როგორი სავაჭრო ურთიერთობები აქვს საქართველოსა და თურქეთს - 8 თვის სტატისტიკა
თურქეთიდან იმპორტი 1%-ით არის გაზრდილი, ხოლო ექსპორტი 35%-იან კლებას აჩვენებს. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ თურქეთიდან 1 779 774.6 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია იყიდა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 1 767 826.0 ათასი დოლარის. თურქეთიდან საქართველოში ნომერ პირველი პროდუქტი, რომელიც ყველაზე მეტი ღირებულებით შემოდის წამლებია.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო თურქეთიდან ყიდულობს:
რაც შეეხება თურქეთში ექსპორტს, 2025 წლის იანვარ-აგვისტოს მაჩვენებლებით 209 898.4 ათასი დოლარი შეადგინა, ხოლო 2024 წელს ანალოგიურ პერიოდში კი 320 640.1 ათასი დოლარი. საქართველოდან თურქეთში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი მაისურებია.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო თურქეთში ყიდის:
დღის ტოპ 10 სიახლე
თბილისის ავტოპარკის განვითარების პროექტი - „თეგეტამ“ დედაქალაქს MAN-ის 200 ერთეული ავტობუსი მიაწოდა
სხვა სიახლეები
15.10.2025.17:00
2025 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ 49 617.8 ათასი დოლარის ღირებულების 87 588.7 ტონა შაქარი იყიდა. ეს მაჩვენებლები კი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან თითქმის 2%-ით ნაკლებია. 2024 წლის 8 თვეში საქართველოში შაქრის იმპორტმა 89 009.8 ტონა შეადგინა.
საქართველოსთვის შაქრის მთავარი იმპორტიორი ქვეყანა ბრაზილიაა. სწორედ ბრაზილიაზე მოდის საქართველოში იმპორტირებულის შაქრის 24,5%-ი.
TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო შაქარს ყიდულობს:
ბრაზილია - 21 500.0 ტონა;
პოლონეთი - 18 626.3 ტონა;
საფრანგეთი - 17 618.5 ტონა;
ნიდერლანდები - 12 089.5 ტონა;
უკრაინა - 7 155.6 ტონა;
2024 წელს ქვეყანამ 135 233.5 ტონა შაქარი იყიდა, 2023 წელს კი 144 727.5 ტონა.