როგორია საქართველოსა და სერბეთის მიმდინარე სავაჭრო სტატისტიკა - TOP 5 პროდუქტი
2025 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველომ სერბეთიდან 16 941.0 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა, რაც 2024 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან 31%-იანი ზრდაა. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის 11 თვეში საქართველომ სერბეთიდან 12 941.5 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა. მიმდინარე სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით სერბეთიდან იმპორტში პირველ ადგილზე (თანხობრივად) სიგარებია.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო სერბეთიდან ყიდულობს:
რაც შეეხება საქართველოდან სერბეთში ექსპორტს, აქ მიმდინარე სტატისტიკა კლებას აჩვენებს. 2025 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველომ სერბეთში 862.2 ათასი დოლარის პროდუქცია გაყიდა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 2 013.4 ათასი დოლარის. შესაბამისად სერბეთში ექსპორტი 57%-ით არის შემცირებული:
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო სერბეთში ყიდის:
დღის ტოპ 10 სიახლე
ყველაფერი, რაც კარტელური შეთანხმების შესახებ უნდა იცოდეთ - „ბი ვი ქონსალთინგის“ მმართველი პარტნიორი
სხვა სიახლეები
მთავარია დავადგინოთ, რა არის ჭარბი ფასნამატის მიზეზი, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს კარტელურ გარიგებებს, ამას უსაფუძვლოდ არ ვამბობთ, დანარჩენს შეისწავლიან შესაბამისი ორგანოები - ირაკლი კობახიძე
25.12.2025.17:53
მთავარია დავადგინოთ, რა არის ჭარბი ფასნამატის მიზეზი, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს კარტელურ გარიგებებს, ამას უსაფუძვლოდ არ ვამბობთ, დანარჩენს შეისწავლიან შესაბამისი ორგანოები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეჭვი ჩნდება იმის გამო, რომ არის ჭარბი ფასნამატი. ჭარბი ფასნამატი როგორც წესი, არის ხოლმე გამოწვეული ასეთი ტიპის გარიგებებით.
„ჩვენ ვთქვით, რომ დისტრიბუტორებს შორის და/ან ქსელურ მარკეტებს შორის შეიძლება, არსებობდეს კარტელური გარიგებები და ეს კარტელური გარიგება შეიძლება იყოს სისხლის სამართლის დანაშაული. თეორიულად, შეიძლება, არც იყოს, ამიტომ წინ ნუ გავუსწრებთ მოვლენებს, მთავარია დავადგინოთ, რა არის ჭარბი ფასნამატის მიზეზი. შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს კარტელურ გარიგებებს, ამას უსაფუძვლოდ არ ვამბობთ, დანარჩენს შეისწავლიან შესაბამისი ორგანოები. ეჭვი ჩნდება იმის გამო, რომ არის ჭარბი ფასნამატი. ჭარბი ფასნამატი როგორც წესი, არის ხოლმე გამოწვეული ასეთი ტიპის გარიგებებით.
ბიზნესთან ჩვენ ამ საკითხზე არ გვისაუბრია, მე ვთხოვე ცოტა ხნის წინ ეკონომიკის სამინისტროს მოემზადებინა დეტალური შეფასება, მათ მოამზადეს დეტალური შეფასება და სწორედ ამ შეფასებას ეყრდნობა ის განაცხადი, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ ფასებთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ სუსი არის სწორედ სათანადო უწყება, რომელმაც შეიძლება ჩაატაროს ეს გამოძიება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.