მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7225.3
-0.0174
flag
AZN 1.6053
-0.0017
flag
CNY 39.571
-0.0194
flag
EUR 3.1261
-0.0303
flag
GBP 3.6173
-0.0402
flag
KZT 55.69
-0.0005
flag
TRY 0.0618
-0.0001
flag
USD 2.729
-0.0031

რეინვესტიციის მაჩვენებელი კვლავ მაღალია და დაახლოებით 83%-ს შეადგენს - გოგიტა თოდრაძე

news image

კვლავ მაღალია, დაახლოებით 83%-ს შეადგენს რეინვესტიციის მაჩვენებელი, - აცხადებს საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი, გოგიტა თოდრაძე, რომელმაც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას 2025 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტატისტიკა შეაჯამა, რომელიც საქსტატმა რამდენიმე დღის უკან გამოაქვეყნა. 

ცნობილია, რომ საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2025 წელს 1 688.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 7.6 პროცენტით მეტია 2024 წლის დაზუსტებულ მაჩვენებელზე. ზრდა განპირობებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ორი კომპონენტის: სააქციო კაპიტალისა და რეინვესტიციის მაჩვენებლის ზრდით

„პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მეოთხე კვარტლის მონაცემებით 392 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით მცირედით ნაკლებია, 2.3 პროცენტით, თუმცა ეს ძირითადად მოდის სავალო ვალდებულებების ნაწილზე, ანუ ინვესტორის მიმართ ვალდებულება შემცირდა, ანუ რეალურად დაიფარა სესხის გარკვეული ნაწილი, თორემ სააქციო კაპიტალის და რეინვესტიციის მაჩვენებელი პირიქით ზრდადია. მიუხედავად ამისა, 2025 წლის ჯამური მაჩვენებელი 1 მილიარდ 688 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, რაც 7.6 პროცენტით აღემატება 2024 წლის მონაცემებს და აქ საინტერესო გახლავთ ისიც, რომ კვლავ მაღალია, დაახლოებით 83 პროცენტს შეადგენს რეინვესტიციის მაჩვენებელი და ეს ზრდა ძირითადად რეინვესტიციის და სააქციო კაპიტალის ზრდით არის განპირობებული. საინტერესო სურათია ქვეყნების და განხორციელებული დარგების ანალიზისას, სადაც განხორციელდა ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია. ყველაზე მსხვილ ინვესტორ ქვეყნებად გვევლინება 2025 წლის მონაცემებით გაერთიანებული სამეფო, შემდეგ მოდის თურქეთი და მალტა. გაერთიანებულ სამეფოზე მოდის დაახლოებით 20-21 პროცენტი, დანარჩენ ორ ქვეყანაზე დაახლოებით 10-11 პროცენტის ფარგლებშია აღნიშნული მაჩვენებელი. რაც შეეხება სექტორებს, პირველ ადგილზეა საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სექტორი, რომელზეც თითქმის მესამედი მოდიოდა, 35 პროცენტი. შემდეგ მოდის უძრავი ქონება, ტრანსპორტი და დამამუშავებელი მრეწველობა“, - აცხადებს გოგიტა თოდრაძე.

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image დღემდე 37 მილიონი ლარის ინვესტიციაა განხორციელებული იმაში, რომ ქალაქს უწყვეტი წყალმომარაგება ჰქონდეს - რუსთავი მერი

13.03.2026.20:00

რუსთავში წყალგაყვანილობის ინფრასტრუქტურული მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება განხორციელდა GWP-ის ინვესტიციის საშუალებით. როგორც რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა  Business Insider Georgia-ში სტუმრობისას აღნიშნა, 2021 წელს ქალაქში სასმელი წყლის და წყალარინების სისტემები კრიტიკულ მდგომარეობაში იყო, რის შედეგადაც აქტიურად დაიწყო თანამშრომლობა კომპანიასთან და ცენტრალურ ხელისუფლებასთან. დღემდე 37 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა წყალმომარაგების გაუმჯობესებისთვის, რაც უზრუნველყოფს 24-საათიან წყალმომარაგებას, ხოლო წყალარინების პრობლემის გადაჭრაზე მუშაობა კვლავ გრძელდება. 

