როგორია საქართველოსა და ეგვიპტის მიმდინარე სავაჭრო ურთიერთობები
ეგვიპტიდან საქართველოში იმპორტი 39%-იან ზრდას აჩვენებს. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ ეგვიპტიდან 38 334.1 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 27 509.0 ათასი დოლარის. საქსტატის მაჩვენებლების თანახმად, ეგვიპტიდან საქართველოში ყველაზე მეტი ღირებულებით შემოსული პროდუქტი არის წამლები.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო ეგვიპტიდან ყიდულობს:
რაც შეეხება ეგვიპტეში ექსპორტს, აქ 34%-იანი კლება ფიქსირდება. 2025 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ 15 675.7 ათასი დოლარის პროდუქცია გაგზავნა. ერთი წლით ადრე, 2024 წლის რვა თვეში კი 23 898.5 ათასი დოლარის. საქართველოდან ეგვიპტეში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი სამსხმელო ფორმების წარმოებაში გამოსაყენებელი შემკვრელი მზა ნივთიერებებია.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო ეგვიპტეში ყიდის:
სხვა სიახლეები
16.10.2025.15:00
საქართველოდან თხილის ექსპორტი მზარდია. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-აგვისტოში ქვეყანამ ექსპორტზე 59 042.9 ათასი დოლარის ღირებულების 7 883.8 ტონა თხილი გაიტანა. მაშინ როდესაც 2024 წლის რვა თვეში ექსპორტი 6 062.8 ტონა შეადგენდა. შესაბამისად წლიურ ჭრილში საქართველოდან თხილის ექსპორტი 30%-ით არის გაზრდილი.
საქართველოში მოყვანილი თხილისთვის ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარი იტალიაა.
TOP 5 ქვეყანა, რასაც საქართველო თხილს ყიდის:
საგულისხმოა, რომ 2024 წელს საქართველომ ექსპორტზე 17 722.2 ტონა თხილი გაიტანა, 2023 წელს კი 18 802.0 ტონა.