როგორია საქართველო-ინდოეთის მიმდინარე სავაჭრო ურთიერთობები
საქართველოდან ინდოეთში ექსპორტი შემცირებულია, ხოლო იმპორტი გაზრდილი. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველომ ინდოეთში 14 421.5 ათასი დოლარის პროდუქცია გაყიდა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 24 141.3 ათასი დოლარის. კლება 40%-ის დონეზეა. საქართველოდან ინდოეთში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი სასუქებია.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო ინდოეთში ყიდის:
რაც შეეხება იმპორტს, 2025 წლის 11 თვეში საქართველომ ინდოეთიდან 110 608.5 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა, რაც 16%-ით გაზრდილი მაჩვენებლებია. 2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველომ ინდოეთიდან 95 446.8 ათასის იმპორტი განახორციელა.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო ინდოეთიდან ყიდულობს:
დღის ტოპ 10 სიახლე
უმაღლესი განათლების რეფორმაზე უნივერსიტეტების უმეტესობასთან შეთანხმება უკვე გვაქვს - ზვიად გაბისონია
სხვა სიახლეები
საქსტატი 2026 წელს ყურადღებას ხელოვნურ ინტელექტსა და პროცესებზე ორიენტირებულ სისტემებზე გაამახვილებს - გოგიტა თოდრაძე
13.03.2026.23:50
საქსტატი 2026 წელს ყურადღებას ხელოვნურ ინტელექტსა და პროცესებზე ორიენტირებულ სისტემებზე გაამახვილებს, რათა ოფიციალური სტატისტიკა უფრო ეფექტიანი გახდეს. უწყების ხელმძღვანელის გოგიტა თოდრაძის თქმით, საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს, რომ პროდუქტებზე ფოკუსირებული მიდგომის ნაცვლად პროცესებზე ორიენტირებული სისტემა უფრო შედეგიანია, რის მიხედვითაც უწყება მომავალ წლებში გარდაქმნებს საკუთარ მექანიზმებს.
„2026 წელს არსებული პრაქტიკიდან და წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მაგალითად ხელოვნური ინტელექტის ფართოდ გამოყენება ოფიციალური სტატისტიკის წარმოების პროცესში. ასევე ვგეგმავთ ჩვენ ქმედითი ნაბიჯები გადავდგათ პროცესებზე ორიენტირებული სისტემის ფორმირებაში. ანუ დღევანდელი სისტემა, ისევე როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისევე როგორც მსოფლიო ქვეყნების უმრავლესობაში, არის პროდუქტებზე ფოკუსირებული, დაფუძნებული, თუმცა საერთაშორისო პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ ეფექტიანობის თვალსაზრისით უკეთესი გახლავთ, ასე ვთქვათ, პროცესებზე ორიენტირებული სისტემა, რაზეც ვგეგმავთ გადავიდეთ მიმდინარე წლებში“, - აცხადებს გოგიტა თოდრაძე,