როგორ გამოვიმუშაოთ Roamingo-ს უფასო ინტერნეტი
მოგზაურობისას ინტერნეტის გამოყენება ხშირად გამოწვევაა, მაგრამ Roamingo მსურველებს შესაძლებლობას აძლევს, რომ ინტერნეტით სრულიად უფასოდ ისარგებლონ.
როგორ შეგიძლია მივიღო გეგაბაიტები სრულიად უფასოდ?
Roamingo-ში შეგიძლია, მოიწვიო მეგობრები და მიიღო 5% ქეშბექი მათი თითოეული შეკვეთიდან, ხოლო შენი მოწვეული მეგობრები Roamingo-ს ბალანსზე 3 ლარს მიიღებენ:
შენი მეგობარი, რომელიც ბმულს გახსნის, საჩუქრად მიიღებს 3 ლარს Roamingo-ს ბალანსზე. იმისთვის, რომ მოიწვიო მეგობრები Roamingo-ში აუცილებელია, რომ ერთი შეკვეთა მაინც გქონდეს შესრულებული.
გამოუყენებელი მეგაბაიტების ბალანსში გადაცვლა
კიდევ ერთი დამატებითი ბენეფიტი, რომელიც გეხმარება კიდევ უფრი იაფად შეიძინო სამოგზაურო ინტერნეტი, არის მეგაბაიტების ბალანსში გადაცვლის საშუალება. თუ მოგზაურობის შემდეგ მეგაბაიტები ვერ ამოწურე და გამოუყენებელი დაგრჩა, შეგიძლია Roamingo-ს ბალანსში გადაცვალო. ბალანსით კი შემდეგი მოგზაურობისთვის სასურველი ინტერნეტ პაკეტი შეიძინო. გამოუყენებელი მეგაბაიტების ბალანსში გადაცვლით სამოგზაურო ინტერნეტს კიდევ უფრო იაფად შეიძენ.
გარდა ამისა, Roamingo-ში მუდმივად ნახავ ფასდაკლებებს, ქეშბექ აქციებს და სხვა საინტერესო შეთავაზებებს.
მაგალითად, Visa ბარათის მომხმარებლებს Roamingo განსაკუთრებულ საჩუქარს გთავაზობთ.
თუ გსურს დეტალურად გაიგო შეთავაზების შესახებ, მაშინ შეგიძლია წაიკითხო Roamingo-ს ბლოგი Visa-ს შესახებ.
ხოლო იმ შემთხვევაში თუ კითხვები გექნება ან დახმარება დაგჭირდება, Roamingo-ს ქართულენოვანი მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდი 24/7 დაგეხმარება, რათა შენი გამოცდილება მაქსიმალურად კომფორტული იყოს.
სხვა სიახლეები
გასულ წელს კიდევ უფრო განვამტკიცეთ საქართველოში მშვიდობა, სუვერენიტეტი, გავაძლიერეთ ეკონომიკა, გასული წელი იყო გარდამტეხი სახელმწიფო მმართველობის სისტემის დახვეწისა და სამართლის უზენაესობის გამტკიცების თვალსაზრისითაც - პრემიერი
01.01.2026.01:38
ახალ წელს გილოცავთ თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს, უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მცხოვრებ ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს, - აღნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საახალწლო მილოცვაში.
მთავრობის მეთაურის თქმით, 2025 წელი იყო სირთულეებით სავსე, თუმცა, ამავდროულად წარმატებული საქართველოსთვის.
„გილოცავთ პედაგოგებს, ექიმებს, ხელოვანებს, საჯარო მოსამსახურეებს, ჯარისკაცებს, პოლიციელებს, მოსამართლეებს, პროკურორებს, უსაფრთხოების სტრუქტურების წარმომადგენლებს, მეწარმეებს, ფერმერებს, გლეხებს, მუშებს, ყველა პროფესიის წარმომადგენლებს.
ახალი წელი არის დღესასწაული, რომელსაც ოცნებების ასრულებისა და მიზნების შესრულების იმედით ვეგებებით. სწორედ ამას გისურვებთ თითოეულ თქვენგანს და თქვენს ოჯახებს - ოცნებების ახდენას და ყველა დასახული მიზნის მიღწევას.
2025 წელი იყო სირთულეებით სავსე, თუმცა, ამავდროულად წარმატებული ჩვენი ქვეყნისთვის. გასულ წელს, ჩვენ კიდევ უფრო განვამტკიცეთ საქართველოში მშვიდობა, განვამტკიცეთ საქართველოს დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, გავაძლიერეთ ქართული ეკონომიკა, რომელიც ისტორიაში პირველად 100 მილიარდს გადასცდა. გასული წელი იყო გარდამტეხი სახელმწიფო მმართველობის სისტემის დახვეწისა და სამართლის უზენაესობის გამტკიცების თვალსაზრისითაც.
2025 წელს ჩაყრილი საფუძველი ქმნის იმის მყარ წინაპირობას, რომ მომავალი წელი საქართველოსთვის კიდევ უფრო წარმატებული იქნება“, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.