როგორია ჩინეთისა და საქართველოს მიმდინარე სავაჭრო მაჩვენებლები
ჩინეთიდან იმპორტმა, 2025 წლის 9 თვის მაჩვენებლებით 1 430 600.0 ათასი დოლარი შეადგინა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი აღნიშნული მაჩვენებელი 1 194 580.0 ათას დოლარს შეადგენდა. წლიურ ჭრილში იმპორტის ზრდა 20%-ის დონეზეა. საქსტატის ინფორმაციით, წელს ჩინეთიდან ყველაზე მეტი ღირებულებით ქვეყანაში შემოსული პროდუქტი ჰაერის კონდიცირების მოწყობილობებია.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო ჩინეთიდან ყიდულობს:
2025 წლის სამი კვარტალის მაჩვენებლებით ჩინეთში ექსპორტიდან საქართველომ 216 915.0 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან 7%-იანი კლებაა. 2024 წლის 9 თვეში საქართველომ ჩინეთში ექსპორტზე 233 527.0 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია გაიტანა. მიმდინარე სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, საქართველოდან ჩინეთში განხორციელებულ ექსპორტში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატებია.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო ჩინეთის ბაზარზე ყიდის:
სხვა სიახლეები
ლარის კურსი დოლართან გამყარდა
07.11.2025.17:04
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1272 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.7075 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7075 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს 2.7089 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0014 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1272 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1193 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0079 ლარი შეადგინა.