როგორია ნორვეგიისა და საქართველოს მიმდინარე სავაჭრო ურთიერთობები
ნორვეგიაში ექსპორტი 17%-იან ზრდას აჩვენებს, ხოლო იმპორტი 27%-იან ზრდას. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველომ ნორვეგიაში 3 830.6 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია გაგზავნა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 3 270.9 ათასი დოლარის. ზრდა 17,1%-ია. საქართველოდან ნორვეგიაში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი ფეროშენადნობებია.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო ნორვეგიაში ყიდის:
რაც შეეხება ნორვეგიიდან იმპორტის მაჩვენებლებს, ის მიმდინარე წლის 11 თვეში 14 583.9 ათასი დოლარის დონეზე იყო, რაც 26,6%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებით. 2024 წლის 11 თვეში საქართველომ ნორვეგიიდან 11 522.3 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველომ ნორვეგიიდან იყიდა:
სხვა სიახლეები
ლარის კურსი დოლართან გამყარდა
12.01.2026.17:00
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1503 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6967 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6967 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6971 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0004 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1503 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1405 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0,0098 ლარი შეადგინა.