როგორია საქართველოდან აშშ-ში ექსპორტის მაჩვენებელი - TOP 5 პროდუქტი
2025 წელს საქართველომ აშშ-ში ექსპორტიდან 120 140.8 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. ეს კი 2024 წლის მაჩვენებლებთან შედარებით 15%-იანი კლებაა. 2024 წელს საქართველომ აშშ-ში 141 052.0 ათასი დოლარის ღირებულების ექსპორტი განახორციელა.
საქართველოდან აშშ-ში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი ფეროშენადნობებია.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო აშშ-ში ყიდის:
საქსტატის ინფორმაციითვე, 2025 წელს აშშ-დან საქართველოში იმპორტი გაზრდილია. საქსტატის საიტზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, 2025 წელს საქართველომ აშშ-დან 2 723 688.5 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა, 2024 წელს კი 2 049 438.8 ათასი დოლარის. შესაბამისად წლიურ ჭრილში აშშ-დან იმპორტი 33%-იან ზრდას აჩვენებს. მიმდინარე მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ აშშ-დან საქართველოში იმპორტში ყველაზე დიდი წილი მსუბუქ ავტომობილებს უკავია.
დღის ტოპ 10 სიახლე
ტექ ოლიმპიადების ჰაბის - Olyinfo ოლიმპიადამ, საქართველოს ყველა კუთხიდან 3000-მდე მოსწავლე გააერთიანა
სხვა სიახლეები
საფრანგეთი საქართველოში წარმოებული თაფლის მთავარი საექსპორტო ბაზარია
06.02.2026.15:00
2025 წელს საქართველომ ექსპორტზე 286.7 ათასი დოლარის თაფლი გაყიდა. როგორც საქსტატის საიტზე განთავსებული მაჩვენებლები ცხადყოფს, საქართველოდან თაფლის ექსპორტი გაზრდილია. 2025 წელს საქართველომ საერთშორისო ბაზრებს 46.8 ტონა თაფლი მიაწოდა, 2024 წელს კი 33.8 ტონა. შესაბამისად წლიურ ჭრილში თაფლის ექსპორტი 38%-ით არის გაზრდილი.
საქართველოში წარმოებული თაფლისთვის ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარი საფრანგეთია. სწორედ საფრანგეთში გადის საქართველოდან ნატურალური თაფლის ექსპორტის 46%-ი.
TOP 5 ბაზარი, სადაც საქართველო ნატურალური თაფლის ექსპორტს ახდენს: