მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7217.6
0.0281
flag
AZN 1.5845
-0.0003
flag
CNY 39.498
0.0019
flag
EUR 3.1687
-0.0084
flag
GBP 3.6395
-0.0044
flag
KZT 57.73
0.0023
flag
TRY 0.06
0
flag
USD 2.6931
-0.0005

როგორია საქართველო-სომხეთის მიმდინარე სავაჭრო სტატისტიკა

news image

სომხეთ-საქართველოს სავაჭრო ბრუნვა 2025 წელს შემცირდა. როგორც საქსტატის საიტზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, 2025 წელს საქართველომ სომხეთში 552 925.5​ ათასი დოლარის პროდუქცია შეიტანა, მაშინ როდესაც 2024 წელს სომხეთში ექსპორტი 617 668.4 ათას დოლარს შეადგენდა. მიმდინარე სტატისტიკა აჩვენებს, რომ წლიურ ჭრილში სომხეთში ექსპორტი 10%-ით არის შემცირებული. საქართველოდან სომხეთში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი მსუბუქი ავტომობილებია.

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო სომხეთში ყიდის:

  • მსუბუქი ავტომობილები - 54 638.3 ათასი დოლარი;
  • ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები - 42 430.2 ათასი დოლარი;
  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 30 281.1 ათასი დოლარი;
  • ბულდოზერები, ავტოგრეიდერები, ექსკავატორები, სატკეპნი მანქანები და სხვა - 18 135.1 ათასი დოლარი;
  • წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით - 16 166.7 ათასი დოლარი;

რაც შეეხება სომხეთიდან იმპორტს, ის 2025 წელს 2%-ით შემცირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2025 წელს საქართველომ სომხეთიდან 233 116.1 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა, 2024 წელს კი 237 444.4 ათასი დოლარის. სომხეთიდან საქართველოში იმპორტირებულ პროდუქციაში ყველაზე მეტი ჯამური ღირებულებით სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის შემოსული. 

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო სომხეთიდან ყიდულობს:

  • მადნები და კონცენტრატები სპილენძის - 74 665.6 ათასი დოლარი;
  • ბოცები, ბოთლები და სხვა მინის ტევადობები - 27 459.0 ათასი დოლარი;
  • სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან - 22 950.7 ათასი დოლარი;
  • მადნები და კონცენტრატები ძვირფასი ლითონებისა - 22 042.5 ათასი დოლარი;
  • მსუბუქი ავტომობილები - 9 467.2 ათასი დოლარი;

 

 

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია გარდა ფინანსური ინსტრუმენტებისა იქნება პროექტების განვითარების მანდატის მფლობელიც - ირაკლი ნადარეიშვილი

20.04.2026.18:36

საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია გარდა ფინანსური ინსტრუმენტებისა იქნება პროექტების განვითარების მანდატის მფლობელიც - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა.

,,ერთის მხრივ, ჩვენ გვაქვს ძალიან წარმატებული ისტორია სააგენტო „აწარმოე საქართველოს“ სახით, რომელთანაც დაკავშირებულია 15 000-მდე ძალიან წარმატებული მცირე და საშუალო სამეწარმეო პროექტი, რომელთანაც დაკავშირებული არის 90 000-მდე ახალი სამუშაო ადგილი, შექმნილი ამ პროგრამების და ამ სახელმწიფოს ბიზნესში მონაწილეობის თვალსაზრისით. ეს არის დაახლოებით 7 მილიარდი ლარის ინვესტიცია, რომელიც განხორციელდა საქართველოს ეკონომიკაში. ეს არის კონკრეტული დარგები, რომლებიც გაიზარდნენ მნიშვნელოვნად ამ ეკოსისტემაში. მაგალითად, შეგვიძლია ვილაპარაკოთ სტუმარ-მასპინძლობის სექტორზე, შეგვიძლია ვილაპარაკოთ სამშენებლო მასალების სექტორზე და ასე შემდეგ. რეალურად შეიქმნა ეკოსისტემა ამ 10 წლის განმავლობაში და განსაკუთრებით ალბათ ბოლო 5-6 წელი იყო ძალიან აქტიური როგორც სახელმწიფოს ფინანსური მონაწილეობის, ასევე პროგრამების მრავალფეროვნების და მათი დიზაინის განვითარების თვალსაზრისით. რეალურად შეიქმნა ეკოსისტემა სადაც მიკრომეწარმე რომელიც პირველ ნაბიჯებს დგამს სამეწარმეო საქმიანობის და პირობითად 10, 15, 20 000 ლარის კაპიტალზე ხელმისაწვდომობა აქვს შექმნილი კონკრეტული პროგრამით რომელიც 0%-იანი განაკვეთით უზრუნველყოფს...
დაახლოებით წელიწად ნახევრის განმავლობაში 1500-ზე მეტმა მეწარმემ ისარგებლა ამ პროგრამით და მათი უმეტესობა სარგებლობს 0%-იანი განაკვეთით, ეს არის ის პროგრამა რომელიც მოქმედებს. დაწყებული მიკრო მეწარმეობიდან დამთავრებული კორპორატიული ბონდების გამოშვებით. მთელი ეს გზა რომელიც საკმაოდ ხანგრძლივია დამეთანხმებით. კაპიტალის ბაზრის განვითარება ცალკე ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი სტრატეგიაა საქართველოს მთავრობის , ეკონომიკის სამინისტროსი, ეროვნული ბანკის და საკმაოდ აქტიური ჩართულობა არის მულტი უწყებრივი. კაპიტალის ბაზარი ძალიან სწრაფად ვითარდება. თქვენ იცით, მათ შორის ბონდების ბაზარი, დაახლოებით კორპორაციული ბონდების დღეს აქტიური ბაზარი სამ მილიარდ ლარს აღემატება და ის პროგრამა რომელიც „აწარმოე საქართველომ“ დაიწყო ერთ-ერთი მიმართულება კაპიტალის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა დაახლოებით 900 მილიონი ლარის ბონდები არის გამოშვებული ამ პროგრამის დახმარებით ანუ დაახლოებით მესამედი. მთელი ეს გზა, შემდგარ ბიზნესამდე როდესაც კომპანია ფიქრობს ბონდების გამოშვებას ან წილობრივი ფასიანი ქაღალდების გამოშვებას, ეს არის ის გზა სადაც სახელმწიფო ცდილობს რომ ყოველ ეტაპზე იქ სადაც საჭირო არის გარკვეული ხელშეწყობა, ეს იქნება ფინანსური, ტექნიკური თუ სხვა სახის იყოს მონაწილე. ეს არის სწორედ ის ფორმულა რაზეც იყო და არის დაფუძნებული „აწარმოე საქართველო“. ამავე დროს ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა და პროგნოზი რომელსაც რა თქმა უნდა სჭირდება განხორციელება, შენარჩუნება და ყველა ის რეფორმა, ყველა ის მიმართულება ენერგეტიკიდან დაწყებული ისევ კაპიტალის ბაზრის განვითარებით დამთავრებული ,ამას ჭირდება კიდევ უფრო მეტი მიზნობრივი ჩართულობა სახელმწიფოში იქ სადაც ბიზნესი მაგალითად არ დგამს პირველ ნაბიჯებს. ესეთი მაგალითები არის ბევრი და სახელმწიფომ გარკვეული რისკი მათ შორის უნდა აიღოს თავის თავზე. ამიტომ დღის წესრიგში დადგა ძალიან ბუნებრივად ამ წარმატებული ინსტიტუტის განვითარება შემდგომ ეტაპზე, უკვე ინსტიტუციური მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში პროგრამები მუდმივად იზრდებოდა, ემატებოდა, იცვლებოდა და ასე შემდეგ. ინსტიტუციური განვითარება ნიშნავდა უკვე სხვა ფორმით ამ ორგანიზაციის შექმნას, სადაც მისი მანდატი უფრო გაფართოვდება. დღეს ჩვენ ვლაპარაკობთ მიმართულებაზე როდესაც მსხვილ, სტრატეგიულ პროექტებში სადაც სახელმწიფოს მონაწილეობა არის აპრიორი განსაზღვრული, იქნება ეს ინფრასტრუქტურული პროექტები თუ ენერგეტიკული პროექტები, სახელმწიფოს წარმოადგენს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია და ყველა როგორც ინსტრუმენტების, ასევე კომპეტენციის და ცოდნის აკუმულირება მოხდება ერთ ინსტიტუტში. არამხოლოდ ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, არამედ პროექტების განვითარება მათში წილობრივი მონაწილეობა და სახელმწიფოს ინტერესების წარმოდგენა, ისევე როგორც მაგალითად „იგლ ჰილსში“, სადაც სახელმწიფო არის პარტნიორი ისევე როგორც ნებისმიერ ინფრასტრუქტურულ პროექტში, სადაც სახელმწიფოს ექნება თავისი როლი კერძო ინვესტორებთან ერთად. ისევე როგორც ენერგეტიკულ მსხვილ პროექტებში სადაც სახელმწიფოს გარკვეული როლი არა მხოლოდ მარეგულირებლის, არამედ ერთგვარი პარტნიორის როლი რა თქმა უნდა არსებობს მოდელები", - აცხადებს ირაკლი ნადარეიშვილი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა