როგორია აშშ-დან საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტატისტიკა
ბოლო წლების სტატისტიკით აშშ-დან საქართველოში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია 2022 წელს, ხოლო ყველაზე ცოტა - 2021 წელს განხორციელდა.
საქსტატის ინფორმაციით, 2022 წელს აშშ-დან საქართველოში 176.5 მლნ დოლარის უცხოური ინვესტიცია განხორციელდა. ეს მონაცემები კი 2021 წლის მაჩვენებლებთან 834%-ით არის გაზრდილი.
თუ სტატისტიკურ მაჩვენებლებს დავაკვირდებით სახეზეა, რომ აშშ-დან საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადი პანდემიამდე მზარდი იყო.
რა მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა აშშ-დან საქართველოში:
დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2022 წელს 2 097.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2021 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 1.7-ჯერ მეტია, ხოლო 2022 წლის წინასწარ მონაცემებს 4.9 პროცენტით აღემატება.
სხვა სიახლეები
გასულ წელს კიდევ უფრო განვამტკიცეთ საქართველოში მშვიდობა, სუვერენიტეტი, გავაძლიერეთ ეკონომიკა, გასული წელი იყო გარდამტეხი სახელმწიფო მმართველობის სისტემის დახვეწისა და სამართლის უზენაესობის გამტკიცების თვალსაზრისითაც - პრემიერი
01.01.2026.01:38
ახალ წელს გილოცავთ თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს, უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მცხოვრებ ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს, - აღნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საახალწლო მილოცვაში.
მთავრობის მეთაურის თქმით, 2025 წელი იყო სირთულეებით სავსე, თუმცა, ამავდროულად წარმატებული საქართველოსთვის.
„გილოცავთ პედაგოგებს, ექიმებს, ხელოვანებს, საჯარო მოსამსახურეებს, ჯარისკაცებს, პოლიციელებს, მოსამართლეებს, პროკურორებს, უსაფრთხოების სტრუქტურების წარმომადგენლებს, მეწარმეებს, ფერმერებს, გლეხებს, მუშებს, ყველა პროფესიის წარმომადგენლებს.
ახალი წელი არის დღესასწაული, რომელსაც ოცნებების ასრულებისა და მიზნების შესრულების იმედით ვეგებებით. სწორედ ამას გისურვებთ თითოეულ თქვენგანს და თქვენს ოჯახებს - ოცნებების ახდენას და ყველა დასახული მიზნის მიღწევას.
2025 წელი იყო სირთულეებით სავსე, თუმცა, ამავდროულად წარმატებული ჩვენი ქვეყნისთვის. გასულ წელს, ჩვენ კიდევ უფრო განვამტკიცეთ საქართველოში მშვიდობა, განვამტკიცეთ საქართველოს დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, გავაძლიერეთ ქართული ეკონომიკა, რომელიც ისტორიაში პირველად 100 მილიარდს გადასცდა. გასული წელი იყო გარდამტეხი სახელმწიფო მმართველობის სისტემის დახვეწისა და სამართლის უზენაესობის გამტკიცების თვალსაზრისითაც.
2025 წელს ჩაყრილი საფუძველი ქმნის იმის მყარ წინაპირობას, რომ მომავალი წელი საქართველოსთვის კიდევ უფრო წარმატებული იქნება“, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.