მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7071.7
0.0004
flag
AZN 1.6025
-0.0003
flag
CNY 37.975
-0.0016
flag
EUR 3.1882
-0.0043
flag
GBP 3.7376
-0.0063
flag
KZT 52.34
-0.0018
flag
TRY 0.0683
-0.0002
flag
USD 2.7236
-0.0006

როგორია ეკონომიკის მინისტრ მარიამ ქვრივიშვილის გეგმები - ოთხი ძირითადი მიმართულება

news image

ტურიზმის ინდუსტრია - მე ყოველთვის სუბიექტური დავრჩები ალბათ და იმავდროულად ობიექტური ტურიზმის და ავიაციის სექტორების მიმართ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ეკონომიკური ფორუმის 22-ე დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელსაც ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მინისტრმა თქვა, რომ ტურიზმის განვითარებაში ავიაციის წილი დიდია. 

„ყველამ კარგად ვიცით, რამხელა როლი აქვს ტურიზმის სექტორს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ხელშეწყობაში, ზოგადად სექტორულ განვითარებაში, მაგრამ იმავდროულად ჩვენ ძალიან კარგად ვნახეთ რამხელა როლი აქვს ავიაციის განვითარებას ტურიზმის ინდუსტრიაზე და რამდენად გადაჯაჭვულია ეს ორი სექტორი ერთმანეთთან იმისთვის, რომ ქვეყანამ სტაბილურად და მდგრადად და დივერსიფიცირებულად განაგრძოს ამ ინდუსტრიის განვითარება. რა თქმა უნდა ბევრი თქვენგანი ალბად ფიქრობს, რომ საკმაოდ ამბიციური გეგმებია. ხშირ შემთხვევაში, კონკრეტულ სექტორებში ეს ნიშნავს, მათ შორის ორნიშნა ზრდას და როგორ შეიძლება ამას მივაღწიოთ.

ვეცდები ოთხი ძირითადი მიმართულება გამოვყო, რაც არის ჩვენი ხედვის უმთავრესი ნაწილი. პირველი ეს ეხება ინვესტიციებს და მის მოზიდვას. ამისთვის ჩვენ კიდევ უფრო მეტად ღია ვიქნებით, ქმედითი, საკმაოდ პროაქტიურები. ჩვენ გვჯერა, რომ ქვეყანას აქვს უზარმაზარი პოტენციალი უამრავ იმ სექტორში, სადაც შეგვიძლია, რომ მსხვილი ინვესტიციები მოვიზიდოთ. 

მეორეს მხრივ, ჩვენ განვაგრძობთ პირველ რიგში ვიყოთ თქვენი მხარდამჭერები - ყველა ის მიმართულება და ყველა ინსტრუმენტი, რაც ჩვენს ხელთაა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ პირველ რიგში მოგეხმაროთ თქვენ, რათა განავითაროთ ის ინდუსტრიები და ის საქმიანობა, რასაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებისთვის აკეთებთ. ქმნიდეთ და განაგრძოთ შექმნათ ახალი სამუშაო ადგილები. ეს რა თქმა უნდა გულისხმობს კიდევ უფრო მეტ ღიაობას ჩვენი მხრიდან.

მესამე, მათ შორის გვეხება ჩვენც, როგორც ერთის მხრივ სამინისტროს, მეორეს მხრივ ხელისუფლებას, რომ ჩვენც განვაგრძოთ და ვიყოთ კიდევ უფრო მეტად ქმედითი. ქმედითობაში ვგულისხმობ იმას, რომ ყველა მნიშვნელოვანი პროექტი, იქნება ეს ანაკლიის პორტი, ახალი საერთაშორისო აეროპორტი, თუ ნებისმიერი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი გეგმაზომიერად და იმედი მაქვს, რომ კიდევ უფრო ადრეც ვიდრე დათქმული ვადებია, უზრუნველვყოთ პროექტების დასრულება და ოპერირებაში გაშვება. 

ბოლოს ვიტყვი, აქტუალური თემაა, ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რომ ამ ქვეყანაში დასტაბილურდეს პოლიტიკური მდგომარეობა. რა თქმა უნდა წინ გაქვს მუნიციპალური არჩევნები და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ აღნიშნული მუნიციპალური არჩევნები უზრუნველვყოფთ ერთხელ და სამუდამოდ იმ სტაბილური გარემოს შექმნას, რომელიც სრულად აღმოფხვრის ისეთ ფონს, რომელიც გვესმის რომ მათ შორის ბიზნესისთვის, მათ შორის შიდა და საერთაშორისო ინვესტორებისთვის იქნება კიდევ უფრო მეტი სიმშვიდის და გარანტიის მიმცემი“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ეკონომიკურ გუნდსა და კერძო სექტორს შორის ასეთი მჭიდრო დიალოგი და თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესია გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდისთვის - ეკატერინე გალდავა

29.06.2025.00:45

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე გალდავამ „ეკონომიკური ფორუმის“ მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებაზე ყურადღება გამახვილდა ქვეყნის ტურისტულ და საინვესტიციო პოტენციალზე.
ფორუმი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა გახსნა. მან დამსწრე საზოგადოებას საკვანძო ეკონომიკური სექტორების განვითარების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა, ასევე, ტურიზმისა და ავიაციის დარგების უახლესი სტატისტიკური მონაცემები გააცნო.
„ეკონომიკურ გუნდსა და კერძო სექტორს შორის ასეთი მჭიდრო დიალოგი და თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესია გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდისთვის“, - განაცხადა ეკატერინე გალდავამ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა