როგორ განვითარდა ქვეყანაში IT სფერო და როგორია მოთხოვნა დარგის სპეციალისტებზე - ვაკო თურნავა არსებულ მაჩვენებლებსა და გამოწვევებზე
განათლება - ეს ისეთი სფეროა, რომელიც საკმაოდ სწრაფად იცვლება. ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას პარლამენტის წევრმა ვაკო თურნავამ განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს საქართველოში უკვე გვყავს, სადღაც 30 000 IT დეველოპერი, რომელიც არ არის საკმარისი. ,,სადღაც 4 წლის წინ იყო, სულ რაღაც 5000 სპეციალისტი იყო. 6-ჯერ განვითარდა ეს სფერო. ამერიკას დღეს დაახლოებით ერთი მილიონი პროგრამისტი აკლია, ასევე ერთი მაგდენი აკლია ევროკავშირს, ამიტომ არიან ინდოეთში კომპანიები, რომელსაც 200 000 - 150 000 თანამშრომელი ჰყავთ. საერთაშორისო ტენდენციებს, რომ შევადაროთ ჩვენ რა თქმა უნდა სწავლის კომპონენტის გაძლიერება გვჭირდება, რომ უფრო მეტი ტექ ტალანტი იყოს საქართველოში და უფრო მეტი მიწოდება იყოს. იმიტომ, რომ როგორც გითხარით მოთხოვნა ძალიან დიდია. მაქსიმალურად მნიშვნელოვანია, რომ ხელი შევუწყოთ განათლების კომპონენტს, ვუწყობთ კიდევაც. არის ძალიან ბევრი გრანტები, ძალიან ბევრი სკოლები გაიხსნა, აკადემიები გაიხსნა და ამასთან, რა აქვს ამ პროფესიას, რომ არ არის აუცილებელი 4 წელი ისწავლო, მერე მაგისტრატურა გაიარო და ა.შ - არა, პირიქით შეუძლია უკვე სკოლას, რომ ადამიანი დაამთავრებს, სადღაც 1 წელი ისწავლოს და უკვე ჰქონდეს ჯუნიორ დეველოპერის სტატუსი, რომელიც 2000 ლარის ოდენობის ხელფასს ნიშნავს. რა თქმა უნდა ამ სფეროში 80% ისეთი ხალხი მუშაობს, რომელსაც არასდროს არ ჰქონია ტექთან ურთიერთობა და მე როცა ვიყავი ბიზნესში, მაშინ გვყავდა მსახიობებიც, ბუღალტრებიც და ასე შემდეგ. რადგან მათ იცოდნენ, რომ უფრო მეტად დაფასებული იყო ეს საქმიანობა, ფინანსურად ვგულისხმობ“, - აცხადებს ვატო თურნავა.
სხვა სიახლეები
21.02.2026.03:28
მზად ვართ დამატებითი ინვესტიციები განვახორციელოთ, რათა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობა 4 მლნ მგზავრამდე გავზარდოთ – თეა ზაქარაძე
20.02.2026.18:36
თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia ბათუმის აეროპორტის მასშტაბურ გაფართოებას გეგმავს. როგორც კომპანიის გენერალური მენეჯერი, თეა ზაქარაძე აცხადებს, 2025 წელს აეროპორტი 1,2 მილიონი მგზავრი მოემსახურა, მაშინ როცა ტერმინალის მაქსიმალური სიმძლავრე 1,4 მილიონია.
გაფართოების შემდეგ, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 4 მილიონ მგზავრზე იქნება გათვლილი.
„წარმოვადგინეთ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტი. მოგეხსენებათ, 2025 წელი საკმაოდ წარმატებული იყო აეროპორტისთვის - წელი ჩავხურეთ 1,2 მილიონი მგზავრით. ტერმინალის გამტარუნარიანობა 1,4 მილიონია, შესაბამისად, სასწრაფოდ არის დასაწყები გაფართოების სამუშაოები. პროექტი დაგვეხმარება უფრო სწორი დაგეგმვის განხორციელებაში და საშუალებას მოგვცემს, სახელმწიფოსთან ერთად საუკეთესო აეროპორტი გავაკეთოთ - გავაფართოვოთ არსებული ტერმინალი და ავაშენოთ ახალი ტერმინალი. ამის შესაძლებლობა ბათუმში არსებობს, და ჩვენ მზად ვართ განვახორციელოთ დამატებითი ინვესტიციები, რათა არსებული ტერმინალის გამტარუნარიანობა 4 მილიონ მგზავრამდე გავზარდოთ“, - აცხადებს თეა ზაქარაძე.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის უკან ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მმართველმა კომპანია TAV Georgia-მ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს აეროპორტის გაფართოების გეგმა წარუდგინა. სამუშაო შეხვედრაზე, რომელშიც მარიამ ქვრივიშვილთან ერთად მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი, ასევე სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, აეროპორტების გაერთიანებისა და „საქაერონავიგაციის“ ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ, დეტალურად იმსჯელეს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების საჭიროებებზე, რაც მგზავრთნაკადის აქტიურ ზრდას უკავშირდება.
შეხვედრაზე კომპანიის მიერ წარმოდგენილი კონცეპტუალური ხედვის თანახმად, იგეგმება როგორც არსებული ტერმინალის გაფართოება, ისე ახალი ტერმინალის მშენებლობა. პროექტი აეროპორტის სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასაც ითვალისწინებს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტზე აქტიური მუშაობა გაგრძელდება.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, „იგლ ჰილსის“ ისტორიული პროექტი, რომელიც აჭარის რეგიონში განხორციელდება, ბათუმის აეროპორტს სრულიად ახალ სიცოცხლეს შესძენს - შეიქმნება ახალი მიზიდულობის ცენტრი აჭარის ოთხსეზონიან ტურისტულ მიმართულებად ჩამოყალიბებისთვის, რაც უდიდეს გავლენას იქონიებს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ფუნქციონირებაზე, ავიარეისებისა და მგზავრთნაკადის ზრდაზე.
აღსანიშნავია, რომ 2025 წელი იყო უპრეცედენტოდ გამორჩეული იყო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტისთვის, რადგან პირველად ისტორიაში, აეროპორტში წლიურმა მგზავრთნაკადმა რეკორდულ მაჩვენებელს - 1 230 200 მგზავრს მიაღწია, რაც 29%-ით აღემატებოდა 2024 წლის მონაცემებს.