მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7242.3
0.017
flag
AZN 1.6097
0.0044
flag
CNY 39.703
0.0132
flag
EUR 3.1382
0.0121
flag
GBP 3.63
0.0127
flag
KZT 56.39
0.007
flag
TRY 0.0619
0.0001
flag
USD 2.7365
0.0075

როგორია საქართველოსა და უნგრეთის მიმდინარე სავაჭრო დინამიკა - TOP 5 პროდუქტი

news image

საქართველოდან უნგრეთში ექსპორტი 180%-იან ზრდას, ხოლო იმპორტი 31%-იან კლებას აჩვენებს. საქსტატის ინფორმაციით, 2026 წლის იანვარში საქართველომ უნგრეთში 416.9 ათასი დოლარის პროდუქცია გაგზავნა ექსპორტზე, ხოლო 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში 166.7 ათასი დოლარის. შესაბამისად უნგრეთში ექსპორტის ზრდა 180%-ის დონეზეა. რაც შეეხება საექსპორტო პროდუქტებს პირველ ადგილზე ავტომატური რეგულირების  ხელსაწყოები და აპარატურაა. 

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო უნგრეთში ყიდის:

  • ხელსაწყოები და აპარატურა ავტომატური რეგულირების ან მართვისათვის - 261.6 ათასი დოლარი;
  • მსუბუქი ავტომობილები - 59.6 ათასი დოლარი;
  • მზა ნაწარმი სხვა, ტანსაცმლის თარგების ჩათვლით - 49.2 ათასი დოლარი;
  • ნათურები და გამანათებელი მოწყობილობები - 17.7 ათასი დოლარი;
  • ალუმინის ტევადობები შეკუმშული ან გათხევადებული აირებისათვის​ - 8.6 ათასი დოლარი;

რაც შეეხება უნგრეთიდან საქართველოში იმპორტს, მან 2026 წლის იანვარში 4 930.2 ათასი დოლარი შეადგინა, რაც 2025 წლის იანვრის მაჩვენებლებთან 31%-იანი კლებაა. 2025 წლის იანვარში საქართველომ უნგრეთიდან 7 158.4 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია იყიდა,

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო უნგრეთიდან ყიდულობს:

  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 2 971.8 ათასი დოლარი;
  • ინსექტიციდები და მცენარეთა აღმოცენების საწინააღმდეგო საშუალებები და ზრდის რეგულატორები - 304.4 ათასი დოლარი;
  • მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცოცხალი - 278.3 ათასი დოლარი;
  • საფრენი აპარატების ნაწილები - 173.7 ათასი დოლარი;
  • წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით - 169.9 ათასი დოლარი;

 

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image 120 000-დან 1 მლნ 270 ათას მომხმარებლამდე - როგორი იყო საქსტატისთვის 2025 წელი

16.03.2026.20:30

საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, 2025 წელი გამორჩეული იყო მონაცემთა ხარისხის გაუმჯობესების, ახალი პროდუქტებისა და დისაგრეგირებული სტატისტიკის წარმოების მიმართულებით.  როგორც გოგიტა თოდრაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას აღნიშნა, უწყებამ კიდევ უფრო გაამდიდრა საერთაშორისო თანამშრომლობა, უმასპინძლა ექსპერტთა მისიებს, ჩაატარა ფორუმები და მომხმარებლებს შესთავაზა მრავალთემატური ინტერაქტიული პლატფორმები. შედეგად, საქსტატის ვებსაიტით მილიონ 270 ათასმა ადამიანმა ისარგებლა, რაც მნიშვნელოვანი ზრდაა წინა წლებთან შედარებით, როცა საიტს მხოლოდ დაახლოებით 120 000 მომხმარებელი ჰყავდა.

„2025 წელი ნამდვილად გამორჩეული იყო იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ ნამდვილად ქმედითი ნაბიჯები გადავდგით მონაცემთა ხარისხის გაუმჯობესების, ახალი პროდუქტების შექმნის, კიდევ უფრო მეტად დისაგრეგირებული მონაცემების წარმოების და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოების თვალსაზრისით.

გვქონდა, რა თქმა უნდა, საერთაშორისო აქტივობებიც, ვუმასპინძლეთ არაერთ საერთაშორისო მისიას, ექსპერტთა მისიას, ჩავატარეთ ფორუმი და რა თქმა უნდა ჩვენი დანაპირების ფარგლებში შევთავაზეთ მომხმარებელს არაერთი ინტერაქტიული პლატფორმა და თემატური ინტერაქტიული პორტალი, რომელიც მათ აძლევს შესაძლებლობას კიდევ უფრო მათზე მორგებული ფორმატით მიიღონ ინფორმაცია, რაც ხდება ხოლმე საფუძველი სხვადასხვა სახის გადაწყვეტილების მიღებისთვის. შედეგიც სახეზე გახლავთ - მილიონ 270 ათასმა ვებგვერდის მომხმარებელმა ისარგებლა საქსტატის ოფიციალური ვებსაიტით და აღნიშნული მაჩვენებელი გახლავთ ზრდადი. თუ მაგალითად 10-12 წლის წინანდელ პერიოდს შევადარებთ, დაახლოებით 120 000 მომხმარებელი ჰყავდა საქსტატის ვებსაიტს ამ თვალსაზრისით“, - აღნიშნა გოგიტა თოდრაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა