მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7193.5
-0.0014
flag
AZN 1.5856
-0.0006
flag
CNY 39.508
-0.0049
flag
EUR 3.1757
-0.0043
flag
GBP 3.6539
-0.0007
flag
KZT 56.81
0.001
flag
TRY 0.0602
-0.0001
flag
USD 2.6954
-0.0009

როგორია საქართველოს ელექტროენერგიის ექსპორტისა და იმპორტის ბაზარი

news image

2025 წელს საქართველომ ელექტროენერგიის ექსპორტიდან 23 524.0 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო მიიღო. 2025 წელს კი ეს მაჩვენებელი 49 128.3 ათასი დოლარის დონეზე იყო. 

საქსტატის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, 2025 წელს საქართველოდან საექსპორტო ბაზრებზე 510 483 ათასი კვტ.სთ ელექტროენერგიის ექსპორტი განხორციელდა, 2024 წელს კი 1 107 008 ათასი კვტ.სთ. შესაბამისად წლიურ ჭრილში ელექტროენერგიის ექსპორტი 54%-იან კლებას აჩვენებს. 2025 წელს საქართველოდან ექსპორტირებული ელექტროენერგიის.

ქვეყნები, სადაც საქართველომ ელექტროენერგიის ექსპორტი განახორციელა:

  • თურქეთი - 18 388.4 ათასი დოლარი;
  • აზერბაიჯანი - 3 260.4 ათასი დოლარი;
  • სომხეთი - 1 733.1 ათასი დოლარი;
  • რუსეთი - 142.1 ათასი დოლარი;

რაც შეეხება ელექტროენერგიის იმპორტს, ის 2025 წელს გაიზარდა. 2025 წელს საქართველომ 

47 814.6 ათასი დოლარის ღირებულების ელექტროენერგია იყიდა. უფრო კონკრეტულად, 2025 წელს ქვეყანაში 1 557 216 ათასი კვტ.სთ. ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა, 2024 წელს კი 1 227 512 ათასი კვტ.სთ.

ქვეყნები, საიდანაც საქართველომ ელექტროენერგიის იმპორტი მოახდინა:

  • აზერბაიჯანი - 24 875.5 ათასი დოლარი;
  • რუსეთი - 11 451.0 ათასი დოლარი;
  • სომხეთი - 8 021.8 ათასი დოლარი;
  • თურქეთი - 3 466.3 ათასი დოლარი;
news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image როგორია საქართველოსა და იაპონიის სავაჭრო ურთიერთობები

15.04.2026.19:00

მიმდინარე მაჩვენებლებით საქართველოდან იაპონიაში ექსპორტი გაიზარდა, ხოლო იმპორტი შემცირდა. 

2026 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ იაპონიაში 642.6 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია გაყიდა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 285.5 ათასი დოლარის. მიმდინარე სტატისტიკური მაჩვენებლებით საქართველოდან იაპონიაში ექსპორტი 125%-ით არის გაზრდილი. საქართველოდან იაპონიაში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი ხილი და ბოსტნეულია.

TOP 3 პროდუქტი, რასაც საქართველო იაპონიაში ყიდის:

  • ხილისა და ბოსტნეულის წვენები - 477.4 ათასი დოლარი;
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - 137.6 ათასი დოლარი;
  • კოსმეტიკური საშუალებები ან მაკიაჟისა და კანის მოვლის საშუალებები - 23.4 ათასი დოლარი;

რაც შეეხება იაპონიიდან საქართველოში იმპორტს, 2026 წლის ორ თვეში მან 41 847.8 ათასი დოლარი შეადგინა. 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 74 243.3 ათასი დოლარის. შესაბამისად იაპონიიდან იმპორტი 44%-ით არის შემცირებული. 

TOP 3 პროდუქტი, რასაც საქართველო იაპონიიდან ყიდულობს:

  • მსუბუქი ავტომობილები - 39 313.5 ათასი დოლარი;
  • სატვირთო ავტომობილები - 482.2 ათასი დოლარი;
  • რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, აღდგენილი ან ნახმარი; - 269.4 ათასი დოლარი;

 

 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა