რომ არა რეფერენტული ფასები, იყიდდნენ თუ არა მოქალაქეები ძვირად იმ მედიკამენტებს, რომლებსაც ახლა ნორმალურ ფასად ყიდულობენ - რა ეთიკით მოქმედებთ l ნინო წილოსანი „ჯი ემ ფარმას“ დირექტორს
სანამ სახელმწიფო რეფერენტულ ფასებს არ დააწესებდა, თქვენ მედიკამენტებს ისეთ ფასად იყიდდით, რომლითაც ადამიანებს არ შეეძლოთ წამალი თავის გადარჩენისთვის ეყიდათ. გადადიოდნენ თურქეთში და იქიდან შემოჰქონდათ წამლები იმიტომ, რომ ადგილზე წარმოუდგენლად დიდი ფასნამატით ყიდდით წამლებს, - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა „ჯი ემ ფარმას“ დირექტორს, გოჩა გოგილაშვილს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, სადაც ფარმაცევტული კომპანიების მონაწილეობით მედიკამენტების ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესების განხილვა მიმდინარეობს.
ნინო წილოსანი ფარმაცევტული კომპანიების და სააფთიაქო ქსელების მაღალ მარჟაზე ამახვილებს ყურადღებას, რის გამოც მოქალაქეებს მედიკამენტებში კოლოსალური თანხების გადახდა უწევთ.
წილოსანი ბიზნესს იმის გამო აკრიტიკებს, რომ შესაძლოა მათთვის კომპანიის მოგება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მოქალაქეების ჯანმრთელობა.
„რეფერენტული ფასების შემდგომ, შესაძლებლობის ფარგლებში ჩამოწიეთ თქვენი მარჟა და ასევე წარმატებით გააგრძელეთ საქმიანობა. ჯდება თუ არა ეს ბიზნესის რაიმე ეთიკაში, როდესაც შეგიძლიათ, რომ გქონდეთ ნორმალური მოგება და ამ პირობებში, 60-30 თუ რა პროცენტიც აქვს, ამ პროცენტების ხარჯზე მოქალაქეებს უწევთ, რომ კოლოსალური თანხები გადაიხადონ მედიკამენტებში.
ჩვენ გვესმის კითხვა, რომ თითქოს ეს კომისია რაღაცნაირად ერევა ბიზნესის საქმიანობაში. რომ არა რეფერენტული ფასები და კონკრეტული ჩარევა სამინისტროს მხრიდან, იყიდდნენ თუ არა ჩვენი მოქალაქეები გაცილებით ძვირად იმ მედიკამენტებს, რომლებსაც ახლა ძალიან ნორმალურ ფასად ყიდულობენ. რამე არის, რაც გატორმუზებთ იმისგან, რომ მოქალაქეებმა ასეთ კატასტროფულ ფასად არ იყიდონ წამალი, რომელიც არის მათი ჯანმრთელობის და გადარჩენის წინაპირობა. ეს ხომ არ არის ფუფუნების საგანი, ეს არის მისი არსებობისთვის აუცილებელი წინაპირობა. რა ეთიკით და რა სტანდარტებით მოქმედებთ, როდესაც წამლებზე ფასები აქ არის თითქმის დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან შედარებითაც კი ძვირი“, - აღნიშნა წილოსანმა.
წილოსანი, ასევე, ეჭვს გამოთქვამს, ხომ არ არსებობს შესაძლო გარიგება ექიმებსა და ფარმაცევტულ კომპანიებს შორის.
„მინდა ამიხსნათ, სად არის პაციენტის გადაზღვევის საშუალებები. ერთი ის, რომ რეფერენტულ ფასებამდე თქვენ იღებდით გაცილებით დიდ მოგებას და ოდნავადაც არ შეჰქმნია არცერთ მწარმოებელს თუ სააფთიაქო ქსელს დისკომფორტი, რომ ამით მომხმარებელს და ჩვენს მოქალაქეებს ვაზიანებდით და მეორე, მე მაინტერესებს, როგორ მუშაობს ეს ქსელი, რომელიც თქვენ გაქვთ შექმნილი. ხართ თუ არა გარიგებული ექიმებთან, ექიმები ნიშნავენ თუ არა სპეციალურად იმ წამლებს, ამისთვის იღებენ თუ არა კონკრეტულ შემოსავლებს, აქვთ თუ არა ბონუსები, თქვენი წარმოებული წამლები რა ფასნამატით მიდის და იყიდება სააფთიაქო ქსელებში“, - მიმართა ნინო წილოსანმა „ჯი ემ ფარმას“ დირექტორს.
სხვა სიახლეები
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა
30.03.2026.17:02
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1032 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6998 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.6998 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7025 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0027 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 3.1032 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი
კურსი 3.1114 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0082 ლარი შეადგინა.