მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7102.5
-0.0085
flag
AZN 1.6022
-0.0009
flag
CNY 38.248
-0.0035
flag
EUR 3.1967
-0.0067
flag
GBP 3.6649
-0.011
flag
KZT 49.73
-0.0011
flag
TRY 0.0653
-0.0002
flag
USD 2.7238
-0.0025

როგორია საპენსიო აქტივების განაწილების სტატისტიკა

news image

2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით საპენსიო ფონდის საინვესტიციო აქტივების წმინდა ღირებულება 2,947,150,653 ლარს შეადგენდა, საიდანაც საინვესტიციო საქმიანობის შედეგად მიღებული წმინდა ამონაგები 436,969,884 ლარია.

საპენსიო ფონდის წმინდა ამონაგებმა 2019 წლის 1-ლი იანვრიდან 2022 წლის 31 დეკემბრამდე 40.82%, ხოლო რეალურმა ამონაგებმა ინფლაციის გათვალისწინებით 2,69% შეადგინა. საანგარიშო პერიოდის ბოლოს, საინვესტიციო პორტფელის 81.2% განთავსებული იყო ლარში, ხოლო 18.8% უცხოურ ვალუტაში დენომინირებულ აქტივებში.

რაც შეეხება პორტფელის განაწილებას ინსტრუმენტების მიხედვით, საანგარიშო პერიოდის ბოლოს 63.0% განთავსებული იყო 8 ქართულ კომერციულ ბანკში სადეპოზიტო სერტიფიკატებსა და ვადიან ანაბრებში, რომელთაც ერიცხებათ ფიქსირებული სარგებელი, ხოლო 2% ნომინალური მფლობელობის სარგებლიან მიმდინარე ანგარიშებზე, რომლებსაც ერიცხება ცვლადი სარგებელი.

„უცხოურ აქციებში ინვესტირებული იყო პორტფელის 7,4%, აშშ-ის სახაზინო ვალდებულებებში 10.5%, ხოლო საქართველოს სახაზინო ფასიანი ქაღალდების წილი პორტფელის 16.2%-ს შეადგენდა. საპენსიო აქტივების 0.8% ევროობლიგაციებში იყო განთავსებული, 0.1% კი ადგილობრივ კორპორაციულ ობლიგაციაში.

2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საპენსიო აქტივების 89.4% განთავსებული იყო მინიმუმ ქვეყნის საკრედიტო რეიტინგზე 1 საფეხურით ნაკლები რეიტინგის მქონე კომერციულ ბანკებში და ფასიან ქაღალდებში. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტო თანხების ინვესტირებას არ ახორციელებს საკრედიტო რეიტინგის არმქონე ბანკებში და ფინანსურ ინსტრუმენტებში.

2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, აქტივების განაწილება აკმაყოფილებდა კანონითა და საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტით დადგენილ ლიმიტებს, მათ შორის: წილობრივ ფასიან ქაღალდებსა და უცხოურ ვალუტაში აქტივების განთავსების ლიმიტს, საკრედიტო რეიტინგის, ბანკის საერთო კაპიტალისა და კონცენტრაციის შეზღუდვებს“, აღნიშნულია საპენსიო სააგენტოს 2022 წლის ანგარიშში. 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image რა გაძვირდა და რა გაიაფდა - სექტემბრის სტატისტიკა

03.10.2025.11:22

 

წლიურ ჭრილში საკვები პროდუქტებიდან ყველაზე მეტად ატმის ფასმა მოიმატა, ხოლო ყველაზე მეტად პომიდორი  გაიაფდა. 

როგორც საქსტატის მონაცემებიდან ირკვევა, 2025 წლის სექტემბერში  2024 წლის სექტემბერთან შედარებით ატამი 84,54%-ით გაძვირდა, ხოლო პომიდორი 16,99%-ით გაიაფდა.

გთავაზობთ 5 საკვები პროდუქტის ჩამონათვალს, რომლებიც წლიურ ჭრილში ყველაზე მეტად გაძვირდა:

  • ატამი - 184,54%
  • ლიმონი - 181,91%
  • ქლიავი - 179,06%
  • მსხალი - 161,12%
  • მწვანე ლობიო - 155,16%

5 საკვები პროდუქტი, რომლებიც წლიურ ჭრილში ყველაზე მეტად გაიაფდა:

  • პომიდორი - 16,99%
  • ბრინჯი - 10,42%
  • ქიშმიში - 8,01%
  • ხახვი - 7,65%
  • სიმინდის ფქვილი - 4,66%

2025 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.5 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.8 პროცენტი შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას , აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2025 წლის სექტემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 2.1 პროცენტით განისაზღვრა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა