მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7116.1
0.0004
flag
AZN 1.6116
-0.0002
flag
CNY 38.04
0.0089
flag
EUR 3.109
0.0275
flag
GBP 3.6772
0.0167
flag
KZT 53.69
0.0018
flag
TRY 0.0706
0.0001
flag
USD 2.7397
-0.0004

რომელ ქვეყნებში ახდენს საქართველო ოქროს ექსპორტს?

news image

2025 წლის იანვარ-აპრილში საქართველომ საექსპორტო ბაზრებზე 38,5 მლნ დოლარის ღირებულების ოქრო გაყიდა. საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წელს საქართველომ ექსპორტზე 38,509.10 ათასი დოლარის ოქრო (დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული, ან ფხვნილის სახით) გაიტანა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 31,435.38 ათასი დოლარის. შესაბამისად ზრდა 22.5%-ის დონეზეა.

რაც შეეხება ექსპორტირებული ოქროს მოცულობას კლება ფიქსირდება. შესაბამისად ეს ნიშნავს, რომ წლიურ ჭრილში ოქროს ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2025 წლის იანვარ-აპრილში ქვეყნიდან 0.82 ტონა ოქრო გაიტანეს, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან 12,7%-ით შემცირებული მაჩვენებლებია.

2025 წლის პირველ ოთხ თვეში საქართველოდან ოქრო სულ 3 საექსპორტო ბაზარზე გავიდა, თუმცა უპირობო ლიდერ ისევ შვეიცარიაა.

ქვეყნები, სადაც საქართველომ ოქრო გაყიდა:

შვეიცარია - 34,315.48 ათასი დოლარი - 0.75 ტონა;

თურქეთი - 3,506.86 ათასი დოლარი - 0.06 ტონა;

არაბთა გაერთიანებული საამიროები - 686.76 ათასი დოლარი - 0.01 ტონა;

აღსანიშნავია, რომ საქართველომ ყველაზე მეტი მოცულობის და ღირებულების ოქროს ექსპორტი 2010 წელს განახორციელა, როდესაც ქვეყნიდან 117,646.68 ათასი დოლარის ღირებულების 7.19 ტონა ოქრო გავიდა.

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image როგორია საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების მაჩვენებლები და რა გავლენა შეიძლება იქონიოს მასზე ინდოეთ-პაკისტანის კონფლიქტმა - შეფასება

22.05.2025.15:00

საქაერონავიგაცია 2025 წელს საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების მაჩვენებლების ზრდას ელოდება და როგორც რადიო „სივრცის“ ეთერში, გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქაერონავიგაციის გენერალური დირექტორის მოადგილემ ზურაბ ავალიშვილმა განაცხადა, ტრანზიტული ფრენების პარალელურად მზარდია საქართველოს აეროპორტებში აფრენა-დაფრენის მაჩვენებლებიც.

„2024 წელს ჩვენ საერთო ჯამში მოვემსახურეთ დაახლოებით 300 000 ფრენას. ეს არის ტრანზიტი და საქართველოს აეროპორტებში მოფრენა-გაფრენები. ჩვენ ტრანზიტს კი დიდი დრო დავუთმეთ, მაგრამ ასევე აღსანიშნავია რომ ყველა დააკვირდებოდა, რომ ფრენებმა მოიმატა საქართველოს აეროპორტებში და თითქმის ყოველდღე ახალი მიმართულება ემატება. შესაბამისად, უკვე პროცენტული გადანაწილება, ადრე თუ ვიტყოდით რომ რასაც ვემსახურებოდით ტრანზიტული ფრენა გაცილებით მეტი იყო, ვიდრე ადგილობრივი მოფრენა-გაფრენები - ეს ნელ-ნელა იცვლება და ძალიან დიდი ნაკადია საქართველოს აეროპორტებში.
წელსაც იგივე დინამიკა გვაქვს, რაც შარშან გვქონდა. აღსანიშნავია, რომ ინდოეთსა და პაკისტანს შორის მომხდარი პატარა კონფლიქტის შედეგად ერთ-ერთი ძირითადი მარშრუტი, რომლითაც კონკრეტული მიმართულებიდან ჩვენი საჰაერო სივრცით მოდიოდა გადასულია სხვა მიმართულებაზე, მაგრამ ეს უმნიშვნელო ნაწილია. ზაფხულის მატება ისედაც იქნება იმ საჰაერო მიმართულებებით, რომელიც მათ არ ეხებათ. შესაბამისად, თუ ეს ყველაფერი ესე გაგრძელდა ვგულისხმობ იმ კონფლიქტს, თუ დაგეგმილი გვქონდა 20%-იანი მატება, სავარაუდოდ იქნება 10%-იანი მატება“, - აღნიშნა საქაერონავიგაციის გენერალური დირექტორის მოადგილემ.

მისივე თქმით, ზაფხულის განმავლობაში, პირობითად 2024 წლის სტატისტიკით, იყო დღეები როდესაც 24 საათის განმავლობაში 1000 საჰაერო ხომალდის გატარება ხდებოდა, რაც საკმაოდ საკმაოდ კარგი მაჩვენებელია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა