მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7067.8
0.0045
flag
AZN 1.5872
-0.0003
flag
CNY 38.245
0.0004
flag
EUR 3.164
0.0058
flag
GBP 3.6084
-0.0011
flag
KZT 51.77
-0.0007
flag
TRY 0.0632
-0.0001
flag
USD 2.6985
-0.0006

რიგი ობიექტური გარემოების გამო ინვესტორები ენერგეტიკულ პროექტებს ვერ ახორციელებდნენ დათქმულ ვადებში, თუმცა, ბევრი პროექტი დაგვხვდა ისეთიც, რომელიც არ ემსახურებოდა სახელმწიფოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას - მარიამ ქვრივიშვილი

news image

„არსებობდა რიგი ობიექტური გარემოებები, რის გამოც, როგორც ქართველ, ისე საერთაშორისო ინვესტორებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა, თავიანთი ენერგეტიკული პროექტები განეხორციელებინათ დათქმულ ვადაში, მაგრამ, ამავდროულად, არსებობს რიგი არაობიექტური გარემოებებიც, მათ შორის, ძალიან ბევრი პროექტი დაგვხვდა ისეთი, რომელიც არ ემსახურებოდა სახელმწიფოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას" - ამის შესახებ მარიამ ქვრივიშვილმა მთავრობის მიერ მიღებულ იმ გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა, რომლის მიხედვით, დაახლოებით 1700 მეგავატზე გაფორმებული მემორანდუმები გაუქმდა.

„ეს იყო, ე.წ. „დარეზერვებული" დაერთების ნებართვები თუ მემორანდუმები, რომლებიც, ფაქტობრივად, იმისთვის იყო განკუთვნილი, რომ ერთ ინვესტორს გადაეყიდა მეორე პოტენციური ინვესტორისთვის, შესაბამისად, დათქმულ ვადებში, როდესაც სახელმწიფო ელოდება პროექტების ექსპლუატაციაში შესვლას, ეს პროექტები ვერ ხორციელდებოდა, რადგან არსებული მემორანდუმის მფლობელი იყო არა რეალური ინვესტორი, არამედ, უბრალოდ, გადამყიდველი" - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, შეიძლება ითქვას, რომ ამ ყველაფერს ჰქონდა სისტემური ხასიათი.

„ჩვენ უკვე გავატარეთ რიგი ღონისძიებები და იდენტიფიცირებულია ყველა პროექტი, რომელიც ნამდვილად რეალისტურად განხორციელდება, ასევე იდენტიფიცირებულია ყველა პროექტი, რომელიც გადამყიდველების ხელში იყო. პირველ ეტაპზე, ეკონომიკის სამინისტრომ უკვე დაახლოებით 1700 მეგავატზე გაფორმებული მემორანდუმი გააუქმა იმისთვის, რომ არ მომხდარიყო დაერთების ნებართვების ე.წ. „დაბევება" და ამავდროულად, კეთილსინდისიერ ინვესტორს ჰქონდეს შესაძლებლობა, უფრო დროულად დაერთდეს ენერგეტიკულ სისტემაში და დაიწყოს გენერაციის პროცესი, რაც ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია" - განაცხადა მინისტრმა.

მარიამ ქვრივიშვილის განმარტებით, ხანგრძლივი დისკუსიების შედეგად რიგი ბიუროკრატიული საკითხების იდენტიფიცირებაც გაკეთდა და შესაძლებელია, რომ ინვესტორებმა სახელმწიფოს მხრიდანაც უფრო სწრაფად მიიღონ რიგი ნებართვები.

საქართველოს ენერგეტიკის დარგის განვითარებისთვის ხელშეწყობაზე საუბრისას, ეკონომიკის მინისტრმა ხაზი გაუსვა ხელისუფლებისა და კერძო სექტორის დიალოგის მნიშვნელობას, რომელიც ძალიან აქტიურად მიმდინარეობს.

„საკმაოდ დიდი დრო დავუთმეთ კერძო სექტორთან, მეწარმეებთან, ბიზნესის წარმომადგენლებთან, საერთაშორისო თუ შიდა ინვესტორებთან კომუნიკაციას, ფაქტობრივად, ყოველდღიურად გვქონდა და გვაქვს მათთან საუბარი იმისთვის, რომ დარგში დაგროვილ გამოწვევებზე ერთმანეთთან გულახდილად და გამჭვირვალედ ვისაუბროთ" - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image 2032 წლისთვის ₾7 მილიარდზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის, თბილისის ახალ აეროპორტის და რკინიგზის მოძრავი შემადგელობის განახლების პროექტებში - მარიამ ქვრივიშვილი

13.12.2025.02:33

"სამინისტროში შემუშავებული სამოქმედო გეგმის მიხედვით, 2032 წლისთვის დაახლოებით 7 მლრდ ლარის ინვესტიცია განხორციელდება სტრატეგიული ობიექტებისა და პროექტების განვითარებისთვის, რომლებიც სრულად მოემსახურება მთავარ მიზანს - საქართველომ გააძლიეროს თავისი ტრანზიტული როლი რეგიონში და გააგრძელოს, იყოს დამაკავშირებელი აზიასა და ევროპას შორის," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, 7 მლრდ ლარი გადანაწილდება ისეთ სტრატეგიულ პროექტებზე, როგორიცაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, ახალი საერთაშორისო აეროპორტი ვაზიანში, საქართველოს რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის განახლება, მასშტაბური საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები და სხვ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა