მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7092.8
0.0025
flag
AZN 1.5911
-0.0001
flag
CNY 38.179
0.0111
flag
EUR 3.1204
-0.0019
flag
GBP 3.5503
0.0081
flag
KZT 52.19
0.0014
flag
TRY 0.0637
0
flag
USD 2.7052
-0.0004

რომ ავიღოთ ცალკე აღებული მიწის ღირებულება და დივიდენდის მოცულობა, შეიძლება ცალსახად ითქვას, გავედით ოპტიმალურ შედეგზე - პრემიერი Eagle Hills-ის პროექტზე

news image
ეცოტავებათ ჩვენს ოპონენტებს ის მოგება, რომელსაც იღებს კომპანია Eagle Hills-ი ამ პროექტიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა.
 
პრემიერის თქმით, მათ უკვირთ, როგორ შეიძლება კომპანიამ ჩადოს 6.6 მლრდ დოლარი ინვესტიცია და ამოიღოს მხოლოდ 2.2 მლრდ დოლარი, საიდანაც მისი არის 1.5 მლრდ დოლარი.
 
„რაც შეეხება მიწის ღირებულებას და ზოგადად, რატომ 33% და ა.შ. დეტალებში რომ არ შევიდეთ, ისედაც ეცოტავებათ ჩვენს ოპონენტებს ის მოგება, რომელსაც იღებს კომპანია Eagle Hills-ი ამ პროექტიდან. მათ უკვირთ, როგორ შეიძლება კომპანიამ ჩადოს 6.6 მლრდ დოლარი ინვესტიცია და ამოიღოს მხოლოდ 2.2 მლრდ დოლარი, საიდანაც მისი არის 1.5 მლრდ დოლარი. უკვირთ, რომ 6.6 მლრდ დოლარი ჩადო და 1.5 მლრდ დოლარი ამოიღო. სინამდვილეში, ე.წ. "აირარი", ანუ ამონაგები ინვესტიციიდან, არის 23%. ოპტიმალური ზღვარი არის 25% და ზუსტად დაახლოებულია ამ 23%-თან. 
როდესაც მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით, რა თქმა უნდა, ვითვალისწინებდით, პირველ რიგში, სწორედ ამას - რა არის კომპანიის ოპტიმალური ამონაგები ინვესტიციიდან, იმისათვის, რომ ის დაინტერესდეს რეალურად ინვესტიციის ჩადებით. გამომდინარე იქიდან, რომ სწორედ ამ 1/3 და 2/3-ის განაწილების პირობებში კომპანია Eagle Hills-ის ამონაგები ხდებოდა რაციონალური და ამ შემთხვევაში მას უღირდა ინვესტიციის ჩადება, სწორედ ამის გათვალისწინებით, შევჯერდით საბოლოო ჯამში ამ პირობაზე, რომ 33.3% მოდის ქართულ მხარეს და 66.7% რჩება კომპანია Eagle Hills-ს. ამ შემთხვევაში გადიოდა კომპანია 23%-იან „აირარზე", რაც არის ოპტიმალური მაჩვენებელი. აქედან გამომდინარე, ნებისმიერ ფინანსისტს, ეკონომისტს შეგიძლიათ აჩვენოთ ეს ხელშეკრულება, შეაფასებინოთ, რა არის კომპანიის „აირარი" და დაგიდასტურებთ, რომ აბსოლუტურად რაციონალურად გადანაწილდა დივიდენდი 2 მხარეს შორის. მთავარი შეფასების კრიტერიუმი სწორედ ეს იყო, როდესაც, მათ შორის, ვსაუბრობდით ჩვენი შენატანის, მიწის სანაცვლოდ მისაღებ დივიდენდზე. გამომდინარე იქიდან, რომ 23%-ზე გადიოდა „აირარის" ნაწილში კომპანია, ჩვენ დავთანხმდით ამ პირობას. 1-2-ზე პროპორციით დივიდენდით გადანაწილებას. რეალურად, რომ ავიღოთ ცალკე აღებული მიწის ღირებულება და დივიდენდის მოცულობა, შეიძლება ცალსახად ითქვას, რომ ჩვენ გავედით ოპტიმალურ შედეგზე, იმის მაქსიმუმზე, რაც შეიძლებოდა მიგვეღო. 
მინდა, მადლობა გადავუხადო ეკონომიკის მინისტრს, რომელიც დანიშვნის დღიდან აქტიურად ჩაერთო ამ მოლაპარაკებებში, მინისტრის მოადგილეს, ბატონ ირაკლი ნადარეიშვილს, რომელიც უშალოდ იყო ჩართული მოლაპარაკებების პროცესში. სწორედ მათი ძალისხმევის შედეგია ის, რომ ჩვენ გავედით ოპტიმალურ შედეგზე, მათ შორის, დივიდენდის ნაწილში. შემიძლია ყველას გითხრათ, არ ვიცი ჰიპოთეტურია თუ არ არის ჰიპოთეტური, შეგიძლიათ სცადოთ, აიღოთ ნებისმიერი ასეთი ტიპის აქტივი, ასეთი აქტივები აქვს ჩვენს ქვეყანას, ნეტავ კიდევ ერთი კომპანია არსებობდეს, რომელიც ასეთ აქტივს წაიღებს და 33%-ს დაუტოვებს სახელმწიფოს და თქვენ თუ ამაზე მეტს წამოიღებთ, შეგვიძლია დაგაჯილდოვოთ რაიმე ორდენით. რეალურად, ეს იყო ოპტიმალური მაჩვენებელი. ეს 23% ამ პროექტის ოპონენტებს ეცოტავებათ და უწუნებენ მოჰამედ ალაბარს და კომპანია Eagle Hills-ს მოგების გაანგარიშებას. ისინი აცხადებენ, რომ მეტი მოგება უნდა წამოიღონ. რეალურად, 23% არის ოპტიმალური მაჩვენებელი ამ ოპტიმალურ მაჩვენებელში ერთ-ერთი, რასაც შეაქვს წვლილი, არის  ის, რომ სწორედ 33-66-ზე გადანაწილდა პროპორციები ქართულ მხარესა და Eagle Hills-ს შორის", -  აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ყველაფერი ცხადი და ნათელია, სახელმწიფომ მაქსიმუმის წამოღება შეძლო ამ პროექტიდან, მადლობას ვუხდი ეკონომიკის სამინისტროს გუნდს, სამინისტროს ხელმძღვანელობას შედეგისთვის - პრემიერი Eagle Hills-ის პროექტზე

26.11.2025.14:44

ნებისმიერ ადამიანს, ეკონომისტს, ფინანსისტს შეუძლია ნახოს EAGLE HILLS-ის პროექტის ეკონომიკა და ძალიან მარტივად შეუძლია, განსაჯოს, რამდენად არის სათანადოდ წამოღებული მოგება სახელმწიფოს მხარეს აღნიშნული პროექტიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ეკონომიკის სამინისტროს გუნდს და მის ხელმძღვანელობას მიღწეული შედეგისთვის მადლობა გადაუხადა.

„რაც შეეხება იმას, თუ როგორ შემოდის კომპანია EAGLE HILLS თანხებით და როგორ ნაწილდება ეს 6.6 მლრდ აშშ დოლარი. სწორედ, ეს არის არსებითად კომპანიის საქმე. სამი ძირითადი წყაროა - ეს არის პირდაპირი ინვესტიცია, რასაც დებს უშუალოდ კომპანია, მეორე - ეს არის კომერციული სესხები, რომელსაც იზიდავს, ბუნებრივია, ესეც არის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი და ეს არის ე.წ. „პრი სეილები", წინასწარი გაყიდვები, აქედანაც შემოდის თანხები, სამი ძირითადი წყაროა, საიდანაც ხდება ამ 6.6 მლრდ დოლარის აკუმულირება, თუმცა ეს არსებითად კომპანიის საქმეა.

ჩვენთვის მთავარი რა არის - დივიდენდი არის დათვლილი, ჩვენი წილი არის 33.3%, ვიცით, რომ ველოდებით 2 მლრდ ლარის მოგებას ამ ყველაფრიდან, ვიცით, რამდენს ველოდებით გადასახადების სახით და ეს ქმნის მთლიანად ამ პროექტის ეკონომიკას.

ნებისმიერ ადამიანს, ეკონომისტს, ფინანსისტს შეუძლია ნახოს ამ პროექტის ეკონომიკა და ძალიან მარტივად შეუძლია, განსაჯოს, რამდენად არის სათანადოდ წამოღებული მოგება სახელმწიფოს მხარეს ამ პროექტიდან. მე შემიძლია, მოგცეთ პირობა, რომ მაქსიმუმი წამოვიღეთ, რისი წამოღებაც ჩვენ შეგვეძლო დივიდენდის, თუ ნებისმიერი სხვა მოგების სახით. აქედან გამომდინარე, ყველაფერი ცხადი და ნათელია. სახელმწიფომ მაქსიმუმის წამოღება შეძლო. კიდევ ერთხელ მადლობას გადავუხდი ეკონომიკის სამინისტროს გუნდს, სამინისტროს ხელმძღვანელობას შედეგისთვის,"- განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა