როგორია ქვეყანაში უცხოელ ვიზიტორთა სტატისტიკა
2025 წლის I კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 1.3 მილიონი შემოსვლა, რაც 1.1 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 47.4 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.
აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 1.2 მილიონი შეადგინა, რაც 1.3 პროცენტით მეტია 2024 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
2025 წლის I კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 970.5 ათასს მიაღწია, რაც 1.3 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. საანგარიშო პერიოდში, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 958.9 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 2.2 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობის განაწილებას ვიზიტის ტიპის მიხედვით.
საერთაშორისო ვიზიტორების 82.6 პროცენტი მხოლოდ ტურისტები იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების წილმა 13.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 3.7 პროცენტი იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.
2025 წლის I კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 187.7 ათასი, დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციიდან, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 19.3 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა თურქეთი 16.5%-იანი წილით, ხოლო მესამეზე - სომხეთი 13.0%-იანი წილით. ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა განხორციელდა თურქეთის (225.3 ათასი), რუსეთის ფედერაციისა (219.3 ათასი) და სომხეთის (180.8 ათასი) მოქალაქეების მიერ.
ვიზიტორების უმრავლესობა, 48.8 პროცენტი, მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას, ქალების რაოდენობა კი მთლიანი ვიზიტორების რაოდენობის 36.5 პროცენტს შეადგენდა.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
30.04.2025.13:58
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში გაეროს რეგიონულ დირექტორს გვი იოპ სონს შეხვდა. მხარეებმა საქართველოსთვის გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩო დოკუმენტის შექმნაზე იმსჯელეს. დოკუმენტი 2026-2030 წლებში ერთობლივი თანამშრომლობის სტრატეგიულ მიმართულებებს განსაზღვრავს. მინისტრმა გამოხატა მზადყოფნა აღნიშნულ დოკუმენტზე მუშაობის პროცესში სამინისტროს ჩართულობასთან დაკავშირებით.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა გაეროს განვითარების თანამშრომლობის ოფისს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პარტნიორობისთვის მადლობა გადაუხადა.
„გაერო მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის მდგრად განვითარებას. შეხვედრა კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენ მზადყოფნას, უფრო გავაღრმავოთ სტრატეგიული პარტნიორობა და შევქმნათ თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
გაეროს განვითარების თანამშრომლობის ოფისის რეგიონულმა დირექტორმა გვი იოპ სონიმ ყურადღება გაამახვილა ნახშირბადის ემისიების შემცირების მნიშვნელობაზე და კლიმატის ცვლილების კუთხით შესაძლო თანამშრომლობაზე.
„აღსანიშნავია, რომ საქართველოს სასოფლო-სამეურნეო პოტენციალი დიდია. გაერო მზად არის გააგრძელოს მხარდაჭერა საქართველოს როგორც გარემოს დაცვის, ასევე, სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარებისთვის“, - განაცხადა გვი იოპ სონიმ.
შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე, სამინისტროს სისტემაში შემავალი სამსახურების და გაეროს განვითარების თანამშრომლობის ოფისის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.