართვის დოკუმენტაციის შემუშავების საკითხები განიხილეს

10.03.2026.17:49

UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრისა და მისი მრჩეველი ორგანოების - ICOMOS-ისა და ICCROM-ის წარმომადგენლები მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის - მცხეთის ისტორიული ძეგლების კონსერვაციის საერთო მდგომარეობას, მცხეთაში მოქმედი ქალაქთმშენებლობის განსაკუთრებული რეჟიმის, მორატორიუმის, ეფექტიანობისა და სივრცითი განვითარების საკითხებს შეაფასებენ.

შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრი კახაბერ გულედანი და საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა უძღვებოდნენ, მცხეთასთან დაკავშირებული აქტუალური თემატიკა, მათ შორის, ქ. მცხეთის სივრცით-ტერიტორიული განვითარების მართვის დოკუმენტაციის შემუშავების საკითხები განიხილეს.

ICOMOS-ისა და ICCROM-ის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაში, ასევე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე ზაგაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს, ადგილობრივი თვითმმართველობის, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა