როგორია საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროების მიმდინარე სავაჭრო ურთიერთობები
საქართველოდან არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ექსპორტი მზარდია. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში 40 938.4 ათასი დოლარის პროდუქცია გაყიდა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 33 315.3 ათასი დოლარის. ზრდა 23%-მდეა.
საქართველოდან არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი სურათები და ნახატებია.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ყიდის:
რაც შეეხება არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ექსპორტს ზრდა 10%-ია. 2025 წლის 9 თვეში არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან იმპორტმა 13 393 657.0 ათასი დოლარის შეადგინა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 12 208 188.1 ათასი დოლარი. არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან საქართველოში ნომერ პირველი საიმპორტო პროდუქტი კი მობილური ტელეფონებია.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ყიდულობს:
სხვა სიახლეები
27.10.2025.15:26
ბიზნესმენმა ილია წულაიამ აბრეშუმის გზის ფორუმზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფორუმი წლიდან წლამდე იზრდება და მასში უფრო მეტი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს.
„ძალიან საინტერესო ფორუმი იყო, რომელიც წლებია - 2015 წლიდან იმართება. ყველაზე სასიხარულო და კარგი რაც არის, წლიდან წლამდე, ფორუმიდან ფორუმამდე მასშტაბი, მონაწილეთა რაოდენობა იზრდება და შედეგობრივადაც უფრო საინტერესო და მიმზიდველი ხდება. ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, თუ რამდენი ქვეყნიდან არიან ჩამოსული სტუმრები კონკრეტული ინტერესებით, ინვესტიციებით, გადაწყვეტილი საკითხებით.
ვნახეთ, რომ ფორუმზე ჩამოსული იყო და ერთ-ერთ პანელზე მონაწილეობას იღებდა ადრე დაანონსებული ინვესტიციის ერთ-ერთი ავტორი Emaar-ის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ბატონი ალაბარი, რომელმაც [თბილისში] გახსნა ოფისი და დაწვრილებით ისაუბრა იმ ინვესტიციაზე, რასაც საქართველოში აპირებს“, - აღნიშნა წულაიამ.