მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7201.1
-0.0038
flag
AZN 1.6014
-0.0005
flag
CNY 39.39
-0.0131
flag
EUR 3.1274
-0.0197
flag
GBP 3.6095
-0.0329
flag
KZT 56.46
-0.0017
flag
TRY 0.0614
-0.0001
flag
USD 2.7223
-0.0008

როგორია საქართველოს ელექტროენერგიის ექსპორტ-იმპორტის სტატისტიკა

news image

საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი გაზრდილია, მზარდია მისი იმპორტიც. 2026 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით საქართველომ 421.7 ათასი დოლარის ღირებულების 6 498 ათასი კვტ.სთ ელექტროენერგიის ექსპორტი განახორციელა. 2025 წლის ორი თვის სტატისტიკით კი ექსპორტი 416 ათასი კვტ.სთ ელექტროენერგიას შეადგენდა. შესაბამისად საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი 1462%-ით არის გაზრდილი. 2025 წლის ორ თვეში საქართველოდან ექსპორტირებული ელექტროენერგიის საერთო ღირებულება 27.1 ათასი დოლარი იყო.

ქვეყნები, სადაც საქართველო ელექტროენერგიის ექსპორტს ახორციელებს:

  •  აზერბაიჯანი -  420.7 ათასი დოლარი;
  •  რუსეთი - 1.1 ათასი დოლარი;

რაც შეეხება ელექტროენერგიის იმპორტს, 2026 წლის ორი თვის სტატისტიკით მან 29 818.2 ათასი დოლარი შეადგინა. უფრო კონკრეტულად, მიმდინარე წელს საექსპორტო ბაზრებზე 851 695 ათასი კვტ.სთ ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა. 2025 წლის ორ თვეში კი 19 810.5 ათასი დოლარის ღირებულების 722 629 ათასი კვტ.სთ ელექტროენერგიის იმპორტია დაფიქსირებული. 

ქვეყნები, საიდანაც საქართველო ელექტროენერგიის იმპორტს ახდენს: 

  • რუსეთი - 10 611.4  ათასი დოლარი;
  • თურქეთი - 10 215.1 ათასი დოლარი;
  • აზერბაიჯანი - 4 965.9 ათასი დოლარი;
  • სომხეთი 4 025.8  ათასი დოლარი;
news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image გერმანია ჩვენთვის ტურისტული თვალსაზრისით სტრატეგიული ბაზარია და მნიშვნელოვანია, რომ ავიაკომპანია Eurowings-ი 2 ივლისიდან რეგულარულ რეისებს შეასრულებს კიოლნი-თბილისი-კიოლნის საჰაერო ხაზზე - თამარ იოსელიანი

24.03.2026.16:07

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თამარ იოსელიანის ინფორმაციით, 2026 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings-ი რეგულარული რეისების შესრულებას იწყებს კიოლნი - თბილისი - კიოლნის საჰაერო ხაზზე.

„გერმანია ჩვენთვის ტურისტული თვალსაზრისით სტრატეგიული ბაზარია და შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე დამატებითი ავიაკავშირის ქონა, კიოლნი კი ახალი საჰაერო ხაზია, რომელიც გერმანიასთან გვაკავშირებს“, - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

ავიაკომპანია Eurowings-მა საქართველოს მიმართულებით რეგულარულ ოპერირება 2021 წელს დაიწყო. ახალ, კიოლნი - თბილისი - კიოლნის საჰაერო ხაზზე ავიაკომპანია ფრენებს 2 ივლისიდან 22 ოქტომბრამდე, კვირაში 2 სიხშირით - ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს შეასრულებს. Eurowings-ი ავიარეისებს A320 ტიპის საჰაერო ხომალდით განახორციელებს. როგორც თამარ იოსელიანი აღნიშნავს, საქართველოში წლიდან წლამდე იზრდება გერმანელი ტურისტების რაოდენობა და ამ მიმართულებით გერმანია ქვეყნების ტოპ-ათეულშიც შედის. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ხაზს უსვამს, რომ გერმანიის მიმართულებით ახალი საჰაერო ხაზი ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადების ზრდას, ასევე საქმიანი კონტაქტების შემდგომ განვითარებას.

„უმნიშვნელოვანესია საჰაერო ხაზების დამატება იმისთვის, რომ დაკავშირებადობა გაიზარდოს არამარტო გერმანიასთან, არამედ ზოგადად ევროკავშირთან - კიოლნის აეროპორტი მნიშვნელოვანი საავიაციო ჰაბია, რომელიც თბილისთან სხვა მიმართულებების დაკავშირებადობასაც შეუწყობს ხელს“, - განაცხადა თამარ იოსელიანმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა