მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7092.8
0.0025
flag
AZN 1.5911
-0.0001
flag
CNY 38.179
0.0111
flag
EUR 3.1204
-0.0019
flag
GBP 3.5503
0.0081
flag
KZT 52.19
0.0014
flag
TRY 0.0637
0
flag
USD 2.7052
-0.0004

როგორია აშშ-სა და საქართველოს მიმდინარე სავაჭრო ურთიერთობები

news image

აშშ-ში ექსპორტი კლებას, ხოლო იმპორტი ზრდას აჩვენებს. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველომ ექსპორტზე 71 469.4 ათასი დოლარის პროდუქცია გაიტანა, მაშინ როდესაც 2024 წლის 10 თვეში აშშ-ში ექსპორტი 132 089.9 ათასი დოლარის დონეზე იყო. შესაბამისად წლიურ ჭრილში ექსპორტი 46%-ით არის შემცირებული.

საქართველოდან აშშ-ში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი ფეროშენადნობებია.

TOP  5 პროდუქტი, რასაც საქართველო აშშ-ში ყიდის:

  • ფეროშენადნობები - 21 723.3 ათასი დოლარი;
  • მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, უნაკერო, შავი ლითონისაგან - 11 152.1 ათასი დოლარი;
  • საფრენი აპარატების ნაწილები - 8 783.0 ათასი დოლარი;
  • ფანერა დაწებებული, პანელები ხის დაფანერებული და ანალოგიური მასალები შერეული მერქნისაგან​ - 5 271.0 ათასი დოლარი;
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - 4 904.9 ათასი დოლარი;

2025 წლის 10 თვის მაჩვენებლებით, აშშ-დან იმპორტმა 2 271 809.6 ათასი დოლარი შეადგინა, რაც 2024 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან 35%-ით არის გაზრდილი. 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველომ აშშ-დან 1 678 128.2 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია იყიდა. 

TOP  5 პროდუქტი, რასაც საქართველო აშშ-დან ყიდულობს:

  • მსუბუქი ავტომობილები - 1 881 717.8 ათასი დოლარი;
  • სურათები, ნახატები და პასტელები, ხელით შესრულებული - 167 613.2 ათასი დოლარი;
  • ძრავები ტურბორეაქტიული და ტურბოხრახნიანი, ტურბინები აირის სხვა - 30 763.2 ათასი დოლარი;
  • ქანდაკებების და სტატუეტების დედნები ნებისმიერი მასალისაგან - 30 569.8 ათასი დოლარი;
  • თხილი და სხვა კაკალი - 29 795.6 ათასი დოლარი;

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image თბილისში მერიის ხელშეწყობით, ჯამში 198 ელექტრომობილის სწრაფი დასამუხტი სადგურის დამონტაჟება იგეგმება

25.11.2025.17:33

დედაქალაქში ელექტრომობილების სწრაფი დამტენების მონტაჟი გრძელდება. თბილისის საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილი ელექტრომობილების დამტენი, რომელიც კომპანიამ „მარტივი“ დაამონტაჟა, დღეს თბილისის მერმა დაათვალიერა. მასთან ერთად ადგილზე ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე და ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ნინი ბაგაშვილი იმყოფებოდნენ.

კახა კალაძემ კომპანიას თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. ამასთან, კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ მნიშვნელოვან ღონისძიებებს, რასაც მუნიციპალიტეტი დედაქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ატარებს.

„ელექტრომობილების წახალისება ჩვენთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი მიმართულებაა. მათ მფლობელებს საკმაოდ ბევრი შეღავათი აქვთ, განბაჟებას უფასოდ აკეთებენ, ქალაქში პარკირებაც უფასო აქვთ. რაც შეეხება ელექტროდამტენებს, ჩვენ სწრაფი დამტენების დამონტაჟებასთან დაკავშირებით თებერვალში ტენდერი გვქონდა გამოცხადებული. იყო სამი ლოტი და ორი გამარჯვებული კომპანია გვყავს. მათ შორის, ორ ლოტში გაიმარჯვა კომპანიამ „მარტივი“. სწორედ მათ მიერ დამონტაჟებული ერთ-ერთი დამტენი დავათვალიერეთ დღეს. კომპანიას ტენდერის პირობების თანახმად, 130 ელექტროდამტენის დამონტაჟების ვალდებულება აქვს და აქედან ნახევარზე მეტი სხვადასხვა არეალში უკვე დამონტაჟებულია. ძალიან მარტივია მათი გამოყენება  მობილური აპლიკაციის გადმოწერის შემდეგ. ჩვენ დედაქალაქში კონკრეტული ადგილები გვაქვს, სადაც სწრაფი დამტენებია დამონტაჟებული. ასევე, სპეციალურად ელექტრომობილებისთვის პარკინგსივრცეები გვაქვს მოწყობილი, სადაც უფასოდ დაპარკინგება და დატენვაა შესაძლებელი.

ზოგადად, იცით, რომ მუნიციპალიტეტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ სუფთა ჰაერი გვქონდეს, განვახორციელეთ მთელი რიგი რეგულაციები სამშენებლო მიმართულებით, განვაახლეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც თავისი გამონაბოლქვით აბინძურებდა გარემოს. დღეს, თბილისის მოსახლეობას ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსები და მიკროავტუბესები ემსახურება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისში ელექტრომობილების დამტენების ქსელის მოწყობა მიზნად ისახავს ეკომეგობრული და თანამედროვე გადაადგილების სტანდარტის შექმნას.

2025 წლის თებერვალში თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ ჩატარებული აუქციონის ფარგლებში, დედაქალაქში, ჯამში, 198 ელექტრომობილის სწრაფი დასამუხტი სადგურის დამონტაჟება იგეგმება.

 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა