როგორც კი დავაანონსეთ ჩვენ ეს პროცესი, ოპოზიციის, პრაქტიკულად, 80% დადგა მაღალი ფასების მხარეს - პრემიერი სურსათზე ფასების შემცირებაზე
როგორც კი დავაანონსეთ ჩვენ ეს პროცესი, ოპოზიციის, პრაქტიკულად, 80 % დადგა მაღალი ფასების მხარეს, პირდაპირ ვერ მალავენ იმას, რომ უნდათ, მაქსიმალურად დაუმძიმონ საზოგადოებას მდგომარეობა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები გამოვიდნენ ათასი ბრალდებით, რომ თითქოს ხელისუფლება აპირებს მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღნიშნული მიმართულებით, თუმცა რასაც ხელისუფლება აპირებს არის ის, რომ სიღრმისეულად შეისწავლოს საკითხი და სადაც ამის რესურსია - ფასების შემცირება უზრუნველყოს.
„ოპოზიციის 80 % დადგა მაღალი ფასების მხარეს, გამოვიდნენ ათასი ბრალდებით, რომ, თითქოს, ჩვენ ვაპირებთ რაღაც მკაცრი შეზღუდვების დაწესებას და ა.შ. ჩვენ რასაც ვაპირებთ, ეს არის საკითხში ჩაღრმავება და სადაც არის ფასების შემცირების რესურსი, ბუნებრივია, ყველგან უნდა იყოს ეს უზრუნველყოფილი,“- განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, ყველა შესაბამისი პირის მიმართ უნდა დაისვას შეკითხვები, ვინაიდან მათი პასუხები მნიშვნელოვანია აღნიშნული მიმართულებით სწორი დასკვნების გამოსატანად.
„წინ რომ არ გავუსწროთ მოვლენებს, ყველას უნდა დავუსვათ შეკითხვები. მათ შორის, თუ არის დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი რადიკალი ოპოზიციონერი, მანაც უნდა გასცეს კითხვებს პასუხი, ყველას დავუძახებთ, ყველას დავუსვამთ კითხვებს და ყველამ უნდა გაგვცეს პასუხი ამ შეკითხვებზე. ეს არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ჩვენ სწორი დასკვნები გამოვიტანოთ და ამ დასკვნების საფუძველზე მივაღწიოთ ფასების შემცირებას,“- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
სხვა სიახლეები
მთავარია დავადგინოთ, რა არის ჭარბი ფასნამატის მიზეზი, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს კარტელურ გარიგებებს, ამას უსაფუძვლოდ არ ვამბობთ, დანარჩენს შეისწავლიან შესაბამისი ორგანოები - ირაკლი კობახიძე
25.12.2025.17:53
მთავარია დავადგინოთ, რა არის ჭარბი ფასნამატის მიზეზი, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს კარტელურ გარიგებებს, ამას უსაფუძვლოდ არ ვამბობთ, დანარჩენს შეისწავლიან შესაბამისი ორგანოები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეჭვი ჩნდება იმის გამო, რომ არის ჭარბი ფასნამატი. ჭარბი ფასნამატი როგორც წესი, არის ხოლმე გამოწვეული ასეთი ტიპის გარიგებებით.
„ჩვენ ვთქვით, რომ დისტრიბუტორებს შორის და/ან ქსელურ მარკეტებს შორის შეიძლება, არსებობდეს კარტელური გარიგებები და ეს კარტელური გარიგება შეიძლება იყოს სისხლის სამართლის დანაშაული. თეორიულად, შეიძლება, არც იყოს, ამიტომ წინ ნუ გავუსწრებთ მოვლენებს, მთავარია დავადგინოთ, რა არის ჭარბი ფასნამატის მიზეზი. შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს კარტელურ გარიგებებს, ამას უსაფუძვლოდ არ ვამბობთ, დანარჩენს შეისწავლიან შესაბამისი ორგანოები. ეჭვი ჩნდება იმის გამო, რომ არის ჭარბი ფასნამატი. ჭარბი ფასნამატი როგორც წესი, არის ხოლმე გამოწვეული ასეთი ტიპის გარიგებებით.
ბიზნესთან ჩვენ ამ საკითხზე არ გვისაუბრია, მე ვთხოვე ცოტა ხნის წინ ეკონომიკის სამინისტროს მოემზადებინა დეტალური შეფასება, მათ მოამზადეს დეტალური შეფასება და სწორედ ამ შეფასებას ეყრდნობა ის განაცხადი, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ ფასებთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ სუსი არის სწორედ სათანადო უწყება, რომელმაც შეიძლება ჩაატაროს ეს გამოძიება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.