მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7081.3
-0.0025
flag
AZN 1.5923
-0.001
flag
CNY 37.999
-0.0024
flag
EUR 3.168
0.0098
flag
GBP 3.6389
-0.0019
flag
KZT 50.36
-0.0007
flag
TRY 0.0645
-0.0002
flag
USD 2.7079
-0.0016

როგორია საქართველოსა და უნგრეთის სავაჭრო ურთიერთობები

news image

უნგრეთიდან იმპორტი 20%-იან ზრდას, ხოლო ექსპორტი 16%-იან კლებას აჩვენებს. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ უნგრეთიდან 63 894.9 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა, 2024 წელს კი 53 372.9 ათასი დოლარის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ წლიურ ჭრილში უნგრეთიდან იმპორტი 19.7%-ით არის გაზრდილი.

უნგრეთიდან საქართველოში მთავარი საიმპორტო პროდუქტი წამლებია.

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო უნგრეთში ყიდულობს:

  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 38 563.2 ათასი დოლარი;
  • საშუალებები პირის ღრუს ან კბილების ჰიგიენისათვის - 2 328.6 ათასი დოლარი;
  • წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით -1 766.9 ათასი დოლარი;
  • ინსექტიციდები და მცენარეთა აღმოცენების საწინააღმდეგო საშუალებები და ზრდის რეგულატორები - 1 716.0 ათასი დოლარი;
  • რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, ახალი - 1 403.4 ათასი დოლარი;

რაც შეეხება უნგრეთში ექსპორტს, 2025 წლის 8 თვეში 1 754.6 ათასი დოლარი შეადგინა. მაშინ როდესაც 2024 წლის იანვარ-აგვისტოში ექსპორტი 12 081.8 ათასი დოლარის დონეზე იყო. კლება 15,7%-ს შეადგენს. საქართველოდან უნგრეთში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი ტანსაცმლის თარგებია.

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო უნგრეთიდან ყიდულობს:

  • მზა ნაწარმი სხვა, ტანსაცმლის თარგების ჩათვლით - 454.5 ათასი დოლარი;
  • ფანერა დაწებებული, პანელები ხის დაფანერებული და ანალოგიური მასალები შერეული მერქნისაგან - 250.7 ათასი დოლარი;
  • პულტები, პანელები, კონსოლები, მაგიდები, გამანაწილებელი ფარები - 230.7 ათასი დოლარი;
  • ხილისა და ბოსტნეულის წვენები - 153.3 ათასი დოლარი;
  • სატელეფონო აპარატები, ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის განკუთვნილი ტელეფონების ჩათვლით -137.7 ათასი დოლარი;
news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image იანვარ-აგვისტოში საქართველომ 846 მლნ დოლარის ნავთობპროდუქტები იყიდა

17.10.2025.19:00


2025 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ 846 მლნ დოლარის ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყიდა. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის რვა თვეში ქვეყანაში შემოსული ნავთობპროდუქტების მოცულობამ 1 124 738.9 ტონა შეადგინა. 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი მისი იმპორტი 1 042 463.2  ტონის დონეზე იყო. შესაბამისად  ნავთობპროდუქტების იმპორტი ქვეყანაში 8%-ით არის გაზრდილი.

საქართველოში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მთავარი იმპორტიორი ქვეყანა რუსეთია და სწორედ მასზე მოდის ქვეყანაში შემოტანილი ნავთობის 45%-ი.

TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველო ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტს ახდენს:

  • რუსეთი - 510 695.9 ტონა;
  • რუმინეთი - 211 349.1 ტონა;
  • ბულგარეთი - 170 843.0 ტონა;
  • აზერბაიჯანი - 72 953.6 ტონა;
  • თურქეთი - 59 326.9 ტონა;

აღსანიშნავია, რომ 2024 წელს საქართველომ 1 595 001.4 ტონა ნავთობპროდუქტების იმპორტი განახორციელა, 2023 წელს კი 1 418 192.0 ტონა. შესაბამისად, 2024 წელს იმპორტი 12%-ით არის გაზრდილი. 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა