როგორია საქართველოსა და სომხეთის სავაჭრო ურთიერთობები
სომხეთში ექსპორტი 11%-იან კლებას, ხოლო იმპორტი 4%-იან ზრდას აჩვენებს.
საქასტატის ინფორმაციით, 2025 წლის პირველ ნახევარში საქართველომ ექსპორტზე 247 561.7 ათასი დოლარის პროდუქცია გაიტანა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 278 566.0 ათასი დოლარის. ზრდა 11,1%-ის დონეზეა. საქართველოდან სომხეთში მთავარი საექსპორტო პროდუქტი მსუბუქი ავტომობილები.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო სომხეთში ყიდის:
რაც შეეხება სომხეთიდან იმპორტს, 2025 წლის 6 თვეში მან 104 084.0 ათას დოლარი შეადგინა, რაც 2024 წლის მაჩვენებლებთან შედარებით 3.8%-იანი ზრდაა. 2024 წლის იანვარ-ივნისში იმპორტი 100 276.9 ათასი დოლარის დონეზე იყო. სომხეთიდან საქართველოში მთავარი საიმპორტო პროდუქტი სპილენძის მადნებია.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო სომხეთიდან ყიდულობს:
დღის ტოპ 10 სიახლე
შაბათობით კონკრეტულ პროდუქციაზე გვექნება ფასდაკლებები - რა სიახლეებს უმზადებს Ikokids მომხმარებელს
საქართველოს ბანკის, ვინდფორსის და ორგანიზაცია სისხლის უანგარო დონორების ინიციატივა საქართველოსთვის
ერთად დავიცვათ ბუნების საკუთრება - საქართველოს ბანკისა და CFN-ის კამპანიაში Galt & Taggart-ი ჩაერთო
სხვა სიახლეები
14.08.2025.19:00
2025 წლის პირველ ნახევარში საქართველომ 21 991.4 ათასი დოლარის ღირებულების 2 886.2 ტონა ნაჭუჭგაუცლელი ფისტა იყიდა, რაც 2024 წლის მაჩვენებლებთან შედარებით 30%-იანი ზრდაა. გასული წლის 6 თვეში ქვეყანამ 2 225.6 ტონა ფისტას იმპორტი განახორციელა.
საქართველოში იმპორტირებული ფისტას 54%-ი ქვეყანაში აშშ-დან შემოვიდა.
TOP 5 ბაზარი, საიდანაც საქართველო ფისტას იმპორტს ახორციელებს:
სტატისტიკა აჩვენებს, რომ ქვეყანაში ფისტას იმპორტი მზარდია. 2024 წელს საქართველომ 4 245.7 ტონა ფისტა იყიდა, რაც 2023 წელთან შედარებით 148%-ით გაზრდილი მაჩვენებლებია.