როგორია საქართველოსა და ბელარუსის მიმდინარე სავაჭრო ურთიერთობები
საქართველოდან ბელარუსში ექსპორტი მზარდია, ხოლო იმპორტი 2025 წელს შემცირდა. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წელს საქართველომ ბელარუსში 42 847.0 ტონა პროდუქცია გაგზავნა, 2024 წელს კი 36 695.9 ტონა. შესაბამისად წლიურ ჭრილში ბელარუსში ექსპორტი 17%-ით არის გაზრდილი. საქართველოდან ბელარუსში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი ეთილის სპირტია.
TOP 5 პროდუქტი, რის ექსპორტსა საქართველო ბელარუსში ახდენს:
რაც შეეხება ბელარუსიდან საქართველოში იმპორტს, ის 24%-ით არის შემცირებული 2025 წელს საქართველომ ბელარუსიდან 108 154.2 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა, 2024 წელს კი 141 445.4 ათასი დოლარის.
TOP 5 პროდუქტი, რის იმპორტსაც საქართველო ბელარუსიდან ახდენს:
სხვა სიახლეები
ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორს ჯიჰად აზურს შეხვდა
15.04.2026.11:06
ვაშინგტონში მიმდინარე საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში სებ-ის პრეზიდენტი ნათია თურნავა და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, დელეგაციასთან ერთად, სსფ-ის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორს ჯიჰად აზურს შეხვდნენ.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა საქართველოს ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა, მაკროეკონომიკური ვითარება და სსფ-თან სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
ხაზი გაესვა, რომ საქართველოს მაკროეკონომიკური ფუნდამენტები რჩება ძლიერი და ბოლო წლებში ქვეყნის საგარეო პოზიცია მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.
აღინიშნა, რომ 2026 წლის მარტის მდგომარეობით, მთლიანმა ინფლაციამ 4.3% შეადგინა. საბაზო ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბლა შენარჩუნდა და დაახლოებით 2.4%-ით განისაზღვრა, ხოლო მომსახურების ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს დარჩა და 3.3% შეადგინა.
„ეს ინდიკატორები, რომლებიც გრძელვადიან ინფლაციურ დინამიკას უკეთ ასახავს, იმაზე მიუთითებს, რომ ინფლაციური მოლოდინები კარგად იმართება“, - აღნიშნა სებ-ის პრეზიდენტმა.
შეხვედრისას ასევე ხაზი გაესვა სებ-ის საერთაშორისო სავალუტო რეზერვების დაგროვების პოლიტიკას და კიდევ ერთხელ დადებითად შეფასდა, რომ 2025 წელს საქართველოს სავალუტო რეზერვებმა რეკორდულ მაქსიმუმს მიაღწია და პირველად, 2022 წლის შემდეგ, გასულ წელს საერთაშორისო რეზერვების მოცულობა ადეკვატურობის 100%-იან ზღვარს გადასცდა.
საუბარი ასევე შეეხო ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტს, რომლის გახანგრძლივებამ შესაძლოა, გავლენა იქონიოს არსებულ პროგნოზებზე.
თავის მხრივ, ჯიჰად აზურმა განაცხადა, რომ რეგიონში არსებული მწვავე გაურკვევლობისა და მიმდინარე კონფლიქტის მიუხედავად, საქართველო წარმატებით უმკლავდება საგარეო შოკებს და ინარჩუნებს მდგრად ეკონომიკურ მდგომარეობას.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სებ-ის ვიცე-პრეზიდენტები ეკატერინე მიქაბაძე, ეკატერინე გალდავა და ნინო ჯელაძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილეები - გიორგი კაკაურიძე და ეკატერინე გუნცაძე.