როგორი სავაჭრო ურთიერთობები აქვს საქართველოსა და ლუქსემბურგს
2025 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ ლუქსემბურგში 22.1 ათასი დოლარის პროდუქცია გაყიდა. ეს მაჩვენებლები კი გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან 47%-იანი კლებაა, რადგანაც 2024 წლის 8 თვეში საქართველომ ლუქსემბურგში ექსპორტზე 41.6 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია გაგზავნა.
საქსტატის ინფორმაციით, საქართველომ ლუქსემბურში წელს სულ 2 პროდუქტი გადაზიდა, სადაც წამყვანი საექსპორტო პროდუქტი ღვინოებია.
პროდუქტები, რასაც საქართველო ლუქსემბურგში ყიდის:
რაც შეეხება ლუქსემბურგიდან იმპორტს, ის რვა თვის მაჩვენებლებით 2 059.8 ათასი დოლარის დონეზეა. 2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ ლუქსემბურგიდან 4 187.3 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა. მიმდინარე მაჩვენებლები კი იმპორტის 51%-ინ კლებას გულისხმობს.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო ლუქსემბურგიდან ყიდულობს:
სხვა სიახლეები
19.08.2026.12:30
საქსტატი განახლებულ პუბლიკაციას ,,სამუშაო ძალის მაჩვენებლები - 2026 წლის II კვარტალი" აქვეყნებს.
ანგარიშის თანახმად, 2026 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 13.8 პროცენტი შეადგინა. 2026 წლის II კვარტალში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.8 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 53.3 პროცენტით განისაზღვრა, ხოლო დასაქმების დონე 0.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 46.0 პროცენტი შეადგინა. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში 0.8 პროცენტული პუნქტითაა შემცირებული, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში - 0.7 პროცენტული პუნქტით. დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 0.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 1.4 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად 46.7 პროცენტს და 45.0 პროცენტს შეადგენს.2026 წლის II კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, უმუშევრობის დონე საქალაქო ტიპის დასახლებებში შემცირებულია 1.7 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 1.3 პროცენტული პუნქტით.
უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2026 წლის II კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში შემცირებულია 0.9 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში - 0.2 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად 11.3 პროცენტს და 15.7 პროცენტს შეადგენს.
სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2026 წლის II კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 42.2 პროცენტს, ხოლო კაცებში 66.3 პროცენტს შეადგენს. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებში შემცირებულია 1.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში გაზრდილია 0.1 პროცენტული პუნქტით.
2026 წლის II კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დასაქმების დონე ქალებში შემცირებულია 0.9 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში გაზრდილია 0.2 პროცენტული პუნქტით.