მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7035.5
-0.0026
flag
AZN 1.5833
-0.0003
flag
CNY 37.761
0.0032
flag
EUR 3.1575
0.0083
flag
GBP 3.6411
0.0101
flag
KZT 50.35
0.0026
flag
TRY 0.0652
-0.0001
flag
USD 2.6925
-0.0005

როგორია განათლების მინისტრის ხედვა ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიონალი კადრების მიწოდებისთვის - მალე ქვეყანაში რამდენიმე ახალი პროფესიული სასწავლებელიც გაიხსნება

news image

პროფესიონალი კადრების მომზადება მთავრობის პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ მიზნით საკანონმდებლო და პრაქტიკულ დონეზე ბევრი ცვლილებაც განხორციელდა. ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კითხვის პასუხად განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ განაცხადა.

მინისტრის განმარტებით, არსებული გამოწვევების საპასუხოდ მთავრობამ ბიზნესს პროცესებში მაქსიმალურად ინტეგრირება შესთავაზა და ამ თანამშრომლობის წარმატებული ქეისებიც უკვე სახეზეა.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანია და სწორედ ამიტომ მთავრობა განსაკუთრებით მუდმივ კომუნიკაციაშია ბიზნესთან. ეკონომიკის განვითარებაში, რა თქმა უნდა, ბიზნესის განვითარებას ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს, და როგორც საკანონმდებლო დონეზე, ასევე მუდმივ კომუნიკაციაშიც, მთავრობა აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ქვეყანაში ბიზნესის განვითარებას მაქსიმალური ხელშეწყობა ჰქონდეს. ამ კუთხით, რა თქმა უნდა, არის გარკვეული გამოწვევები კონკრეტულ პროფესიებთან მიმართებაში. სწორედ ამიტომ, მთლიანად მთავრობის, მთავრობის მეთაურის მხრიდან და, შესაბამისად, ჩვენი სამინისტროს კონტექსტშიც, ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას პროფესიული განათლების განვითარება წარმოადგენს.

ბოლო წლების განმავლობაში მივიღეთ შესაბამისი ცვლილებები, როგორც საკანონმდებლო დონეზე, ასევე პრაქტიკული თვალსაზრისით, და მინდა გითხრათ, რომ ეს კომპონენტი განსაკუთრებულ პრიორიტეტში გვყავს აყვანილი.

აქვე გეტყვით ციფრებს, თუ, მაგალითად, რამდენიმე წლის წინ პროფესიული სასწავლებლის დამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი დაახლოებით 24%-ს შეადგენდა, 2024 წლის მონაცემებით ეს მაჩვენებელი 79%-ზე მეტია. არის კოლეჯები, სადაც პროფესიული სასწავლებლის კურსდამთავრებულთა თითქმის 100%-იანი დასაქმება ფიქსირდება.

რა გამოიწვია ეს და რატომ გვაქვს ეს შედეგები? ეს გამოიწვია ორმა ფაქტორმა:

პირველი - ის სასწავლო პროგრამები, რომელსაც პროფესიული სასწავლებლები სთავაზობენ დაინტერესებულ პირებს, დაფუძნებულია ბაზარზე მოთხოვნად პროგრამებზე, რაც განისაზღვრება რეგულარული ბაზრის კვლევებით. ანუ რა პროფესიების საჭიროება არსებობს, ამას მუდმივად ვიკვლევთ. ამ პროცესში აქტიურად არის ჩართული ეკონომიკის სამინისტროც, და მათგან მიღებული ინფორმაცია ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ისევე როგორც ყველა მუნიციპალიტეტს აქვს თავისი სპეციფიკა, აქაც ადგილობრივ ხელისუფლებასთან ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ, და ეს პროცესები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

მეორე მომენტი და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი: ჩვენ კერძო სექტორს, ბიზნესს, ვაჩვენეთ, რომ ეს პროცესი ვერ იქნება განყენებულად მხოლოდ სახელმწიფოს მიერ მართული. ამიტომ შევთავაზეთ მათ მაქსიმალურად ინტეგრირებულიყვნენ ამ პროცესში - შემოვიდნენ პროპორციული წილით ამ აქტივობებში და რეალურად იმ კადრების გადამზადებაზე ვიყოთ ორიენტირებული, რომელიც ბიზნესისთვის საჭიროა.  შესაბამისად ამ პროფესიული სასწავლებლის წარმატებით დასრულების შემდეგ ისინი უნდა ავტომატურად დასაქმდნენ შესაბამის ბიზნეს მიმართულებებზე“, - აღნიშნა მინისტრმა

გივი მიქანაძეს ბიზნესისა და საჯარო სექტორის ერთობლივი მუშაობის წარმატებული მაგალითიც მოჰყავს და მიაჩნია, რომ ინიციატივამ გაამართლა.

„ორიოდე დღის წინ ვიმყოფებოდი ზესტაფონში, სადაც მდებარეობს პროფესიული სასწავლებელი „კონსტრუქტორი“. ამ პროფესიულ სასწავლებელში თანადაფინანსებით არის წარმოდგენილი კომპანია BK Construction, რომელიც ძირითადად სამშენებლო სექტორის მიმართულებით კადრების აღზრდასა და განვითარებას ხელს უწყობს. მინდა გითხრათ, რომ თითქმის 100%-იანი დასაქმება აქვს ყველა იმ კადრს, რომელიც ყოველწლიურად სხვადასხვა მიმართულებით მზადდება ამ სექტორში. ამიტომ ჩვენთვის ეს მიმართულებები პრიორიტეტულია. 

უახლოეს დღეებში პრემიერ-მინისტრთან ერთად გავხსნით ორ ახალ პროფესიულ სასწავლებელს. ერთი ბოლნისის პროფესიული კოლეჯია, ხოლო მეორე ბორჯომის პროფესიული კოლეჯი, რომელიც უკვე შემდეგი წლიდან აქტიურად დაიტვირთება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, იმ პროფესიებისა და უნარების გაღრმავების თვალსაზრისით, რაც საჭიროა კონკრეტული დაინტერესებული პირებისთვის, განსაკუთრებით კი რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისთვის, რათა მათი დასაქმება იყოს კონკურენტუნარიანი.

ამიტომ, ამ კუთხით, შემიძლია სრული პასუხისმგებლობით დაგარწმუნოთ, რომ გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია ბიზნესთან. რა თქმა უნდა, არსებობს გარკვეული გამოწვევები და ამ მიმართულებით მარტო ქვეყნის შიგნით არ ვმუშაობთ - გვყავს უცხოელი პარტნიორებიც. გარკვეული მეთოდოლოგიების მიხედვით, სხვადასხვა მიმართულებით პროცესებს კიდევ უფრო ვაუმჯობესებთ და ვხვეწთ.

აქედან გამომდინარე, ეს მიმართულება პრიორიტეტად რჩება. ამას მოწმობს ისიც, რომ შარშან უკვე საპილოტედ დავიწყეთ სკოლებში ინტეგრირებული პროგრამების განხორციელება, რაც დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, რომ ორი წლის განმავლობაში გაიარონ პროფესიული გადამზადება და სკოლის დამთავრებასთან ერთად, ატესტატთან ერთად, მიიღონ კონკრეტული პროფესიის დამადასტურებელი დიპლომი. მათ უკვე შეეძლებათ, დარეგისტრირდნენ ინდმეწარმედ, დააფუძნონ საკუთარი შპს და თავიანთ საქმიანობას შეუდგნენ,“ - განმარტავს განათლების მინისტრი.

მისივე თქმით, ხელისუფლება და სამინისტრო ქვეყანაში პროფესიონალი კადრების მომზადებისთვის კიდევ უფრო მეტ ინვესტირებას და აქტივობას განახორციელებს.

„მინდა გითხრათ, რომ კერძო სასწავლებლების განვითარების კუთხითაც უცხოელი ინვესტორები დაინტერესებულნი არიან და მალე გვექნება ერთ-ერთი საკმაოდ მსხვილი კომპანიის ინვესტირება საქართველოში - სწორედ პროფესიული სასწავლებლების განვითარების და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვის მიმართულებით,“ - ამბობს მინისტრი.

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image არცერთი ინვესტორი არ დააბანდებს ინვესტიციას არაპროგნოზირებად ქვეყანაში, “ჯორჯია მეტალის”გახსნის ფაქტორი იყო რწმენა, რომ ქვეყანა სწორი გზით ვითარდება და ხელისუფლება უზრუნველყოფს ინვესტორებისთვის ჯანსაღ გარემოს - გიორგი ანთაძე

08.09.2025.18:51

,,არცერთი ინვესტორი არ დააბანდებს ინვესტიციას არაპროგნოზირებად ქვეყანაში, “ჯორჯია მეტალის”გახსნის ფაქტორი იყო რწმენა, რომ ქვეყანა სწორი გზით ვითარდება და ხელისუფლება უზრუნველყოფს ინვესტორებისთვის ჯანსაღ გარემოს", - აცხადებს  გიორგი ანთაძე “ჯორჯია მეტალის” წარმომადგენელი. 

ცნობისთვის, ზესტაფონში „ჯორჯია მეტალის“ ქარხანა 5 სექტემბერს გაიხსნა. ღონისძიებას მთავრობის წევრებთან ერთად პრემიერ-მინისტრი დაესწრო. 

„დღეს ჩვენ ოფიციალურად ვხსნით ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან, ინუსტრიულ ობიექტს. მეტალურგიული ქარხანა „ჯორჯია მეტალი“ წარმატებული ქართული ინვესტიციის ნამდვილი მაგალითია. საწარმო არის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, პროფესიონალთა გუნდით და ევროპული სტანდარტების შესაბამისი ხარისხით უზრუნველყოფილი და ის არის მზად იყოს კონკურენტუნარიანი არამხოლოდ ადგილობრივ არამედ საერთაშორისო ბაზრებზეც. ქარხნის მასშტაბი მართლაც შთამბეჭდავია. ჩვენ დღეს გვქონდა ქარხნის დათვალიერების შესაძლებლობა. მისი წლიური წარმადობა არის 400 ათასი ტონა არმატურა, რაც მას აქცევს ქვეყნის ერთ-ერთ მსხვილ ინდუსტრიულ ობიექტად. კომპანიის სტრატეგიული მიზანი კიდევ უფრო ამბიციურია. შემდეგი ეტაპი ფოლად სადნობი საამქროს მშენებლობის დასრულების შემდეგ სრულად დააკმაყოფილებს შიდა ბაზრის მოთხოვნას არმატურაზე, რაც არის ბუნებრივია არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არა მხოლოდ იმპორტის საჭიროებას მოხსნის არამედ შექმნის მყარ საფუძველს პროდუქციის საექსპორტო ბაზრებზე გასასვლელად, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური სუვერენიტეტის კიდევ უფრო მეტად გამტკიცებას ნიშნავს. ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია ამ პროექტის სოციალური განზომილება. დღეს აქ 400-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, საიდანაც 90%-ზე მეტი არის ადგილობრივი, ზესტაფონის მკვიდრი. გაფართოების შემდეგ ეს რიცხვი 1000-მდე გაიზრდება. ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ადამიანური კაპიტალის გაძლიერება, ინფრასტრუქტურული განვითარება - ახალ შესაძლებლობებს და მნიშვნელოვან სტიმულს შექმნის რეგიონის სოციალური და ეკონომიკური გაძლიერებისთვის. ასეთი მასშტაბური პროექტების უკან ყოველთვის დგას კონკრეტული ადამიანების ხედვა და პატრიოტიზმი. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო კომპანიის დამფუძნებლებს: ავთანდილ გოცაძეს და ზურაბ ღიბრაძეს. მადლობა თქვენ ამ არაჩვეულებრივი პროექტის განხორციელებისთვს, მადლობა თქვენი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისთვის. ეს პასუხისმგებლობა გამოიხატება ასევე სხვა მიმართულებითაც. მეორე კომპანიამ, რომელიც არის თქვენს მიერ დაფუძნებული ჯითიემ გრუპმა ბოლო წლების განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტში 32 მლნ ლარზე მეტი შეიტანა. თქვენი საქმიანობა არის მაგალითი იმის, თუ როგორ შეუძლია ქართულ ბიზნესს ეროვნული მნიშვნელობის პროექტების განხორციელება. ასევე მე მინდა მადლობა გადავუხადო პროექტის ფინანსურ პარტნიორს, საქართველოს ბანკს, ბატონ არჩილ გაჩეჩილაძეს, რომელიც დღეს ჩვენთან ერთად არის. რომელიც მხარში დაუდგა ამ ეროვნული მნიშვნელობის საქმეს. მადლობა თქვენ კიდევ ერთხელ. ჩვენი მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ქვაკუთხედი სწორედ ასეთ ეროვნულ კაპიტალზე დაფუძნებულ თანამედროვე და ექსპორტზე ორიენტირებული წარმოების განვითარების ხელშეწყობაა. ასეთი პროექტები მნიშვნელოვან როლს თამაშობს  ჩვენი ეკონომიკის შემდგომ განვითარებაში. თქვენ მოგეხსენებათ, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში, განსაკუთრებით ბოლოს 4 წლის განმავლობაში ჩვენ გაქვს  მაღალი ეკონომიკური ზრდა და რა თქმა უნდა ეს ქმნის საუკეთესო საფუძველს იმისათვის, რომ ჩვენ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ბიზნესის განვითარებას, წარმოების განვითარებას, და კონკრეტულად ინდუსტრიული წარმოების განვითარებას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა