მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7189.5
0.001
flag
AZN 1.5848
-0.0003
flag
CNY 39.479
-0.0022
flag
EUR 3.1771
0.0037
flag
GBP 3.6439
-0.0046
flag
KZT 57.5
0.0021
flag
TRY 0.06
-0.0002
flag
USD 2.6936
-0.001

რძის, ხორცისა და კვერცხის წარმოებაში ნედლეულის დაახლოებით 90% იმპორტირებულია, მწარმოებლებს აქვთ ძალიან მაღალი საოპერაციო ხარჯები, ასევე, გამოწვევაა საკრედიტო რესურსის სიძვირე - შოთა ბერეკაშვილი

news image

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა, შეაჯამა პირველ სხდომაზე განხილული საკითხები და დაასახელა ის მნიშვნელოვანი პრობლემები, რომლებიც გამოიკვეთა რძის, ხორცისა და კვერცხის მწარმოებელ ადგილობრივ კომპანიებთან. 

ბერეკაშვილის განცხადებით, მწარმოებელი კომპანიებისთვის, პრობლემურია და გამოწვევად რჩება იმპორტირებული ნედლეულის დიდი პროცენტული წილი, ასევე, მაღალი საოპერაციო ხარჯები, სუპერმარკეტების დომინირება, ნაშთები მართვა და საკრედიტო რესურსების სიძვირე. 

„რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა გამოვლინდა, რძის, ხორცის და კვერცხის მწარმოებლების შემთხვევაში. აღმოჩნდა, რომ მწარმოებლებთან, დაახლოებით 90 % ნედლეულისა წარმოებაში იმპორტირებულია და ეს იმპორტის ინფლაციის რისკების პრობლემას ქმნის, რაც თავისთავად, შესაძლებელია აისახოს ფასის ზრდაში. 

ასევე მეორე მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც წინა შეხვედრაზე გამოიკვეთა იყოს ის, რომ მწარმოებლებს კონკრეტულად ამ მიმართულებით აქვთ ძალიან მაღალი საოპერაციო ხარჯები, რომელიც ეხება პროდუქციის რეალიზაციას და ამ შემთხვევაში ვგულისხმობთ გაყიდვების და რეალიზაციის ხარჯებს. მათ ძვირი უჯდებათ სუპერმარკეტების ქსელში შესვლა, სხვადასხვა ტიპის გადასახადების გამო. ეს მნიშვნელოვანი გამოწვევაა მათთვის. 

მესამე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც გამოვლინდა არის ის რომ, კონტრაქტორულ ურთიერთობებში, ჯაჭვში ამ სამ კომპონენტს შორის, ზედა წერტილზე მდგომი სუბიექტები, ამ შემთხვევაში სუპერმარკეტები, მათ გააჩნიათ უფრო მაღალი მოლაპარაკების ძალა და პირობების დაყენების საშუალება, რაც არათანაბარ პირობებში აყენებს მწარმოებლებს. ასევე გამოვლინდა კონკრეტული პრობლემა სამუშაო კაპიტალზე, გადახდების დაგვიანებაზე, რომელიც, თავის მხრივ, იძულებულს ხდიდა აღნიშნულ კომპანიებს, რომ საკრედიტო კაპიტალი მოეზიდათ, დამატებითი რესურსი მოეზიდათ, რაც უძვირებდა პროცესს და შესაბამისად აისახებოდა პროდუქციის ღირებულებაში.

ბოლო მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც გამოვლინდა, რომ ნაშთების მართვა მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო რიგი კომპანიებისთვის, განსაკუთრებით ხორცის და ძეხვეულის წარმოებაში. დანაკარგი შეადგენდა 5-6 %-ს. როდესაც კომპანიას მოგება აქვს 5 % და დანაკარგი 5 - % ეს მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო საკრედიტო რესურსის სიძვირე“, - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image სახელმწიფომ უნდა დაიცვას სამუშაო ადგილები და მათზე წვდომა საქართველოს მოქალაქეებისთვის - მიხეილ სარჯველაძე

19.04.2026.01:28

ახელმწიფომ უნდა დაიცვას სამუშაო ადგილები და მათზე წვდომა საქართველოს მოქალაქეებისთვის, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ გადაცემაში „ღია ეთერი“.

„სამედიცინო სფერო ავიღოთ - მეთოდები და ტექნოლოგიები მუდმივად იხვეწება. შესაძლოა არსებობდეს ექიმი, რომელიც საქართველოში ჩამოსვლით და გარკვეული პერიოდის განმავლობაში მუშაობით მნიშვნელოვან ტექნოლოგიას ჩამოიტანს. ასეთ შემთხვევაში, პირიქით, ხელი უნდა შევუწყოთ და არ უნდა შეიქმნას ისეთი ბარიერი, რომელიც მის საქმიანობას შეაფერხებს. თუმცა მთავარი არსი არის ის, რომ სახელმწიფომ დაიცვას სამუშაო ადგილები და მათზე წვდომა საქართველოს მოქალაქეებისთვის“ - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ შრომითი მიგრაციის საკითხებზე საუბრისას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა