როგორი მოთხოვნაა საქართველოში Geely-ს მარკის ავტომობილებზე
2025 წლის მესამე კვარტალის ბოლოსათვის საქართველოში Geely-ს მარკის ავტომობილების რაოდენობამ 315 ერთეული შეადგინა, მაშინ როდესაც 2024 წლის ბოლოსთვის მათი რაოდენობა ქვეყანაში 236 ერთეული იყო. Geely-ს მარკის ავტომობილების შედარებით დიდი რაოდენობა ფიქსირდება თბილისში.
Geely-ს მარკის ავტომობილების რაოდენობა რეგიონების მიხედვით:
Geely, ოფიციალურად ცნობილი როგორც Zhejiang Geely Holding Group Co., Ltd, დაარსდა 1986 წელს ჩინეთის პროვინციაში ჟეჯიანგში, ბიზნესმენი ლი შუფუს მიერ, როგორც მაცივრების დეტალებისა და აქსესუარების მიმწოდებელი კომპანია.
1997 წელს Geely-მ ოფიციალურად დაიწყო საქმიანობა ავტომობილების წარმოების სფეროში, რითაც საკუთარ თავზე აიღო ხედვა - მიეღწია იაფი და ხელმისაწვდომი ავტომობილების წარმოებას, რითიც იგი გახდა პირველი კერძო საკუთრებაში არსებული ავტომწარმოებელი ჩინეთში (სხვა მწარმოებლები ძირითადად სახელმწიფო საკუთრებაში იყვნენ).
სხვა სიახლეები
ამბროლაურის აეროპორტი „ფუძეობას“ განსაკუთრებული პროგრამით შეუერთდება
25.08.2026.12:16
27 აგვისტოს ამბროლაურში, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, სახალხო დღესასწაული „ფუძეობა 2026“გაიმართება, რომლის ერთ-ერთი პარტნიორი წელს პირველად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასთან“ ერთად, ამბროლაურის ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტია.
წლევანდელ ღონისძიებას ამბროლაურის აეროპორტი განსაკუთრებული პროგრამით შეუერთდება. პატარებისთვის სპეციალური საბავშვო სივრცე მოეწყობა, სადაც სტუმრებს სხვადასხვა აქტივობა, თამაში და გასართობი პროგრამა ელოდებათ.
ღონისძიება მდინარე კრიხულას სანაპიროზე, მახალდიანის ქუჩაზე, 15:00 საათზე დაიწყება. „ფუძეობა 2026“-ის მთავარი გზავნილია - „დაუბრუნდი შენს ფუძეს“. დღესასწაულის მიზანი საკუთარ ფუძესთან, მშობლიურ გარემოსა და ტრადიციებთან დაბრუნების იდეის წარმოჩენა და რაჭის კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია.
ფესტივალის ფარგლებში, 15:00-დან 19:00 საათამდე, სტუმრებს ღვინისა და კვების სივრცეები, ლორის პავილიონი, ადგილობრივი მეწარმეების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა და საბავშვო გასართობი სივრცე დახვდებათ.
16:30-დან 19:00 საათამდე გაიმართება ადგილობრივი მუსიკალური და ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი. 18:00 საათზე კი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქეებსა და სხვადასხვა სფეროში დამსახურებულ მოღვაწეებს დააჯილდოებენ.
საღამოს პროგრამა 19:30 საათზე ჯგუფ „ურსას“ კონცერტით , ხოლო 21:00 საათიდან DJ-ის მონაწილეობით გაგრძელდება.