როგორია აშშ-სა და საქართველოს სავაჭრო ურთიერთობები
საქართველოსა და აშშ-ს სავაჭრო ურთიერთობები მზარდია. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ აშშ-ში 8,599.60 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია გაიტანა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 6,401.47 ათასი დოლარის, შესაბამისად ზრდა 34%-ია.
საქართველოდან აშშ-ში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი მილებია, რომელზეც ამ ქვეყანაში ექსპორტის 25%-ი მოდის.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო აშშ-ში ყიდის:
რაც შეეხება აშშ-დან იმპორტს ის 91%-ითაა გაზრდილი. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ აშშ-დან 478,259.97 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქციის იმპორტი განახორციელა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 250,431.44 ათასი დოლარის. აშშ-დან საქართველოში ნომერ პირველი საიმპორტო პროდუქტი სურათები და ნახატებია. მასზე აშშ-დან იმპორტის 48%-ი მოდის.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო აშშ-დან ყიდულობს:
სხვა სიახლეები
2026 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, საშუალო გასაქირავებელი ფასი წლიურ ჭრილში 3%-ით შემცირდა და კვ.მ-ზე $10.1 შეადგინა - TBC Capital
04.11.2026.19:00
TBC Capital-ი განახლებულ პუბლიკაციას ,,თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონება: ყოველთვიური მიმოხილვა" აქვეყნებს. ანგარიშში მიმოხილულია ბაზრის ძირითადი ტენდენციები და სამომავლო პერსპექტივები. ,,2026 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის მოცულობამ $3,061 მილიონი შეადგინა და წლიურად 23%-ით გაიზარდა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდის ტემპის შესამჩნევ აჩქარებაზე მიუთითებს.
იმავე პერიოდის განმავლობაში, საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციების რაოდენობა თბილისში წლიურად 18%-ით გაიზარდა და 34,434 ერთეული შეადგინა.
2026 წლის ცხრა თვის განმავლობაში ბინების საშუალო გასაყიდმა ფასმა კვ.მ-ზე $1,353 შეადგინა, რაც წლიურად 4%-იან ზრდას წარმოადგენს.
2026 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, საშუალო გასაქირავებელი ფასი წლიურ ჭრილში 3%-ით შემცირდა და კვ.მ -ზე $10.1 შეადგინა. ასევე, უძრავი ქონების ამონაგები წლიურად 0.6 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 8.2%-ს მიაღწია.
2026 წლის ცხრა თვეში ბაზარზე პოტენციური მიწოდება, რომელსაც გაცემული სამშენებლო ნებართვებით გათვალისწინებული საცხოვრებელი ფართობი ასახავს, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10%-ით შემცირდა და დაახლოებით 854,000 კვ.მ შეადგინა", - აღნიშნულია ანგარიშში.