მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7048.5
0.0132
flag
AZN 1.5878
0.0037
flag
CNY 37.916
0.0099
flag
EUR 3.1679
0.0206
flag
GBP 3.6599
0.0212
flag
KZT 49.91
-0.0001
flag
TRY 0.0653
0.0001
flag
USD 2.7002
0.0063

რისგან შედგება სახელმწიფო საწარმოებში ოპტიმიზაციით დაზოგილი 700 მლნ ლარი - მარიამ ქვრივიშვილის განმარტება

news image

ჩვენ ვუყურებთ იმას, რომ ეფექტური თანამშრომლების მიღმა თუ გვქონდა ისეთი მიმართულება, სადაც ოპტიმიზაცია იყო საჭირო, ჩვენ ეს გზა პირველ ეტაპზე უკვე შევასრულეთ, დღეს შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ოპტიმიზაციის მეორე ეტაპზე გადავდივართ, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ქვეყნის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა.

მარიამ ქვრივიშვილის თქმით, ოპტიმიზაციის პირველ ეტაპზე 700 მლნ ლარის დაზოგვა მოხდა. 

„ბევრი კითხვა გაჩნდა ამ თემის გარშემო. პირველ რიგში მოგახსენებთ, რომ ჩვენ ეკონომიკის სამინისტროში გვაქვს ძალიან აქტიური მუშაობა ოპტიმიზაციის კუთხით: ყველა საწარმოში, ყველა სიპ-ში, ყველა შპს-ში მიდის სრულად გადახედვა იმ მიმდინარე პროექტების, მათ შორის შესწყიდვების - ხაზს გავუსვამ ამ მიმართულებას, ისევე როგორც საკადრო პოლიტიკის. ის რაც პრემიერ-მინისტრმა გააჟღერა ეს არის პირველ ეტაპი, იმ დავალების შესრულებისა, რაც ჩვენ პრემიერ-მინისტრისგან მივიღეთ. აღნიშნული ოპტიმიზაციის შედეგად 700 მლნ არის უკვე დაზოგილი. რისგან შედგება ეს 700 მლნ - პირველ რიგში ეს არის საკმაოდ დიდი ნაწილი მიმდინარე პროექტების შესყიდვების ღირებულების შემცირების, და ეს არ მოხდა პროექტების შეჩერების ხარჯზე. ჩვენ შევამცირეთ, ჩვენ ვნახეთ, რომ იყო საკმაოდ დიდი რესურსი გარკვეულ პროექტებში და არა ერთ პროექტში იმისთვის, რომ იგივე სერვისი, იგივე ხარისხით მიგვეღო. იგივე პროდუქტი მიგვეღო, თუმცა ბიუჯეტის დაზოგვის ხარჯზე. მეორეს მხრივ ეს იყო რელევანტური პროექტების დიფერენციაცია, არარელევანტური პროექტებისგან. იქნებოდა ეს დროში, სივრცეში თუ ასე შემდეგ. და მესამე რა თქმა უნდა საკადრო პოლიტიკა. იმისთვის, რომ ჩვენ უზრუნველყოთ გვყავდეს კიდევ უფრო ეფექტური თანამშრომელი, მაგრამ ჩვენ მეორეს მხრივ ვუყურებთ იმას, რომ ეფექტური თანამშრომლების მიღმა თუ გვქონდა ისეთი მიმართულება, სადაც ოპტიმიზაცია იყო საჭირო, ჩვენ ეს გზა პირველ ეტაპზე უკვე შევასრულეთ. დღეს შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ოპტიმიზაციის მეორე ეტაპზე გადავდივართ. 

ახლა თუ როგორ წარვმართავთ ამ 700 მლნ ლარს - ვიტყვი, რომ ეს უფრო მეტად ეხებოდა რკინიგზას, ისევე როგორც ენერგეტიკის სექტორს. იცით, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი მიმართულებებია, გვაქვს უამრავი გამოწვევა. შესაბამისად ჩვენ ახალ გუნდთან ერთად, ასევე ბევრი საკადრო ცვლილებაც გვქონდა სამინისტროში, უზრუნველყოფთ იმას, რომ სწორი მიმართულებით, სწორი ხედვით აღნიშნული თანხები მიემართოს უფრო მეტი ეფექტურობისთვის, უფრო სწორი პროექტებისკენ, ისევე როგორც პროგრამებს გაგრძელებაში, რაც პირველ რიგში უზრუნველყოფს სექტორების გაძლიერებას, მაგრამ ამავე დროს უზრუნვეყოფს კერძო სექტორის მხარდაჭერას იმისთვის, რომ ეფექტურად სახელმწიფომ და კერძო სექტორმა განაგრძოს აღნიშნული სექტორების განვითარება“, - განმარტა მინისტრმა. 

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოს აქვს დადებითი ეკონომიკური ზრდის ტენდენციები - მარიამ ქვრივიშვილი

12.09.2025.23:55

როგორც იცით, ჩვენს ქვეყანას აქვს დადებითი ეკონომიკური ზრდის ტენდენციები და ჩვენი ქვეყანა საბედნიეროდ არის გამორჩეული ამ კუთხით რეგიონის, ისევე როგორც ევროპის ქვეყნებს შორის, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ქვეყნის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა. მარიამ ქვრივიშვილის თქმით,  ძალიან დადებითი დინამიკები შეინიშნება  ქვეყნის ეკონომიკის იმ მნიშვნელოვან დარგებში, რომელსაც დიდი წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაში. 

„ასევე იცით, რომ პოსტპანდემიურ პერიოდში ჩვენი ქვეყნის საშუალო ეკონომიკური ზრდა 9,7%-ს გაუტოლდა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს დინამიკა შენარჩუნდა და გასულ 9,4%-ი იყო საშუალო ეკონომიკური ზრდა. რაც ასევე განსაკუთრებით სასიხარულოა არის ის, რომ მიმდინარე წლის 8 თვის განმავლობაში საშუალო ეკონომიკური ზრდა 8%-ია. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი გამომდინარეობს, რამდენიმე კომპლექსური ფაქტორის ეფექტური მართვით, სწორი ხედვით და სწორი სტრატეგიით - ძალიან მჭიდრო თანამშრომლობით კერძო სექტორთან. ძალიან დადებითი დინამიკები შეინიშნება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის იმ მნიშვნელოვან დარგებში, რომელსაც დიდი წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაში. გამოვყოფდი ისეთ სექტორებს, როგორიც არის ტრანსპორტი, ლოგისტიკა, საინფორმაციო სერვისები, ისევე, როგორც ვაჭრობა, ტურიზმის ინდუსტრია და ასე შემდეგ. ჩვენ ვხედავთ, რომ ყველა ეს მიმართულება, ყველა ეს სექტორი, მდგრადად და ძალიან სტაბილურად ვითარდება. ჩვენი ხელისუფლება განაგრძობს უშუალოდ ეკონომიკის დივერსიფიცირებით ზრდას. რაც სტაბილურ ზრდას უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის. ამავდროულად ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ და მთავარი საზრუნავი გვაქვს რამდენიმე მიმართულებით“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა