მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7092.5
-0.0005
flag
AZN 1.5728
-0.0002
flag
CNY 38.926
0.0056
flag
EUR 3.1505
-0.0016
flag
GBP 3.6136
0.0042
flag
KZT 53.21
-0.0047
flag
TRY 0.0609
-0.0001
flag
USD 2.674
-0.0002

როგორია საქართველო - ყაზახეთის მიმდინარე სავაჭრო დინამიკა

news image

საქართველოდან ყაზახეთში ექსპორტი კლებას, ხოლო იმპორტი ზრდას აჩვენებს. საქსტატის ინფორმაციით, 2026 წელს საქართველომ ყაზახეთში 29 582.6 ათასი დოლარის პროდუქცია გაყიდა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 45 180.7 ათასი დოლარის. შესაბამისად წლიურ ჭრილში ყაზახეთში ექსპორტი 35%-ით არის შემცირებული.

საქართველოდან ყაზახეთში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი მსუბუქი ავტომობილებია. 

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო ყაზახეთში ყიდის:

  • მსუბუქი ავტომობილები - 23 497.8 ათასი დოლარი;
  • მინერალური და მტკნარი წყლები - 1 591.8 ათასი დოლარი;
  • წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით - 1 401.7 ათასი დოლარი;
  • თევზი გაყინული - 1 152.3 ათასი დოლარი;
  • ხორცი და კვების სუბპროდუქტები შინაური ფრინველის, ახალი, გაცივებული ან გაყინული - 619.5 ათასი დოლარი;

რაც შეეხება ყაზახეთიდან საქართველოში იმპორტს, ზრდა 42%-ის დონეზეა. 2026 წლის იანვარში საქართვცელომ ყაზახეთიდან 5 787.0 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა, 2025 წლის იანვარში კი 4 070.0 ათასი დოლარის. 

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო ყაზახეთიდან ყიდულობს:

  • ხორბალი და მესლინი - 1 346.1 ათასი დოლარი;
  • მანქანები და მექანიკური მოწყობილობები სპეციალური დანიშნულების - 1 334.0 ათასი დოლარი;
  • საშუალებები თმებისათვის - 613.7 ათასი დოლარი;
  • მეტალოკონსტრუქციები შავი ლითონებისაგან და მათი ნაწილები - 368.7 ათასი დოლარი;
  • ფეროშენადნობები - 315.3 ათასი დოლარი;
news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image მოხარული ვარ, საქართველოში აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრსა და თურქეთის ვაჭრობის მინისტრთან ერთად რეგიონის ეკონომიკური განვითარებისა და დაკავშირებადობის განმტკიცების საკითხები განვიხილეთ - მარიამ ქვრივიშვილი

26.02.2026.16:39

მოხარული ვარ, რომ საქართველოში ვუმასპინძლე აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრსა და თურქეთის ვაჭრობის მინისტრს და მათთან ერთად რეგიონის ეკონომიკური განვითარებისა და დაკავშირებადობის განმტკიცების საკითხები განვიხილეთ. საქართველოს მთავრობა აცნობიერებს, თუ რა როლი აქვს ქვეყანას რეგიონში და მზად არის, იმოქმედოს როგორც კონსტრუქციულმა და საიმედო პარტნიორმა რეგიონული განვითარების პროცესში. უწყვეტი ეკონომიკური პროგრესი აძლიერებს ჩვენს შესაძლებლობას, მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ როგორც ჩვენი ქვეყნის, ისე პარტნიორების კეთილდღეობისთვის", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა წინანდალში მიმდინარე საქართველო–აზერბაიჯანი–თურქეთის ბიზნესფორუმზე გამხსნელი სიტყვით გამოსვლისას.

სამმხრივი ფორუმი 2012 წლიდან წელს მეშვიდედ ტარდება და მასში თურქეთისა და აზერბაიჯანის მაღალი დონის დელეგაციები მონაწილეობენ - თურქეთის დელეგაციას რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრი ომერ ბოლატი ხელმძღვანელობს, ხოლო აზერბაიჯანის დელეგაციას - რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრი მიქაილ ჯაბაროვი. ამასთან, ღონისძიებაში სამივე ქვეყნის 300-ზე მეტი წამყვანი კომპანიაა წარმოდგენილი. როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, ბიზნესფორუმი უნიკალური პლატფორმაა სამმხრივ ფორმატში პარტნიორობის გასაძლიერებლად.

„ჩვენს ქვეყნებს შორის აქტიური თანამშრომლობა კვლავაც უმნიშვნელოვანესია ეკონომიკური პარტნიორობის, კეთილდღეობისა და რეგიონული დაკავშირებადობის წინსვლისთვის და ეს მნიშვნელოვანია როგორც უშუალოდ ჩვენი ქვეყნებისთვის, ისე ფართო რეგიონისთვის. საქართველოდან, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან 300-ზე მეტი წამყვანი და მსხვილი კომპანიის მონაწილეობა ხაზს უსვამს კერძო სექტორის დიდ ინტერესს თანამშრომლობის გაღრმავებისა და ერთობლივი ინიციატივების განხორციელების მიმართ ისეთ საკვანძო სექტორებში, როგორიცაა: ენერგეტიკა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, ჯანდაცვა, მშენებლობა, სოფლის მეურნეობა, ფინანსები და ტურიზმი", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ფორუმის მიმდინარეობისას მონაწილეებს საშუალება აქვთ, ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ ამ ქვეყნების ეკონომიკური განვითარების დინამიკის და ტენდენციების, სხვადასხვა სექტორული ბაზრის, ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს, მიმდინარე რეფორმების და რეგიონული მასშტაბის პროექტების შესახებ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას საქართველოს ეკონომიკური ზრდის, ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

„ბოლო წლების პროგრესზე დაკვირვება აჩვენებს, რომ საქართველო გლობალურად გამოირჩევა ძლიერი ეკონომიკური ზრდის ტენდენციით და ბოლო 4 წლის განმავლობაში საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 9,3%-ს მიაღწია. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, მოსალოდნელია, რომ საქართველო 2026-2030 წლებშიც შეინარჩუნებს მნიშვნელოვნად მაღალ საშუალოვადიან ეკონომიკურ ზრდას 5,1%-ის მაჩვენებლით", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ამასთან, მინისტრის ინფორმაციით, საქართველოში, სხვადასხვა სექტორში აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან არაერთი ბიზნესი აქტიურად საქმიანობს, რაც ხაზს უსვამს საქართველოს ღია და ხელსაყრელ ბიზნესგარემოს, ისევე, როგორც იმედისმომცემ ეკონომიკურ შესაძლებლობებს. მარიამ ქვრივიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ დღესდღეობით საქართველოში თურქული კაპიტალით 2805-ზე მეტი, ხოლო აზერბაიჯანული კაპიტალით 1660-ზე მეტი კომპანია ოპერირებს.

„ჩვენი მტკიცე პარტნიორობა მკაფიოდ აისახება ვაჭრობასა და ინვესტიციებში - აზერბაიჯანი და თურქეთი სტაბილურად რჩებიან საქართველოს წამყვან სავაჭრო პარტნიორებსა და მთავარ ინვესტორებს შორის. 2025 წელს თურქეთი იყო საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი, ხოლო აზერბაიჯანთან სავაჭრო ბრუნვა სიდიდით მე-7 ადგილზე იყო. ამავდროულად, აზერბაიჯანიდან საქართველოში განხორციელებულმა მთლიანმა ინვესტიციებმა 3,1 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, ხოლო თურქეთიდან წლების განმავლობაში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა 2,4 მილიარდ აშშ დოლარზე მეტია", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ბიზნესფორუმის ორგანიზატორია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა, თანაორგანიზატორები კი Azpromo (აზერბაიჯანის ექსპორტისა და ინვესტიციების სააგენტო) და Deik (თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭო).

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა