როგორა საქართველოში ტურისტების მაჩვენებლები: მითები და რეალობა - გიორგი აბაშიშვილის ანალიტიკა
მეგობრებო შევხედოთ სტატისტიკას, შევხედოთ საერთაშორისო პლატფორმების შეფასებებს და კონკრეტულ მაჩვენებლებს, რომლებიც უბრალოდ მოტყუების საშუალებას არ გვაძლევენ, - ასე გამოეხმაურა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში Business Insider Georgia-სა და ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელი გიორგი აბაშიშვილი რიგი სუბიექტების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში ტურისტების მაჩვენებელი მნიშვნელოვნადაა შემცირებული.
„თემა, რომელიც არის სპეკულაციების ნაწილი, საუბარი შეეხება ტურიზმის, მგზავრთნაკადს, საქართველოთი ვიზიტორების დაინტერესებას და ასე შემდეგ. როგორ არ იყო მცდელობა საქართველოსთან დაკავშირებით გასული წლის, მაგრამ განსაკუთრებით წლის ბოლო პერიოდში, რომ საქართველო უინტერესო ქვეყანა იყო, საქართველოში ტურისტული სეზონი ჩავარდა. დამაინტერესა და მე ხომ ექსელს გახსენებთ და ასევე Google-ს ძებნის ფუნქციებიც შეგიძლიათ გააუმჯობესოთ და ყველა სეზონი „ვარდებოდა“ საქართველოში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. და ერთისა იგივე ადამიანები საუბრობდნენ იმაზე, რომ ჯერ ზაფხულის სეზონი ვარდებოდა, შემდეგ ზამთრის სეზონი ვარდებოდა, ან პირიქით მონაცვლეობით. ყველაზე საინტერესოა, რომ სტატისტიკა გვეუბნებოდა პირიქით. მოდით შევხედოთ რეალობას და შევხედოთ ციფრებში. პირველი მითი „ასეთი კრიზისი არ გვახსოვს“. ახლა სინამდვილეში რა ხდება, 2025 წლის პირველ კვარტალში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტები და ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი გაიზარდა. საქართველომ 3 თვეში 826 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო (+2,3%), მილიონამდე ტურისტმა იმოგზაურა (+2,2%).
მეორე მითი რაზეც გვესაუბრებიან ეს არის „ტვირთბრუნვის ხარჯზე მივიღეთ ტურიზმის სტატისტიკა“. რეალობა: 2025 წლის იანვარ-აპრილში საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთნაკადი ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა. სამივე საერთაშორისო აეროპორტში 2 მლნ-ზე მეტ მგზავრზე გვაქვს საუბარი, რაც 13%-იანი ზრდაა. მესამე მითი: „ქვეყანა ეკონომიკურ იზოლაციაში ყოველდღიურად ეფლობა". რეალობა: მხოლოდ მიმდინარე წელს ავიაბაზარზე 4 ახალი ავიაკომპანია შემოვიდა British Airways, EasyJet, Edelweiss, Transavia France და 2025 წლის ივნისიდან შემოდის ავიაკომპანია Air Serbia. ავიაკომპანიების დატვირთულობის მაჩვენებელი 90%-ს აჭარბებს. 60-ზე მეტი ავიაკომპანია 120-მდე პირდაპირი მიმართულებით ოპერირებს საქართველოში.
კიდევ ერთი მითი: „მხარჯველუნარიანი ტურისტი, რომელიც სასტუმროების კლიენტია, რა თქმა უნდა დააკლდა თბილისს“. მეგობრებო თუ არ შეგვიძლია ტურისტების მოზიდვა, კონკრეტულ სასტუმროებს ვგულისხმობ და მათ მენეჯმენტს, უფრო აი ის გაერთიანებული მენეჯმენტი, რომ აქვთ ხოლმე - ეგ არ ნიშნავს, რომ არ არიან. მეთოდები, რომ მოძველდა ამას აღიარება უნდა და თანამედროვე დინამიურ ეკონომიკაში მეთოდები ხშირად ძველდება. ამიტომ ხანდახან ფურცვლის ნაცვლად პედია საჭირო, კალკულატორის ნაცვლად ექსელი, სასტუმროების მენეჯმენტის განახლებული ცოდნა და ასე შემდეგ. თუ არადა აგერ EXPEDIA გვეუბნება, რომ რეიტინგში საქართველო მსოფლიოს ყველაზე მოთხოვნად ტურისტული მიმართულებების სამეულშია. და სწორედ დეკემბრიდან მარტამდე საქართველოს მაჩვენებელი 145%-ით გაიზარდა. თბილისთან ერთად პოპულარული მიმართულებებია ბაზელი და ციურიხი.
მითი: „მომხმარებლები აბსოლუტურად აღარ არის“. კიდევ ერთხელ თუ არ ვიცით მომხმარებლების მოზიდვა, თუ რომელიმე კონკრეტულ ჯგუფს დააკლდა მომხმარებელი, არ ნიშნავს, რომ არ არის. შევხედოთ ვითარებას, Airbnb-ით ხომ ვერ მოვიტყუებით? ბრენდირებული სასტუმროების დატვირთულობის კოეფიციენტი 2024 წლის მონაცემებთან შედარებით 4,2%-ით გაიზარდა. (წყარო: STR GLOBAL). Airbnb-ის პლატფორმაზე რეგისტრირებული ობიექტების დატვირთულობის საშუალო კოეფიციენტი 1.5%-ითაა გაზრდილი და საშუალო დღიური ფასი 7,9%-ით გაიზარდა.
მეგობრებო შევხედოთ სტატისტიკას, შევხედოთ საერთაშორისო პლატფორმების შეფასებებს და კონკრეტულ მაჩვენებლებს, რომლებიც უბრალოდ მოტყუების საშუალებას არ გვაძლევენ. ასე, რომ მითია ტურიზმის ჩავარდნა და ასე შემდეგ და რეალობაა, რომ ამ ნაწილს პირიქით ფეხი უნდა ავუწყოთ. მე მეორე პრობლემას ვხედავ, რამდენად მზად ვართ გაზრდილ მოთხოვნებს ვუპასუხოთ“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
11.05.2025.19:07
რა ეკონომიკურ სიახლეებს გაეცნობით მიმდინარე კვირის განმავლობაში | Business Insider Georgia 12 - 16 მაისის კალენდარს გიზიარებთ:
საქსტატის კალენდარი
13 მაისი | საგარეო ვაჭრობის ექსპრეს-მონაცემები (2025 წლის აპრილი)
15 მაისი | სამუშაო ძალის მაჩვენებლები (დასაქმება და უმუშევრობა), (2024 წელი)
15 მაისი | ბრუნვის მოცულობის ინდექსი (2025 წლის მარტი)
15 მაისი | ტურიზმის სატელიტური ანგარიშები (2024 წელი)
16 მაისი | სამაცივრე მეურნეობების გამოკვლევის შედეგები (2025 წლის I კვარტალი)
16 მაისი | სასაკლაოების გამოკვლევის შედეგები (2025 წლის I კვარტალი)
16 მაისი | ელევატორების გამოკვლევის შედეგები (2025 წლის I კვარტალი)
16 მაისი | მეცხოველეობის მაჩვენებლები (2025 წლის I კვარტალი, წინასწარი)
სებ-ის სტატისტიკა
13 მაისი | ცენტრალური ბანკის მიმოხილვა
15 მაისი | ფულადი გზავნილები ქვეყნების მიხედვით
15 მაისი | ფულადი გზავნილები თვეების მიხედვით
15 მაისი | ფულადი გზავნილები სისტემების მიხედვით