მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7077.8
0.006
flag
AZN 1.5872
0.0004
flag
CNY 38.325
0.0011
flag
EUR 3.1606
-0.003
flag
GBP 3.6099
0.0077
flag
KZT 52.14
-0.0022
flag
TRY 0.063
-0.0001
flag
USD 2.6984
0.0005

რკინიგზის მოდერნიზაცია ისტორიული პროექტია - ლაშა აბაშიძე

news image

რკინიგზის მოდერნიზაცია ისტორიული პროექტია, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“, რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა ლაშა აბაშიძემ განაცხადა. მისი განმარტებით, პროექტის ფარგლებში განხორციელდა მატარებლების დაგრძელებაც.

„ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი, ისტორიული პროექტია, რომლის მიზანიც იყო ახალი წელი ამ პროექტის გახსნით დაგვეწყო. პრაქტიკულად, ჩვენ დავასრულეთ ეს პროექტი - სატესტო მატარებლები უკვე დადის. შესაბამისად, ეს მოგვცემს ძალიან მნიშვნელოვან ეფექტს, გამომდინარე იქიდან, რომ პროექტი გვაძლევს შესაძლებლობას, ყველაზე რთული რელიეფის მონაკვეთი რკინიგზისთვის - უღელტეხილი, სადაც ყველაზე მაღალი ქანობი იყო და ყველაზე მეტი დრო სჭირდებოდა გადაკვეთას სრულიად ახალ ინფრასტრუქტურაზე გადავიყვანოთ.

ამ პროექტის ფარგლებში ავაშენეთ სრულიად ახალი ინფრასტრუქტურა: 40 კმ-იანი ახალი სარკინიგზო ხაზი, 6 გვირაბი, 10 ხიდი, ქვესადგურები, სადგურები და მთლიანად ძველი ხაზიდან ახალ ხაზზე გადავედით. ახალი წლიდან, 1-ლი იანვრიდან, უკვე ახალ მოძრაობის ორგანიზებას ვაკეთებთ, რომელიც გაცილებით ოპტიმალური იქნება, ვიდრე ძველი, გამომდინარე იქიდან, რომ დავაგრძელეთ სატვირთო მატარებლების სიგრძე. მაგალითად, აქამდე სატვირთო მატარებელი 47 ერთეული ვაგონისგან შედგებოდა, ახლა კი 57-მდე დავაგრძელეთ და წონაც გავზარდეთ - 3000 ტონიდან 3600 ტონამდე. ეს გვაძლევს საშუალებას, ერთ გატარებაზე გაცილებით მეტი ტვირთი გავატაროთ.

ასევე, მოდერნიზაციის პროექტიდან გამომდინარე, შევქმნით მოძრაობის ახალ პროტოკოლებს, რაც საშუალებას მოგვცემს, გაცილებით ნაკლებ დროში მოვახდინოთ სატრანზიტო გადაკვეთები. მაგალითად, აქამდე სატვირთო მატარებლების გაჩერება ხდებოდა ხაშურში, შემდეგ ზესტაფონში. ახალი მოძრაობის ორგანიზებით გაჩერებები აღარ იქნება საჭირო, სამთო რეჟიმი აღარ ამოქმედდება და უღელტეხილს სრულიად გაუჩერებლად გადავივლით.

ზოგადად, ჩვენი მიზანია, რომ შუა დერეფნის ფარგლებში, როგორც ქვეყანამ, ვიყოთ ერთ-ერთი კონკურენტუნარიანი აქტორი. აქედან გამომდინარე, ვცდილობთ, მაქსიმალურად შევამციროთ სატრანზიტო დრო გადაკვეთის ნაწილში. ჩვენი მიზანია, სატრანზიტო მსვლელობის დრო გავანახევროთ და ვფიქრობთ, რომ მომავალ წელს ამ შედეგს მივაღწევთ“, - აღნიშნა აბაშიძემ.

საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორის თქმით, გარდაბნიდან ფოთი–ბათუმის მიმართულებით მატარებლების სატრანზიტო მსვლელობის დრო მნიშვნელოვნად შემცირდება.

„ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვმუშაობთ საბაჟო მიმართულებით. იმისთვის, რომ მატარებლები საბაჟოზე აღარ გაჩერდეს, ყაზახეთთან უკვე დავასრულეთ საბაჟო პროცედურებზე მუშაობა - პროცესი ელექტრონულად მიმდინარეობს და კონტეინერები აღარ ჩერდება.

შუა დერეფნიდან წამოსული და ზოგადად სატრანზიტო ტვირთები, რომ საბაჟოზე აღარ გაჩერდეს და გაუჩერებლად მოხდეს მათი გადაკვეთა და შავ ზღვაზე გასვლა. ეს პროცედურა ყაზახეთთან უკვე დასრულებულია, აზერბაიჯანთან მიმდინარეობს მუშაობა, შემდეგ კი ვიმუშავებთ უზბეკეთთანაც, რათა შუა დერეფნიდან წამოსული ტვირთების უწყვეტი ტრანსპორტირება უზრუნველვყოთ. საბაჟო პროცედურების „ამოღება“ ფაქტობრივად გამოიწვევს იმას, რომ სატრანზიტო დრო განახევრდება“, - აცხადებს აბაშიძე.

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ჩინეთიდან საკონტეინერო გადაზიდვები 40-45%-ით არის გაზრდილი - საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი

22.12.2025.12:36

ჩინეთიდან საკონტეინერო გადაზიდვების მოცულობა მზარდია. ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“, რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა ლაშა აბაშიძემ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს რკინიგზა ინტენსიურად მუშაობს შუა დერეფნის ქვეყნებთანაც, რათა გადაზიდვები უფრო ეფექტურად და მოკლე დროში განხორციელდეს.  

„საკმაოდ მნიშვნელოვანია ჩვენთვის ჩინეთიდან. ჩვენ უკვე გვაქვს ზრდა ჩინური კონტეინერების, დაახლოებით 40-45%-იანი ზრდა გვაქვს. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ზრდა არის. ჩვენ ველოდებით, რომ მომავალ წლებში გაცილებით დიდი ზრდა იქნება. 

რაც შეეხება სხვა ქვეყნებთან, ზოგადად რკინიგზისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია სხვა რკინიგზებთან და პორტებთან კავშირი. ჩვენ გაქვს ძალიან კარგი კავშირი - შუა დერეფნის ყველა მონაწილესთან ჩვენ ვმუშაობთ ისე, რომ რაც შეიძლება ოპტიმიზაცია მოვახდინოთ სატრანზიტო დროების. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რასაც ვახორციელებთ არის სიჩქარეების აწევა. ჩვენ დავიწყეთ ეტაპობრივად სიჩქარეების აწევა, მთლიანად საქართველოს მასშტაბით ვაკეთებთ კაპიტალურად 50-70 კმ-ს კაპიტალურ შეკეთებას, რადგანაც ის შეზღუდვები რაც აქამდე იყო სიჩქარესთან დაკავშირებით აღარ იყოს - როგორც სამგზავრო, ისე სატვირთო მატარებლებზე მოვახდინოთ სიჩქარეების აწევა. გარკვეულ მონაკვეთებზე უკვე მოვახდინეთ და მომავალი წლის გაზაფხულისთვის ვაპირებთ, რომ სრულად შეზღუდვები მოვხსნათ მთლიანად საქართველოს გზაზე და ყველგან ის მაქსიმალური სიჩქარეები დავდოთ რის საშუალებასაც გვაძლევს ინფრასტრუქტურა“, - აღნიშნა ლაშა აბაშიძემ. 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა