საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 15%-ითაა გაზრდილი
საქართველოს აეროპორტებმა 2025 წლის იანვარ-მაისში პოსტპანდემიურ მაჩვენებელთან შედარებით მგზავრთნაკადის 51,11%-იანი ზრდა აჩვენეს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-მაისში საქართველოს აეროპორტები რეგულარული და არარეგულარული რეისებით ჯამში 3 მლნ-მლნ მგზავრს მოემსახურა, რაც 15,1%-ით მეტია 2024 წლის 5 თვის მონაცემებთან შედარებით, ხოლო 50,1%-ით მეტი ვიდრე 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში.
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველოს აეროპორტები პანდემიამდელ პერიოდში ანუ 2019 წლის იანვარ-მაისში 1914974 მგზავრს მოემსახურა, 2023 წლის იანვარ-მაისში 1928077 მგზავრს, 2024 წლის იანვარ-მაისში 2513565 მგზავრს, ხოლო 2025 წლის იანვარ-მაისში კი 2893274 მგზავრს.
2025 წლის იანვარ-მაისის მონაცემებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 1892220 მგზავრს მოემსახურა, რაც 13,3%-ით მეტია, ვიდრე 2024 წლის იანვარ-მაისში აეროპორტის მიერ გატარებული მგზავრების რაოდენობა. 2024 წლის იანვარ-მაისში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 1669628 მგზავრს, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში 1245990 მგზავრს, ხოლო 2019 იანვარ-მაისში კი 1485118 მგზავრს მოემსახურა. აღნიშნულ სტატისტიკურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით კარგად ჩანს, რომ თუ 2025 წლის 5 თვის მაჩვენებლებს 2019 წლის 5 თვესთან შევადარებთ, მგზავრთნაკადი 27,4%-ითაა გაზრდილი. 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი ზრდა 51,9%-ის დონეზეა.
2019 წლის იანვარ-მაისთან შედარებით მგზავრთნაკადის 141.9%-იანი ზრდაა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. 2025 წლის იანვარ-მაისში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა 328744 მგზავრი გაატარა, რაც 39,9%-ით მეტია 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 96.5%-ით მეტი 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებით.
სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2024 წლის 5 თვის განმავლობაში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 234989 მგზავრს, 2023 წლის იანვარ-მაისში 167294 მგზავრს, ხოლო 2019 წლის იანვარ-მაისში კი 135926 მგზავრს მოემსახურა.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა 2025 წლის იანვარ-მაისში მონაცემებით პანდემიამდე არსებულ მაჩვენებლებთან შედარებით მგზავრთნაკადის 129.8%-იანი ზრდა აჩვენა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-მაისში 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრთნაკადის 10.5%-იანი ზრდა დაფიქსირდა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 32%-იანი ზრდა
2019 წლის 5 თვეში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 288626 მგზავრს მოემსახურა, 2023 წლის იანვარ-მაისში 502158 მგზავრს, 2024 წლის 5 თვეში 600166 მგზავრს, ხოლო 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში 663236 მგზავრს.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
16.06.2025.17:07
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, საქართველოს მთავრობის მიერ ეკონომიკის მხარდაჭერის მიზნით განხორციელებული ღონისძიებები ხელს უწყობს ეკონომიკური აქტივობის და შრომის ბაზრის გაუმჯობესებას, რაც, შესაბამისად, პოზიტიურად აისახება დაქირავებით დასაქმებულთა ხელფასებზეც. მინისტრის მოადგილის თქმით, 2025 წლის პირველ კვარტალში დაახლოებით 12 პროცენტით არის გაზრდილი დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება.
„2025 წლის პირველ კვარტალში მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენციები აისახა დაქირავებით დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებაზე, სადაც საკმაოდ მაღალი ზრდა ფიქსირდება - დაახლოებით 12 პროცენტით არის საშუალო თვიური ანაზღაურება გაზრდილი და 2170 ლარს აჭარბებს" - განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ „საქსტატის" მიერ გამოქვეყნებული მონაცემების შეფასებისას.
მისივე შეფასებით, აღსანიშნავია, რომ თვიური ანაზღაურება გაზრდილია ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში, მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში, სამთომოპოვებითი და დამამუშავებელი მრეწველობის, ენერგეტიკის სექტორში და სხვადასხვა სერვისების მიმართულებით.
„რა თქმა უნდა, ეს განპირობებულია იმ მაღალი ეკონომიკური აქტივობით, რაც ქვეყანაში ფიქსირდება, შესაბამისად, ჩვენი მიზანია, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის დინამიკა შევინარჩუნოთ მომდევნო პერიოდშიც და გლობალური გამოწვევების მიუხედავად, დავრჩეთ იმ ტრაექტორიაზე, რომელიც ეკონომიკური ზრდის კუთხით ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ფიქსირდება. ყოველივე ზემოთაღნიშნული საშუალებას მოგვცემს, ქვეყანაში შეიქმნას დამატებითი სამუშაო ადგილები და გაიზარდოს შრომის ანაზღაურება" - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.