როგორია საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების მაჩვენებლები და რა გავლენა შეიძლება იქონიოს მასზე ინდოეთ-პაკისტანის კონფლიქტმა - შეფასება
საქაერონავიგაცია 2025 წელს საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების მაჩვენებლების ზრდას ელოდება და როგორც რადიო „სივრცის“ ეთერში, გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქაერონავიგაციის გენერალური დირექტორის მოადგილემ ზურაბ ავალიშვილმა განაცხადა, ტრანზიტული ფრენების პარალელურად მზარდია საქართველოს აეროპორტებში აფრენა-დაფრენის მაჩვენებლებიც.
„2024 წელს ჩვენ საერთო ჯამში მოვემსახურეთ დაახლოებით 300 000 ფრენას. ეს არის ტრანზიტი და საქართველოს აეროპორტებში მოფრენა-გაფრენები. ჩვენ ტრანზიტს კი დიდი დრო დავუთმეთ, მაგრამ ასევე აღსანიშნავია რომ ყველა დააკვირდებოდა, რომ ფრენებმა მოიმატა საქართველოს აეროპორტებში და თითქმის ყოველდღე ახალი მიმართულება ემატება. შესაბამისად, უკვე პროცენტული გადანაწილება, ადრე თუ ვიტყოდით რომ რასაც ვემსახურებოდით ტრანზიტული ფრენა გაცილებით მეტი იყო, ვიდრე ადგილობრივი მოფრენა-გაფრენები - ეს ნელ-ნელა იცვლება და ძალიან დიდი ნაკადია საქართველოს აეროპორტებში.
წელსაც იგივე დინამიკა გვაქვს, რაც შარშან გვქონდა. აღსანიშნავია, რომ ინდოეთსა და პაკისტანს შორის მომხდარი პატარა კონფლიქტის შედეგად ერთ-ერთი ძირითადი მარშრუტი, რომლითაც კონკრეტული მიმართულებიდან ჩვენი საჰაერო სივრცით მოდიოდა გადასულია სხვა მიმართულებაზე, მაგრამ ეს უმნიშვნელო ნაწილია. ზაფხულის მატება ისედაც იქნება იმ საჰაერო მიმართულებებით, რომელიც მათ არ ეხებათ. შესაბამისად, თუ ეს ყველაფერი ესე გაგრძელდა ვგულისხმობ იმ კონფლიქტს, თუ დაგეგმილი გვქონდა 20%-იანი მატება, სავარაუდოდ იქნება 10%-იანი მატება“, - აღნიშნა საქაერონავიგაციის გენერალური დირექტორის მოადგილემ.
მისივე თქმით, ზაფხულის განმავლობაში, პირობითად 2024 წლის სტატისტიკით, იყო დღეები როდესაც 24 საათის განმავლობაში 1000 საჰაერო ხომალდის გატარება ხდებოდა, რაც საკმაოდ საკმაოდ კარგი მაჩვენებელია.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
22.05.2025.19:00
2025 წლის იანვარ-აპრილში საქართველომ 19%-ით მეტი ღირებულების ავოკადო იყიდა. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის ოთხ თვეში საქართველომ 1,861.77 ათასი დოლარის ღირებულების ავოკადო იყიდა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 1,562.17 ათასი დოლარის.
სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, საქართველოსთვის ავოკადოს ნომერ პირველი იმპორტიორი ქვეყანა ნიდერლანდებია, საიდანაც 4 თვეში 1,376.53 ათასი დოლარის ღირებულების 398.10 ტონა ავოკადო შემოვიდე. რაც მთლიანი ღირებულების 74%-ია.
აღნიშნული მაჩვენებლებით ირკვევა, რომ იმპორტირებული ავოკადოს საერთო ღირებულების 74%-ი ქვეყანაში სწორედ ნიდერლანდებიდან შემოვიდა.
2025 წელს ქვეყანაში ავოკადოს იმპორტი 5 ბაზრიდან დაფიქსირდა:
აღსანიშნავია, რომ საქართველოში ავოკადოს იმპორტმა წლიურ ჭრილში რეკორდულ მაჩვენებლებს 2024 წელს მიაღწია. გასულ წელს ქვეყანამ 4,451.98 ათასი დოლარის ღირებულების 1,894.91 ტონა ავოკადო იყიდა.