აღსანიშნავია, რომ ნინო ლაცაბიძე მონაწილეობდა ფორუმში, რომელიც რამდენიმე დღის უკან GWP-ის ორგანიზებით ჩატარდა. 

„ფორუმი თავისთავად ძალიან საინტერესო ფორმატი იყო იმ ინფორმაციის და სამომავლო გეგმების გაზიარების, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. იქ კითხვაც იყო დასმული, რომ როგორ შეაფასებთ იმ ინვესტიციას, რომელიც GWP-მაქვალიას“ სახით ინფრასტრუქტურაში განახორციელა. მე ჩემი ქალაქის მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო ყველაზე მთავარი. 2021 წელს უმძიმესი პრობლემები დაიწყო, იმიტომ რომ იქამდე ინვესტიციების განხორციელება რეალურად არ ხდებოდა, არ ხდებოდა მილების გამოცვლა არც სასმელი წყლის მიმართულებით, არც წყალარინება იყო მოწესრიგებული და კრიზისი დაგვეწყო 2021 წელს. წარმოიდგინეთ ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად ძალიან ბევრი ახალი პროექტი გვაქვს, ქალაქის ახალ განვითარებაზე ვსაუბრობთ და ამ დროს ქალაქში არ გაქვს წყალი - აბსოლუტურად აზრს კარგავს თითოეული პროექტი, რაშიც მთელ გულს და სულს ვდებდით. დავიწყეთ აქტიურად სემეკთან მუშაობა და სემეკთან დავაყენეთ საკითხი, რომ კომპანიას განესაზღვრა ის გეგმა და ეს გეგმა ყოფილიყო ჩვენთან შეთანხმებული და მას შემდეგ ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ. დღემდე 37 მილიონი ლარის ინვესტიციაა განხორციელებული იმაში, რომ ქალაქს უწყვეტი წყალმომარაგება ჰქონდეს. შემდეგ უკვე გადავედით წყალარინების პრობლემებზე, რაც ასევე ქალაქის დაარსებიდან თითქმის შეუცვლელი იყო და საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში. და დღეს გვაქვს ხედვა, გვაქვს გეგმა და ვიცით, რომ  წყალმომარაგების პრობლემა სრულად არ გადაჭრილა, თუმცა დღეს 24-საათიანი წყალმომარაგებაა, თუმცა ისევ ვაგრძელებთ აქტიურად მუშაობას იმისთვის, რომ ეს გამოწვევა დავძლიოთ ერთხელ და სამუდამოდ, ქალაქი ამას აღარასდროს დაუბრუნდეს, გავაგრძელოთ ჩვენი პროექტები და ის გეგმები, რაც ქალაქის განვითარებისთვის გვაქვს“, - აღნიშნა რუსთავის მერმა.

ნინო ლაცაბიძის თქმით, ქალაქის ინფრასტრუქტურული პრობლემების მოსაგვარებლად მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის და ინვესტორების თანხმობაში მოქმედება.

„იმდენად რთული ინფრასტრუქტურაა, იმდენად რთულია თვითონ პროცესი, ჩვენც ვცდილობთ ხოლმე რომ მოსახლეობასთან ავხსნათ, რომ ეს ერთ წელში და ორ წელში რომ არ გადაიჭრება, ძალიან კარგად გვაქვს დანახული. დღეს ყველაზე კარგი არის ის, რომ ჩვენს პროექტებთან ერთად პარალელურად მათ აქვთ უკვე გეგმა და ჩვენთან ერთად თანხვედრაშია მათი და ჩვენი პროექტები, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ხშირად ვფერხდებოდით მხოლოდ იმის გამო, რომ კომპანიას არ ჰქონდა სახსრები გამოყოფილი და მიწისქვეშა კომუნიკაციების გამოცვლას ვერ ახერხებდა, ჩვენ გზას ვერ ვაგებდით და ამ ჭიდილში ვიყავით. დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოლაპარაკება, თანამშრომლობა, საქმიანი ურთიერთობა კარგ ეტაპზეა, სემეკის ჩართულობით და ვაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ ეფექტიანი იყოს ჩვენი თითოეული პროექტი“, - განმარტავს ლაცაბიძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა