მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7112.3
0.0005
flag
AZN 1.5852
0.0001
flag
CNY 38.7
-0.0026
flag
EUR 3.155
-0.0054
flag
GBP 3.6135
-0.0204
flag
KZT 53.21
0.0012
flag
TRY 0.0622
-0.0001
flag
USD 2.695
0

როგორია საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასისა და ქირის ინდექსები ივლისის მიხედვით - სებ

news image

საქართველოს ეროვნული ბანკმა (სებ) საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასისა და ქირის ინდექსები გამოაქვეყნა.

სებ-ის მონაცემებით, 2024 წლის ივლისისთვის, თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ქირამ $278,7 შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან მიმართებით 5%-ით შემცირდა. ეროვნული ბანკის  მონაცემებით, 2023 წლის ივლისში უძრავი ქონების ქირის ფასი $291,3 შეადგენდა,

სებ-ის მონაცემების თანახმად, 2024 წლის ივლისისთვის, თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების გასაყიდმა ფასმა $209,9 შედგინა, როცა 2023 წლის ივლისში ეს მაჩვენებელი $194,2 შეადგენდა. გასაყიდი ფასი წლიურად თითქმის 9%-ით არის გაზრდილი.

შემცირდა კაპიტალიზაციის მაჩვენებელიც(საცხოვრებელი უძრავი ქონების საშუალო ქირის ფარდობა იმავე თვის საშუალო ფასთან) და ივლისისთვის 10,7% შეადგინა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ქირისა და ფასის თანაფარდობა 11,34% იყო.

საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასისა და ქირის ინდექსები ფინანსური სტაბილურობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორია, რომელიც საცხოვრებელი უძრავი ქონების საბაზრო ფასების ცვლილებას ასახავს.

საქართველოს ეროვნული ბანკი საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასისა და ქირის მონაცემებს, რეგულარული სიხშირით, 2006 წლიდან აგროვებს. მისი ისტორიული მწკრივის არსებობა შესაძლებლობას მისცემს ბაზრის მონაწილეებს, ანალიტიკოსებს, მკვლევარებს და სხვა დაინტერესებულ პირებს ფლობდნენ ოპერატიულ თემატურ ინფორმაციას. ამასთან, უძრავი ქონების ინდექსებთან ერთად, ეროვნული ბანკი კაპიტალიზაციის მაჩვენებელების გამოქვეყნებასაც იწყებს.

მეთოდოლოგიური თვალსაზრისით, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასებისა და ქირის ინდექსები ფარავს დედაქალაქის ორ უმსხვილეს ურბანულ სეგმენტს - საბურთალოსა და ვარკეთილს. ინდექსები სწორედ აღნიშნულ სეგმენტებში 1-ოთახიან და 3-ოთახიან ტიპურ ბინებზე შეთავაზების ფასების ღია წყაროებიდან რეგულარული ამოკრეფით, მათი გასაშუალოებითა და შედეგის საბაზისო პერიოდის მიმართ ათვლით მიიღება. კაპიტალიზაციის მაჩვენებელი კი გამოითვლება როგორც მოცემული თვის გაწლიურებული საშუალო ქირის ფარდობა იმავე თვის საშუალო ფასთან.

საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასისა და ქირის ინდექსები, კაპიტალიზაციის მაჩვენებელთან ერთად, ყოველთვიურად გამოქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე, ინტერაქტიული სტატისტიკის რუბრიკაში. 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ლარის კურსი ევროსთან გამყარდა

21.01.2026.17:01

1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1550 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6950 ლარი.

სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6950 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6950 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0000 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1550 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1604 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0054 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა