როგორია ხორბლის იმპორტის მაჩვენებელი
ხორბლის იმპორტი 12%-იან კლებას აჩვენებს. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ 10,168.49 ათასი დოლარის ღირებულების 41,821.52 ტონა ხორბალი იყიდა. 2024 წლის პირველ ორ თვეში კი 47,520.93 ტონა.
2025 წლის ორ თვეში საქართველოში ხორბლის იმპორტი ორი ბაზრიდან განხორციელდა, საიდანაც 78%-ის იმპორტი რუსეთიდან დაფიქსირდა.
ორი ქვეყანა, საიდანაც საქართველომ ხორბალი იყიდა:
რუსეთი - 32,811.53 ტონა - 8,160.83 ათასი დოლარი;
ყაზახეთი - 9,009.99 ტონა - 2,007.66 ათასი დოლარი.
აღსანიშნავია, რომ 2024 წელს საქართველომ 76,151.72 ათასი დოლარის ღირებულების 326,504.80 ტონა ხორბალი იყიდა.
არსებული სტატისტიკური მაჩვენებლებით კი საქართველოში ხორბლის იმპორტმა რეკორდი 2012 წელს დაამყარა, როდესაც ქვეყანამ 897,579.67 ტონა ხორბლის იმპორტი განახორციელა.
დღის ტოპ 10 სიახლე
ვენახების გაშენებაზე თანხმობა ევროკავშირის ღვინის მწარმოებელ ყველა ქვეყანაში გაიცემა - ლევან მეხუზლა
სხვა სიახლეები
ჩვენი მიზანია, ენერგეტიკული რესურსები განაწილდეს აქტიურ დეველოპერებზე, რომლებიც შეძლებენ ინვესტიციების განხორციელებას და ქვეყნის დამატებითი ენერგეტიკული სიმძლავრეების განვითარებას - ინგა ფხალაძე
05.03.2026.18:19
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძემ მონაწილეობა მიიღო მსოფლიო ბანკის ჯგუფის მიერ საქართველოს კლიმატის და განვითარების ანგარიშის განხილვაში. ანგარიში, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, შეეხო განახლებადი ენერგიის რესურსების ათვისებას და ენერგეტიკული გამოწვევების დაძლევას საქართველოში.
როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, საქართველოს მთავრობის ამბიციური მიზანია 2036 წლისთვის საქართველოს ენერგეტიკის დადგმულმა სიმძლავრემ 11,500 მეგავატი შეადგინოს, რაც დღევანდელ მაჩვენებელზე 2,5-ჯერ მეტია. ინგა ფხალაძის თქმით, მთავრობამ გადახედა ენერგოგენერაციის პროექტების განვითარებასთან დაკავშირებულ ვადაგადაცილებულ მემორანდუმებს და სამშენებლო ნებართვებს და პოტენციურ ინვესტორებს შესთავაზა, გააგრძელონ მუშაობა განახლებული ვადებითა და პირობითი საჯარიმო შეღავათებით, ან გაათავისუფლონ საპროექტო არეალები, რათა ახალმა ინვესტორებმა შეძლონ მუშაობის დაწყება. „ჩვენი მიზანია, ენერგეტიკული რესურსები განაწილდეს აქტიურ და სანდო დეველოპერებზე, რომლებიც შეძლებენ ინვესტიციების განხორციელებას და ქვეყნის დამატებითი ენერგეტიკული სიმძლავრეების განვითარებას," - აღნიშნა ინგა ფხალაძემ.
მინისტრის მოადგილემ ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს ელექტროენერგეტიკის ბაზრის რეფორმის მიმდინარეობასა და ადგილობრივი საკანონმდებლო ჩარჩოს ევროპულთან მაქსიმალურ ჰარმონიზებაზე.
რეგიონულ თანამშრომლობაზე საუბრისას, მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა რეგიონული დაკავშირებადობის მნიშვნელობას. მან აქცენტი გააკეთა ისეთ სტრატეგიულ პროექტებზე, როგორებიცაა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი და მწვანე ენერგიის დერეფანი. ინგა ფხალაძის თქმით, ამ პროექტების მეშვეობით მოხდება საექსპორტო შესაძლებლობების დივერსიფიკაცია და სისტემის საერთო მდგრადობის ზრდა.
„ჩვენთვის რეგიონული ინტეგრაცია მხოლოდ ვაჭრობას არ ეხება და მოიცავს უსაფრთხოებასაც. უფრო ურთიერთდაკავშირებული სისტემა უზრუნველყოფს მეტ მოქნილობას, დაბალანსების მეტ ვარიანტს და მაღალ საიმედოობას. ის ეროვნული ბაზრებს რეგიონულ შესაძლებლობათა პლატფორმებად აქცევს და ამავდროულად აძლიერებს მიწოდების უსაფრთხოებას. რეგიონული ინტეგრაცია აძლიერებს ბაზრებს, ხსნის გზას ინვესტიციებისკენ და უზრუნველყოფს სუფთა ენერგიის საიმედო მიწოდებას," - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.