მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7098.1
-0.0024
flag
AZN 1.5741
-0.0005
flag
CNY 38.756
-0.0013
flag
EUR 3.148
-0.0086
flag
GBP 3.6067
-0.0042
flag
KZT 53.78
-0.0059
flag
TRY 0.061
-0.0002
flag
USD 2.676
-0.0009

როგორია აშშ-სა და საქართველოს სავაჭრო ურთიერთობები

news image

საქართველოსა და აშშ-ს სავაჭრო ურთიერთობები მზარდია. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ აშშ-ში 8,599.60 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია გაიტანა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 6,401.47 ათასი დოლარის, შესაბამისად ზრდა 34%-ია.

საქართველოდან აშშ-ში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი მილებია, რომელზეც ამ ქვეყანაში ექსპორტის 25%-ი მოდის.

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო აშშ-ში ყიდის:

  • მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, უნაკერო, შავი ლითონისაგან - 2,133.05 ათასი დოლარი;
  • საფრენი აპარატების ნაწილები - 1,648.02 ათასი დოლარი;
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - 1,358.70 ათასი დოლარი;
  • ხილისა და ბოსტნეულის წვენები - 708.99 ათასი დოლარი;
  • დანარჩენი საქონელი - 703.00 ათასი დოლარი;

რაც შეეხება აშშ-დან იმპორტს ის 91%-ითაა გაზრდილი. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ აშშ-დან 478,259.97 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქციის იმპორტი განახორციელა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 250,431.44 ათასი დოლარის.  აშშ-დან საქართველოში ნომერ პირველი საიმპორტო პროდუქტი  სურათები და ნახატებია. მასზე აშშ-დან იმპორტის 48%-ი მოდის. 

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო აშშ-დან ყიდულობს:

  • სურათები, ნახატები და პასტელები, ხელით შესრულებული - 227,958.47 ათასი დოლარი;
  • მსუბუქი ავტომობილები - 193,495.53 ათასი დოლარი;
  • ქანდაკებების და სტატუეტების დედნები ნებისმიერი მასალისაგან - 30,663.54 ათასი დოლარი;
  • თხილი და სხვა კაკალი - 4,699.10 ათასი დოლარი;
  • სატვირთო ავტომობილები - 1,821.48 ათასი დოლარი;
     
news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image მზად ვართ დამატებითი ინვესტიციები განვახორციელოთ, რათა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობა 4 მლნ მგზავრამდე გავზარდოთ – თეა ზაქარაძე

20.02.2026.18:36

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia ბათუმის აეროპორტის მასშტაბურ გაფართოებას გეგმავს. როგორც კომპანიის გენერალური მენეჯერი, თეა ზაქარაძე აცხადებს, 2025 წელს აეროპორტი 1,2 მილიონი მგზავრი მოემსახურა, მაშინ როცა ტერმინალის მაქსიმალური სიმძლავრე 1,4 მილიონია.

გაფართოების შემდეგ, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 4 მილიონ მგზავრზე იქნება გათვლილი.

„წარმოვადგინეთ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტი. მოგეხსენებათ, 2025 წელი საკმაოდ წარმატებული იყო აეროპორტისთვის - წელი ჩავხურეთ 1,2 მილიონი მგზავრით. ტერმინალის გამტარუნარიანობა 1,4 მილიონია, შესაბამისად, სასწრაფოდ არის დასაწყები გაფართოების სამუშაოები. პროექტი დაგვეხმარება უფრო სწორი დაგეგმვის განხორციელებაში და საშუალებას მოგვცემს, სახელმწიფოსთან ერთად საუკეთესო აეროპორტი გავაკეთოთ - გავაფართოვოთ არსებული ტერმინალი და ავაშენოთ ახალი ტერმინალი. ამის შესაძლებლობა ბათუმში არსებობს, და ჩვენ მზად ვართ განვახორციელოთ დამატებითი ინვესტიციები, რათა არსებული ტერმინალის გამტარუნარიანობა 4 მილიონ მგზავრამდე გავზარდოთ“, - აცხადებს თეა ზაქარაძე.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის უკან ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მმართველმა კომპანია TAV Georgia-მ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს აეროპორტის გაფართოების გეგმა წარუდგინა. სამუშაო შეხვედრაზე, რომელშიც მარიამ ქვრივიშვილთან ერთად მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი, ასევე სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, აეროპორტების გაერთიანებისა და „საქაერონავიგაციის“ ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ, დეტალურად იმსჯელეს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების საჭიროებებზე, რაც მგზავრთნაკადის აქტიურ ზრდას უკავშირდება.
შეხვედრაზე კომპანიის მიერ წარმოდგენილი კონცეპტუალური ხედვის თანახმად, იგეგმება როგორც არსებული ტერმინალის გაფართოება, ისე ახალი ტერმინალის მშენებლობა. პროექტი აეროპორტის სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასაც ითვალისწინებს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტზე აქტიური მუშაობა გაგრძელდება.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, „იგლ ჰილსის“ ისტორიული პროექტი, რომელიც აჭარის რეგიონში განხორციელდება, ბათუმის აეროპორტს სრულიად ახალ სიცოცხლეს შესძენს - შეიქმნება ახალი მიზიდულობის ცენტრი აჭარის ოთხსეზონიან ტურისტულ მიმართულებად ჩამოყალიბებისთვის, რაც უდიდეს გავლენას იქონიებს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ფუნქციონირებაზე, ავიარეისებისა და მგზავრთნაკადის ზრდაზე.
აღსანიშნავია, რომ 2025 წელი იყო უპრეცედენტოდ გამორჩეული იყო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტისთვის, რადგან პირველად ისტორიაში, აეროპორტში წლიურმა მგზავრთნაკადმა რეკორდულ მაჩვენებელს - 1 230 200 მგზავრს მიაღწია, რაც 29%-ით აღემატებოდა 2024 წლის მონაცემებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა